ჰერმან ჰელმჰოლცი
ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ ჰელმჰოლცი (გერმ. Hermann Ludwig Ferdinand Helmholtz; დ. 31 აგვისტო, 1821, პოტსდამი — გ. 8 სექტემბერი, 1894, პოტსდამი) — გერმანელი ფიზიკოსი, ექიმი, ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1821 წლის 31 აგვისტოს ქალაქ პოტსდამში, მასწავლებლის ოჯახში, დაიბადა მომავალში ბუნების დიდი მკვლევარი ჰერმან ჰელმჰოლცი, რომლის დაუღალავი გონება მისწვდა არა მარტო ფიზიკის მნიშვნელოვან დარგებს, არამედ მექანიკას, მათემატიკას, ფილოსოფიას და ფიზიოლოგიასაც. ჰელმჰოლცის დედა წარმოშობით ინგლისელი იყო, ხოლო დიდედა დედის მხრივ - ფრანგი. ამიტომ პატარა ჰერმანი თითქოს სამი დიდი სახელმწიფოს სისხლსა და ტრადიციებს აერთიანებდა.
ბავშვობაში ჰელმჰოლცი ავადმყოფობდა, რის გამოც სწავლაში მოწინავეთა რიგებში არ იდგა, მაგრამ ფიზიკის სიყვარული ადრეული წლებიდანვე გამოამჟღავნა. ერთ-ერთ თავის სიტყვაში იგი იგონებს, რომ მოწაფეობის პერიოდში პოტსდამის ბიბლიოთეკაში არსებული ფიზიკური ლიტერატურა მას მთლიანად გადაკითხული ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი ჰელმჰოლცი სწორედ ამ გზით უნდა წასულიყო უმაღლესი სასწავლებელშიც, მაგრამ ხელმოკლეობის გამო, მამის რჩევით გადაწყვიტა სამედიცინო ფაკულტეტზე შესვლა. იმ დროს სამეცნიერო მუშაობა მკვლევარისაგან დიდ თანხებს მოითხოვდა, ჰერმანის მამას კი ეს არ გააჩნდა. 17 წლის ჰელმჰოლცი ბერლინის „სამეფო მედიკოქირურგიულ ინსტიტუტში" ჩაირიცხა და 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯზე სწავლობდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰელმჰოლცი სამხედრო ექიმად -დასტაქრად - მუშაობდა პოსტდამში. ვერც ყაზარმის პირობებმა და ვერც დიდმა დატვირთვამ ჰელმჰოლცს ფიზიკისადმი ლტოლვა ვერ შეუნელა.
ჰერმან ჰელმჰოლცის შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მეცნიერული შრომები ჰელმჰოლცმა გასული საუკუნის 40-იან წლებში ფიზიოლოგიაში დაწერა. მაგრამ მას პირველ რიგში აქაც ფიზიკა აინტერესებდა. იგი გამოვიდა „სასიცოცხლო ძალების“ თეორიის წინააღმდეგ და დაასაბუთა, რომ ცოცხალ ორგანიზმში პროცესები ემორჩილება ენერგიის მუდმივობის კანონს. 1847 წელს გამოქვეყნდა ჰელმჰოლცის შრომა „ძალის მუდმივობის შესახებ", რომელშიც შესანიშნავად იყო გამოყენებული ენერგიის მუდმივობის კანონი ყველა ფიზიკური პროცესის მიმართ. თავის ფიზიოლოგიურ გამოკვლევებში ჰელმჰოლცი ხშირად გამოდიოდა ფიზიკოსის როლში. ამ მხრივ საყურადღებოა შრომა: კომბინირებული ტონების შესახებ და სხვა. ამგვარი შრომებით ჰელმჰოლცმა შექმნა ადამიანის სმენითი აპარატის კლასიკური თეორია და მუსიკის თეორიის ფიზიკური და ფიზიოლოგიური საფუძვლები. პარალელურად ჰელმჰოლცი მუშაობდა ფიზიკური და ფიზიოლოგიური ოპტიკის საკითხებზე. კვლევის პროცესში მან გამოიგონა თვალის სარკე - ოფთალმოსკოპი. ამ ხელსაწყომ, რომელიც ამჟამადაც იხმარება, საშუალება მისცა თვალის ექიმებს ღრმად ჩაეხედათ ადამიანის თვალში. შემდეგ მისი შრომები კვლავ ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიურ ოპტიკასა შეეხო.
ფიზიკურ ოპტიკაში ჰელმჰოლცმა გამოიკვლია მიკროსკოპის ე.წ. „გარჩევის უნარიანობა", მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაამუშავა ანომალური დისპერსია, გამოიგონა ტელესტერეოსკოპი — საველე დურბინდის პირველი სახე და სხვა. მესამე დარგი, რომელსაც ჰელმჰოლცმა შრომენის სერია მიუძღვნა, ჰიდროდინამიკა იყო. აქ ჰელმჰოლცმა შექმნა გრიგალური მოძრაობისკლასიკური თეორია, რომელმაც XIX საუკუის მეორე ნახევარში ფართო გავრცელება ჰპოვა. ამ შრომაში ავტორმა გამოავლინა ანალოგია სითხის გრიგალურ მოძრაობასა და ელექტროდენის მაგნიტური ველის თვისებებს შორის, რითაც ხელი შეეწყო თეორიული ელექტროდინამიკის განვითარებას. ამავე დარგში შემდგომი შრომებით ჰელმჰოლცმა შეისწავლა სითხის სიჩქარის ნახტომისებრი ცვლილებები. ჰიდროდინამიკაში წარმოებული შრომებით ჰელმჰოლცმა უდიდესი ფიზიკოს- თეორიტიკოსის სახელი დაიმკვიდრა ევროპაში.
1894 წლის 12 ივნისს აშშ-დან დაბრუნებულ ჰელმჰოლცს კიბეზე ჩამოსვლისას თავში სისხლი ჩაექცა, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია და 1894 წლის 8 სექტემბერს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ. 222-227, თბ., 1973.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Physics Tree: Hermann von Helmholtz Details
- "Hermann von Helmholtz" (Obituary). Royal Society (Great Britain). (1894). Proceedings of the Royal Society of London. London: Printed by Taylor and Francis.
- "Hermann von Helmholtz" by Leo Koenigsberger (Oxford: Clarendon press, 1906) from Internet Archive
- "Hermann von Helmholtz" article by Lydia Patton, Stanford Encyclopedia of Philosophy
- J. G. McKendrick Hermann Ludwig Ferdinand von Helmholtz (London : Unwin, 1899)
- Biography, bibliography and access to digital sources in the Virtual Laboratory of the Max Planck Institute for the History of Science
- ჰერმან ჰელმჰოლცი — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP) (Die Lehre von den Tonempfindungen)
- Helmholtz's (1867) Handbuch der physiologischen Optik დაარქივებული 2019-04-12 საიტზე Wayback Machine. - digital facsimile from the Linda Hall Library
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11854893X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Гельмгольц, Герман-Людвиг-Фердинанд // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 287–288.
- ↑ 4.0 4.1 4.2 A. Paalzow Helmholtz, Hermann von // Allgemeine Deutsche Biographie — L: 1906. — ტ. 51. — S. 461–472.
- ↑ 5.0 5.1 5.2 J. G. M. Helmholtz, Hermann Ludwig Ferdinand von // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 13.
- ↑ 6.0 6.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 7.0 7.1 SNAC — 2010.
- ↑ 8.0 8.1 IMSLP — 2006.
- ↑ 9.0 9.1 Who Named It?
- ↑ 10.0 10.1 KNAW Past Members
- ↑ 11.0 11.1 11.2 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 13.0 13.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 15.0 15.1 15.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ 16.0 16.1 Académie nationale de médecine
- ↑ 17.0 17.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 18.0 18.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Гельмгольц Герман Людвиг Фердинанд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 20.0 20.1 20.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 165.