ხორანთა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ჰერეთი (ქალაქი))
ხორანთა, ჰერეთი — ქალაქი ისტორიულ საქართველოში, მდინარეების მცირე ალაზნისა და დიდი ალაზნის (იორისა და ალაზნის) შესართავთან. ისტორიული ტრადიციის მიხედვით დააარსა ჰერების ეპონიმმა ჰეროსმა (ქართველთა ეთნარქები).
ხორანთა ჴუარან//ხორნისაგან არის მიღებული. მკვლევარები ამ ფუძეში ხედავენ სპარსულ მზეს (ხუარან//ხორან — „მზე“ და თა — „მთა“[1])
ამჟამად მისი ტერიტორია მოყოლილია მინგეჩაურის წყალსაცავში (აზერბაიჯანის ტერიტორია). ქალაქს თავდაპირველად ჰერეთი ერქვა. XI საუკუნეში მოხსენებულია ხორანთას სახელწოდებით.
- მტკვარი, ალაზანი, იორის შესართავის ნაწილი 1941 წლის ხუთვერსიან რუკაზე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 498.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 316-318.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაქალაქარი ხორანთა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლოლაშვილი ი., ქართული წარმართული საკულტო ტაძრები კამბეჩოვანში, თბ., 1971. — გვ. 148.