შინაარსზე გადასვლა

ჰერაკლიდე პონტოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერაკლიდე პონტოელი
ძვ. ბერძნ. Ἡρακλείδης ὁ Ποντικός
დაბ. თარიღი ძვ. წ. 385
დაბ. ადგილი ჰერაკლეა პონტიკა
გარდ. თარიღი ძვ. წ. 322
გარდ. ადგილი ათენი
საქმიანობა ფილოსოფოსი და ასტრონომი
განთქმული მოსწავლეები Dionysius the Renegade[1]

ჰერაკლიდე პონტოელი[2] (ძვ. ბერძნ. Ἡρακλείδης ὁ Ποντικός; დ. ძვ. წ. 385, ჰერაკლეა პონტიკა — გ. ძვ. წ. 322, ათენი) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, მექანიკოსი და ასტრონომი.

დაიბადა ჰერაკლეაში (დღევანდელი ერეგლი, თურქეთი), ბერძნულ კოლონიაში შავი ზღვის სანაპიროზე (პონტო). დიოგენე ლაერტელი იუწყება, რომ ჰერაკლიდემ მშობლიურ ქალაქში ადგილობრივი ტირანი მოკლა, თუმცა სხვა მხრივ ძალიან ექსტრავაგანტული ადამიანი იყო, მისტიფიკაციას აყოლილი. მოგვიანებით ათენში ჩასვლისას ის პითაგორელებთან, პლატონთან და არისტოტელესთან სწავლობდა.

ჰერაკლიდეს ნაშრომები, რომლებიც ანტიკურ ხანაში ძალიან პოპულარული იყო, არ შემორჩენილა. გვიანდელი ავტორების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ის ეთიკურ, ფიზიკურ, გრამატიკულ და ესთეტიკურ თემებზე წერდა.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კონცხს დაარქვეს ჰერაკლიდე.

  1. Arnim H. v. Dionysios 119 // Pauly-Wissowa Band V,1 — 1903.
  2. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985.  გვ. 105.