ჰერვ რენარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰერვ რენარდი (ინგლ. Hervé Renard დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1986 ფრანგი) — ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელიც საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელია.

რენარდი არის ზამბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვისთან ერთადაც მოიგო 2012 წლის აფრიკის ერთა თასი; მან ასევე მოიგო ჩემპიონატი 2015 წელს კოტ-დ’ივუარის ნაკრებთან ერთად, ის გახდა პირველი მწვრთნელი რომელმაც აფრიკის ერთა თასი ორჯერ მოიგო სხვადასხვა ნაკრებთან ერთად.


საფეხბურთო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქს-ლე-ბეენში დაბადებული რენარი თამაშობდა მცველად ფრანგულ კლუბებში AS Cannes, Stade de Vallauris და SC Draguignan, მისი საფეხბურთო კარიერა გაგრძელდა 1983-დან 1998 წლამდე. პროფესიონალი ფეხბურთელი პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა დამლაგებლად, ის დილით იწყებდა მუშაობას ხოლო საღამოთი დრაგუნიანთან ერთად ვარჯიშობდა, ცოტა ხნის შემდეგ მან თავისი დასუფთავების კომპანია შექმნა.[1]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენარმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო SC Draguignan-ში 1999 წელს, დატოვა 2001 წელს. ის იყო ჩინური კლუბის შანხაი კოსკოს მთავარი მწვრთნელის კლოდ ლე როის ასისტენტი 2002-2003 წლებში, 2004 წელს ის ხელმძღვანელობდა კემბრიჯ იუნაიტედ ისევ კლოდ ლე როის ასისტენტის რანგში.[2]

რენარი 2004 წელს გახდა ვიეტნამური კლუბის Song Da Nam Dinh-ის მენეჯერი და რამდენიმე თვის შემდეგ დატოვა პოსტი.[3] ის იყო AS Cherbourg-ის მენეჯერი 2005-2007 წლებში. მოგვიანებით ის გახდა კლოდ ლე როის ასისტენტი განას ეროვნული ნაკრებში.[4]

USM Alger[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 21 იანვარს რენარმა მიაღწია შეთანხმებას ალჟირის კლუბ USM Alger-თან და გახდა კლუბის მთავარი მწვრთნელი.[5]

ზამბიის ეროვნული ნაკრებში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ რენარდი მეორედ დაბრუნდა ზამბიის მწვრთნელად ერთწლიანი კონტრაქტით. მისი საშუალებით 2012 წლის აფრიკის ერთა თასზე შეძლო ნაკრებმა ისტორიაში პირველი გამარჯვების მოპოვება.

2012 წლის მაისში, ზამბიის სპორტის მინისტრმა ჩიშიმბა კამბვილმა განაცხადა, რომ რენარი ახალ კონტრაქტს მოაწერდა ხელს თვის ბოლომდე.

რენარი კონტრაქტიდან გაათავისუფლა ზამბიის ფეხბურთის ასოციაციამ 2013 წლის ოქტომბერში.[6]

FC Sochaux[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ რენარი დაინიშნა საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდის სოშოს ახალ მწვრთნელად. 2014 წლის აპრილში მას დაუკავშირდნენ მაროკოს ნაკრებში სამუშაოდ.[7]

2014 წელს კლუბი დაქვეითდა ლიგა 1-ში ამის გამო რენარმა დატოვა თანამდებობა, მოგვიანებით იმავე წელს იგი დაინიშნა კოტ-დ'ივუარის მწვრთნელად.[8]

კოტ-დ'ივუარია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენარდი დაინიშნა კოტ-დ'ივუარის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 2014 წლის ივლისში. ის იყო მწვრთნელი 2015 წლის აფრიკის ერთა თასზე. მან მოიგო ტურნირი და გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო ორი აფრიკის ერთა თასი სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად.[9]

ლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენარი ფრანგული კლუბის ლილის მწვრთნელი გახდა 2015 წლის მაისში. 2015 წლის 11 ნოემბერს იგი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ლიგის 13 თამაშში მხოლოდ 13 ქულა აიღო.[10]

მაროკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის თებერვალში, რენარდი დაინიშნა მაროკოს ნაკრებში ვაკანტურ თანამდებობას.[11] 2017 წლის ნოემბერში მან მაროკოს ნაკრები გაიყვანა 2018 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში, პირველად 1998 წლის შემდეგ. იმავე თვეში, მან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს 2022 წლამდე. 2019 წლის ივლისში მაროკოს გუნდი გამოეთიშა 2019 წლის აფრიკის ერთა თასიდან, რენარდმა აიღო პასუხისმგებლობა "შოკის გასასვლელზე". მან თანამდებობა დატოვა რამდენიმე დღის შემდეგ, 2019 წლის 15 ივლისს.[12]

საუდის არაბეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის ივლისში ის გახდა საუდის არაბეთის პირველი ფრანგი მწვრთნელი.[13] 2019 წლის 10 სექტემბერს მან ჩაატარა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი იემენის წინააღმდეგ 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.[14] 2022 წელს რენარი გაუძღვა საუდის არაბეთს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს და ამ დროს ის გახდა პირველი უცხოელი მწვრთნელი რომელმაც 18 მატჩი მოიგო საუდის არაბეთის ნაკრებში.[15] მსოფლიო ჩემპიონატის პირველ თამაშში მან მოიპოვა ისტორიული გამარჯვება არგენტინის ნაკრების წინააღმდე ანგირიშით 2-1.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]