ჰენკ უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰენკ ვილიამსი)
ჰენკ უილიამსი

ჰენკ უილიამსი 1951 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჰაირამ „ჰენკ“ კინგ უილიამსი
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1923
დაბ. ადგილი ჯორჯიანა, ალაბამა, აშშ
გარდ. თარიღი 1 იანვარი, 1953 (29 წლის)
გარდ. ადგილი ოკ-ჰილი, დასავლეთი ვირჯინია, აშშ
დასაფლავებულია Oakwood Annex Cemetery[1]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
აქტიური 1937–1952
ლეიბლ(ებ)ი
საიტი hankwilliams.com
ჰენკ უილიამსი ვიკისაწყობში

ჰენკ უილიამსი (ინგლ. Hank Williams; სრული სახელი ჰაირამ „ჰენკ“ კინგ უილიამსი; დ. 17 სექტემბერი, 1923 — გ. 1 იანვარი, 1953) — ამერიკელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკელ მუსიკოსად.[2][3] ხუთწლიანი აქტიური მუსიკალური კარიერის განმავლობაში, რომელიც 29 წლის ასაკში მისი გარდაცვალებით დასრულდა, 35 სიმღერა დაწერა (ხუთი გამოვიდა სიკვდილის შემდგომ), რომლებმაც ჰონკი-ტონკისა და ქანთრის მუსიკის მიმდინარეობა განსაზღვრა. მისი ტრადიციები გააგრძელეს ოჯახის წევრებმა — ვაჟმა ჰენკ უილიამს უმცროსმა, ქალიშვილმა ჯეტ უილიამსმა, ასევე შვილიშვილებმა ჰენკ უილიამს III-მ, ჰოლი უილიამსმა და ჰილარი უილიამსმა.

2004 წელს ჟურნალმა „Rolling Stone“ უილიამსს თავის სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი“ 74-ე ადგილი მიუჩინა.[4] მის მიერ შექმნილი და ჩაწერილი სიმღერების ქავერ ვერსიები შექმნა რამდენიმე მომღერალმა. ის აგრეთვე შთაგონების წყაროდ იქცა ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორებიც არიან ელვის პრესლი, ბობ დილანი და როლინგ სტოუნზი. 1960 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა ჰენკ უილიამსის ვარსკვლავი.[5] 1961 წელს უილიამსი შეყვანილი იქნა ქანთრის დიდების დარბაზში, 1970 წელს სიმღერების ავტორთა დარბაზში, ხოლო 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1996.
  2. Hank Williams. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2014.
  3. I Saw the Light: Hank Williams' Sixty Years of Influence on American Music. The New School. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2014.
  4. 100 Greatest Artists of All Time. Rolling Stone Issue 946.
  5. Hank Williams – Hollywood Walk of Fame. Walk of Fame.com. Hollywood Chamber of Commerce (January 28, 2013).
  6. Hank Williams. Rock and Roll Hall of Fame. The Rock and Roll Hall of Fame and Museum, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2011.