ჰენრი კაუელი
| ჰენრი კაუელი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 11 მარტი, 1897[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
| დაბ. ადგილი | მენლო-პარკი[11] |
| გარდ. თარიღი | 10 დეკემბერი, 1965[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] (68 წლის) |
| გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი |
| დასაფლავებულია | საიპრეს-ლონის მემორიალური პარკი[12] |
| საქმიანობა | კომპოზიტორი, პიანისტი, მწერალი, პედაგოგი |
| მეუღლე | სიდნი რობერტსონი (იქ. 1941) |
| ჰენრი კაუელი ვიკისაწყობში | |
ჰენრი დიქსონ კაუელი (ინგლ. Henry Dixon Cowell /ˈkaʊəl/; დ. 11 მარტი, 1897, მენლო-პარკი, კალიფორნია – 10 დეკემბერი, 1965, შეიდი, ვუდსტოკი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. სწავლობდა ბერკლის უნივერსიტეტში (1914–1916, კალიფორნია) ჩარლზ სიგერთან (კომპოზიცია), ედუარდ გრიფით სტრიკლინთან (ჰარმონია) და უოლეს ართურ სებინთან (კონტრაპუნქტი), შემდეგ – ნიუ-იორკის მუსიკალური ხელოვნების ინსტიტუტში. კონცერტებით გამოდიოდა როგორც კომპოზიტორი და პიანისტი: აშშ-ში (1914-დან), ევროპის ქვეყნებში (1923–1932), სსრკ-ში (1929), კუბაში (1930).[13]
1925 წელს ლოს-ანჯელესში დააარსა საზოგადოება „ახალი მუსიკა“ (ფილიალებით სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში და სხვ.), რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ასრულებდა და გამოსცემდა ჩარლზ აივზის, კარლ რაგლზის, ლეო ორნშტაინის, უოლინგფორდ რიგერის, არნოლდ შონბერგის, ანტონ ფონ ვებერნის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 1929–1933 წლებში იყო კომპოზიტორთა პანამერიკული ასოციაციის (ნიუ-იორკი) პრეზიდენტი. ლევ ტერმენთან ერთად კვლევებს ატარებდა ელექტროაკუსტიკურ სტუდიაში (ნიუ-იორკში), იგონებდა ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომელთა შორისაა რითმიკონი (პოლირითმოფონი); წერდა მუსიკას ამ ინსტრუმენტისთვის (კონცერტი ორკესტრით, 1931).[13]
1931 წელს ბერლინში ერიხ ფონ ჰორნბოსტელის ხელმძღვანელობით შეისწავლა ინდოეთისა და ინდონეზიის ტრადიციული მუსიკა. 1956–1957 წლებში მოგზაურობდა ინდოეთში, იაპონიაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რათა შეესწავლა მათი მუსიკალური კულტურა. 1961 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მუსიკალურ კონფერენციებში თეირანსა და ტოკიოში. ასწავლიდა ნიუ-იორკის უმაღლეს სასწავლებლებში – სოციალური კვლევების ახალ სკოლაში (1941–1963) და კოლუმბიის უნივერსიტეტში (1949–65), აგრეთვე ბალტიმორის პიბოდის კონსერვატორიაში (1951–56). მოსწავლეებს შორის იყვნენ: ჯონ კეიჯი, ლუ ჰარისონი, ჯორჯ გერშვინი.[13]
იყო ავანგარდისტი კომპოზიტორი, ე.წ. ამერიკული ხუთეულის წარმომადგენელი (ჩარლზ აივზთან, კარლ რაგლზთან, უილინგფორდ რიგერთან, ჯონ ბეკერთან ერთად). ექსპერიმენტებს აკეთებდა ჰარმონიის, რიტმის, ტემბრის, ფორმის სფეროებში, იყენებდა დისონანსურ ტონალობას, პოლიტონალობას, მოდალურობას, მიკროქრომატიკას, სონორიკას, კლასტერულ ტექნიკას („თავგადასავალი ჰარმონიაში“, 1913; „დინამიური მოძრაობა“, 1916), პოლიმეტრიას და პოლირიტმიას („რომანტიული კვარტეტი“, 1917; „ევფომეტრიული კვარტეტი“, 1919), ალეატორიკას („მოზაიკური კვარტეტი“, 1935).[13]
იყენებდა გრაფიკულ ნოტაციას („ფაბრიკა“, 1920), დაკვრის არატრადიციულ მეთოდებს, მათ შორის ფორტეპიანოს სიმებზე დაკვრას („ეოლოს არფა“, 1923; „ბანში“, 1925). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წერდა ნეოკლასიკურ სტილში. მიმართავდა სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ფოლკლორს, იყენებდა ჩინური, იაპონური, ინდური, ირანული ტრადიციული მუსიკის ელემენტებს (მე-13 სიმფონია „მადრასული“, 1958; 2 კონცერტი კოტოსთვის ორკესტრთან ერთად, 1962, 1965). ავტორია 21 სიმფონიისა (1918–1965) და სხვა ნაწარმოებებისა ორკესტრისთვის, კამერული ანსამბლისთვის, ფორტეპიანოსთვის, ხმისთვის, თეატრალურ პიესათა მუსიკისა და ქორეოგრაფიული დადგმებისათვის.[13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 IMSLP — 2006.
- 1 2 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Musicalics
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- 1 2 abART
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ Find a Grave — 1996.
- 1 2 3 4 5 Переверзева М. В. Кауэлл, Коуэлл Генри // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 383.
- დაბადებული 11 მარტი
- დაბადებული 1897
- გარდაცვლილი 10 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1965
- ნიუ-იორკში გარდაცვლილები
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი ესეისტები
- ამერიკელი საზოგადო მოღვაწეები
- ამერიკელი ელექტრონული მუსიკოსები
- ამერიკელი მამაკაცი კლასიკური კომპოზიტორები
- ამერიკელი მამაკაცი ესეისტები
- ამერიკელი მამაკაცი პოეტები
- ინგლისელი ამერიკელები
- ირლანდიელი ამერიკელები
- შოტლანდიელი ამერიკელები
- ამერიკელი პოეტები
- მუსიკალური ინსტრუმენტების გამომგონებლები
- ამერიკელი ლგბტ პოეტები
- ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრები
- მოდერნისტი კომპოზიტორები
- სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) კურსდამთავრებულები