ჰერიფორდული ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰერიფორდული ჯიში
წარმოშობის ქვეყანა ინგლისი
თვისებები
მსხვილი რქოსანი საქონელი (Bos taurus)

ჰერიფორდული ჯიში — სახორცე მიმართულების მსხვილი რქოსანი საქონლის ჯიში. გამოყვანილია XVIII საუკუნეში, ინგლისში, ჰერიფორდშირის საგრაფოში, ადგილობრივი საქონლის გადარჩევისა და შერჩევის გზით. ტიპური სახორცე აგებულებისაა, ფერად მუქიწითელია, ხოლო თავი, მინდაო, ღაბაბი, მუცელი, კიდურების ქვედდა ნაწილი და კუდის ფუნჯი თეთრი აქვს. კუროს მასაა 850-1000 კგ, ფურისა 550-560 კგ. ნაკლავის გამოსავალი 58-62%, უდიდესი 70%-მდე. ჰერიფორდული ჯიში გავრცელებულია ამერიკის, ევროპის ქვეყნებში, ახალ ზელანდიაში და სხვ. ყოფილ სსრკ-შიშეიყვანეს 1928 წელს. იყენებენ სამრეწველო შეჯვარებისთვის სარძეო და სახორცე ჯიშებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 629, თბ., 1987 წელი.