შინაარსზე გადასვლა

ჰენრი დრეპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი დრეპერი
ინგლ. Henry Draper
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1837(1837-03-07)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი პრინს-ედუარდის ოლქი
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი, 1882(1882-11-20)[1] [2] [3] (45 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი
დასაფლავებულია გრინ-ვუდის სასაფლაო[4]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ასტრონომი, ექიმი, ფოტოგრაფი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
მეუღლე Mary Anna Draper[5]
მამა John William Draper
ნათესავ(ებ)ი Antonia Maury[6]
ხელმოწერა

ჰენრი დრეპერი[7] (ინგლ. Henry Draper; დ. 7 მარტი, 1837, პრინც-ედუარდის საგრაფო, ვირჯინია — გ. 20 ნოემბერი, 1882, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მეცნიერი.

1858 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, მოღვაწეობდა იქვე (უმთავრესად ასტრონომიაში). ააგო დიდი ტელესკოპები და გადაიღო ვარსკვლავთა სპექტრების ფოტოსურათები. მისი სახელი მიეკუთვნა ე. წ. ჰარვარდის მიმოხილვას ანუ კატალოგს (HD), რომელშიც მოცემულია 300,000-მდე ვარსკვლავის სპექტრული კლასი და ვარსკვლავიერი სიდიდე. 1877 წელს აღმოაჩინა ჟანგბადის არსებობა მზეზე.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს დრეპერი.

  1. 1 2 SNAC — 2010.
  2. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  4. Find a Grave — 1996.
  5. Google Books — 2005.
  6. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 2. — P. 856. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  7. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006