ჰენტაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰენტაის ილუსტრირება
სიტყვა „ჰენტაი“ კანჯიზე.

ჰენტაი (იაპონ. 変態 or へんたい?) მოსმენა , სიტყვასიტყვით „გარყვნილი“) — იაპონური წარმოშობის სიტყვა, „ჰენტაი სეიოკუს“ შემოკლება[1]. ტერმინს, როგორც წესი, იყენებენ ანიმეს და მანგის ჟანრის ისეთი ნაწარმის დახასიათებისას, რომელიც შეიცავს ეროტიკულ ან პორნოგრაფიულ ელემენტებს.

ისევე, როგორც ჩვეულებრივი ანიმეს შემთხვევაში, ჰენტაის ჟანრის ანიმე იქმნება მანგის ჟანრის ნაწარმოების ან ვიდეო თამაშების მიხედვით. ასეთი მედია გამოირჩევა შემდეგი თავისებურებებით: შეიცავს მინიმალისტურ ანიმაციას ან გრაფიკას; პერსონაჟების სახეები თითქმის თოჯინურია; ნაჩვენებია სხვადასხვა სექსუალური გადახრა - მაგალითად, გაუპატიურება ან სისასტიკის სხვა გამოვლენა. სიუჟეტი ხშირად არა მხოლოდ მარტივია, არამედ რთული და დატვირთული. ჰენტაი არ არის განკუთვნილი ტელეეთერში საჩვენებლად, ამიტომ გამოიცემა, როგორც OVA - სახლის პირობებში სანახავად. ამასთან, იგი გამოდის ვიდეო თამაშების და „დოძინსის“ სახით, რაც არის სამოყვარულო შემოქმედება, რომელსაც ავტორები თავად ავრცელებენ და გამოსცემენ. ანიმეს და მანგის ჟანრს, რომელიც არ ეკუთვნის ჰენტაის, მაგრამ შეიცავს მინიშნებებს ეროტიკულ სცენებზე ან შეიცავს სექსუალური ქვეტექსტის ხუმრობებს, ეწოდება „ეტი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McLelland, Mark (January 2006). "A Short History of Hentai". Intersections: Gender, History and Culture in the Asian Context (12). http://wwwsshe.murdoch.edu.au/intersections/issue12/mclelland.html. წაკითხვის თარიღი: 14 July 2014.