ჰენინგ მაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰენინგ მაი
2017 RiP - AnnenMayKantereit - Henning May - by 2eight - DSC9608.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 იანვარი 1992(1992-01-13) (27 წლის)
დაბ. ადგილი კელნი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • ფორტეპიანო
ასოციაციები AnnenMayKantereit

ჰენინგ მაი, (გერმ. Henning May, დაბადების სახელი ჰენინგ გემკე, გერმ. Henning Gemke; დ. 13 იანვარი, 1992, კელნი) — გერმანელი მუსიკოსი. ცნობილი გახდა ბენდ AnnenMayKantereit-ის წყალობით.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენინგ მაიმ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას კლასელებთან, კრისტოფერ ანენთან და ზევერინ კანტერაიტთან ერთად ჩამოაყალიბა ბენდი, რომლებმაც თავიანთი გვარების მიხედვით ბენდს AnnenMayKantereit უწოდეს. ბენდი თავდაპირველად კელნის ერთ-ერთი ქუჩის კუთხში უკრავდა, მოგვიანებით კი მათი მუსიკა თანდათანობით პოპულარული გახდა Youtube-ზე. ბენდის საფირმო ნიშნად ჰენინგ მაის ხრინწიანი, ძლიერი ხმა იქცა, რომელსაც რიო რაიზერს ადარებენ. გავრცელებული ხმების მიუხედავად, მისი ხმის ტემბრი სულაც არ არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების დამსახურება — ის ბავშვობიდან მეცადინეობდა ვოკალში. წარმატება Vertigo Berlin-ის ლეიბლით გამოცემულმა ალბომმა მოუტანათ, სახელად „Alles nix Konkretes“ („არაფერი კონკრეტული“), რომელიც გერმანული ჩარტების ლიდერი გახდა.[2]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური მოწვევით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2015: K.I.Z. Hurra Die Welt Geht Unter, ამავე სახელწოდების ალბომი;
  • 2019: Juju, Vermissen, ალბომი „Bling Bling“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]