ჰენჰენეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰენჰენეტი
იეროგლიფებში
h
n
h
n
t

ჰენჰენეტიძველი ეგვიპტის დედოფალი, XI დინასტიის ფარაონის მენტუჰოტეპ II-ის მეუღლე. მისი სამარხი და პატარა დეკორაციული სამლოცველო აღმოაჩინეს დეირ-ელ-ბაჰრში, მისი ქმრის სატძრო კომპლექსში, მთავარი ნაგებობის უკანა მხარეს, სხვა ხუთი ქალბატონის - აშაიეტის, სადეჰის, კემსიტის, კავიტის და მაიეტის სამარხების გასწვრივ. მათი უმრავლესობა ჰასორის ქურუმები იყვნენ, ანუ შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ ქალღმერთის კულტის ნაწილები. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ დიდებული მეფის ქალიშვილები.

მისი მუმიის აღმოჩენის შემდეგ დადასტურდა, რომ იგი მშობიარობის დროს დაღუპულა. მუმია ამჟამად დაცულიაა ეგვიპტის მუზეუმში, კაიროში, ხოლო სარკოფაგი ნიუ-იორკში.

მისი ტიტულები იყო: „მეფის საყვარელი ცოლი“, „მეფის ორნამენტი“ და „ჰასორის ქურუმები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dodson, Aidan, Hilton, Dyan. The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson 2004. ISBN 0-500-05128-3
  • Grajetzki, Wolfram. Ancient Egyptian Queens: A Hieroglyphic Dictionary. London: Golden House Publications 2005. ISBN 0-9547218-9-6