ჰემიანოფსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰემიანოფსია
მარცხენა ჰემიანოფსია
დარგი ოფთალმოლოგია, ნევროლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 H53.4
MeSH D006423


ჰემიანოფსია (ბერძ. an — უარყოფითი ნაწილაკი და opis — მხედველობა) — მხედველობის არის ერთი ნახევრის გამოვარდნა, ნახევრად სიბრმავე. განარჩევენ ჰემიანოფსია, რომელსაც ახასიეთებს მხედვველობის არის გარეთა ან შიგნითა ნახევრების გამოვარდნა, და ცალმხრივს, როდესაც გამოვარდნილია მხედველობის არის ერთ-ერთი ნახევარი (მარჯვენა ან მარცხენა). ჰემიანოფსია ვითარდება ტვინში სისხლჩაქცევის, თავის ტვინის ტრავმის, ტვინის სიმსივნისა და სხვათა დროს. თუ ტვინის ქსოვილი მთლიანად დარღვეული არ არის, ჰემინოფსია შექცევადია. გამოვარდნილი მხედველობის არე ჩეულებრივ ვერ აღიქვამს მხედველობითი შეგრძნების ვერც ერთ სახეს; ზოგჯერ ადამიანი საგნის ფორმას ვერ არჩევს, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ფერის, სინათლისა და მოძრაობის აღქმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]