ჰენკ აარონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰენკ აარონი, 2010.

ჰენრი ლუის „ჰენკ“ აარონი (ინგლ. Henry Louis "Hank" Aaron; დ. 5 თებერვალი, 1934, მობილი, ალაბამა, აშშ) — ამერიკელი ბეისბოლისტი (აუტფილდერი).

ბეისბოლის მთავარ ლიგაში აარონის დებიუტი 1954 წელს შედგა „მილუოკი ბრეივზის“ (1965 წლიდან ეწოდებოდა „ატლანტა ბრეივზ“) შემადგენლობაში. 1975 წელს გადავიდა „მილუოკი ბრიუერსში“, ხოლო 1976 წელს აქტიურ სპორტულ მოღვაწეობას ჩამოშორდა. ბეისბოლის ძირითად ლიგებში საერთო ჯამში 23 სეზონი ითამაშა. მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ბეისბოლისტად. მისი რეკორდების (755 „ჰოუმრანი“, 1477 „დამატებითი დარტყმა ბაზაზე“, 2297 „გარბენი დარტყმის შემდეგ“) გაუმჯობესება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. მხოლოდ ტაი კობმა და პიტ როუზმა აჯობეს აარონს დარტყმების საერთო რაოდენობით (3771). დაჯილდოებულია თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით (აშშ, 2002).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]