შინაარსზე გადასვლა

ჰენრი ნორის რასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი ნორის რასელი
ინგლ. Henry Norris Russell
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1877(1877-10-25)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი Oyster Bay
გარდ. თარიღი 18 თებერვალი, 1957(1957-02-18)[1] [2] [3] [5] (79 წლის)
გარდ. ადგილი პრინსტონი
დასაფლავებულია პრინსტონის სასაფლაო[3]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ასტრონომი[7] და ასტროფიზიკოსი
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პრინსტონის უნივერსიტეტი
ჯილდოები ჰენრი დრეიპერის მედალი[8] , ჰენრი ნორის რასელის პრემია, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ლალანდის პრემია, ბრიუსის მედალი[9] , გიბსის ლექცია, რუმფორდის პრემია[10] , ჟანსენის მედალი[11] , ფრანკლინის მედალი, ჩარლზ სტარკ დრეიპერის პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12]

ჰენრი ნორის რასელი (ინგლ. Henry Norris Russell; დ. 25 ოქტომბერი, 1877, ოისტერ-ბეი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ — გ. 18 თებერვალი, 1957, პრინსტონი) — ამერიკელი ასტრონომი.

1900 წელს დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი, 1911-1947 წლებში პროფესორი იქვე. 1912-1947 წლებში ამ უნივერსიტეტის ობსერვატორიის დირექტორი. მუშაობდა ასტრონომიის მრავალ დარგში. საყურადღებო შრომები მიუძღვნა ვარსკვლავების სპექტრულ კლასიფიკაციას, მათი მასების და პარალაქსების განსაზღვრას, ორჯერადი ვარსკვლავების ორბიტების გამოთვლას და სხვა; ეინარ ჰერცშპრუნგისაგან დამოუკიდებლად, აღმოაჩინა კავშირი ვარსკვლავების ნათობასა და მათ სპექტრულ კლასებს შორის, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა. წამოაყენა ვარსკვლავთა ევოლუციის ერთ-ერთი პირველი ჰიპოთეზა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 368.
  • Бронштэн В. А. Гипотезы о звездах и Вселенной. — М.: Наука, 1974.
  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
  • David H. DeVorkin. Henry Norris Russell and the Expanding Universe (англ.) // M. J. Way & D. Hunter, eds., ASP Conf. Ser.. — 2013. — Vol. 471. — arXiv:1302.0240.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #115536906 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. https://www.nasonline.org/programs/awards/henry-draper-medal.html
  9. https://phys-astro.sonoma.edu/brucemedalists/henry-norris-russell
  10. https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
  11. Nature / M. SkipperNPG, Springer Science+Business Media, 1937. — Vol. 139, Iss. 3508. — ISSN 1476-4687; 0028-0836doi:10.1038/41586.1476-4687
  12. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 310.