ჰელ კლემენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰელ კლემენტი
14th WSFS 008 - Hal Clement.jpg
დაბადების თარიღი 30 მაისი, 1922(1922-05-30)[1] [2] [3] [4] [4] [5]
დაბადების ადგილი Somerville
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი, 2003(2003-10-29)[1] [2] [3] [4] [4] [5] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი Milton
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, ასტრონომი და მფრინავი
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ბოსტონის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, Simmons University და Boston University School of Education
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus Mission of Gravity
ჯილდოები დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი და Ignotus Award for Best Foreign Novel[6]
მეუღლე Mary Stubbs[7]

ჰენრი კლემენტ სტაბსი (ინგლ. Hal Clement; ცნობილი როგორც ჰელ კლემენტი; დ. 30 მაისი, 1922 — გ. 29 ოქტომბერი, 2003) — ამერიკელი მწერალი. ის ასევე ხატავდა ასტონომიული შინაარსის ნახატებს, ჯორჯ რიჩარდის ფსევდონიმით. 1998 წელს, რობერტ ჰაილაინთან ერთად, კლემენტი შეიყვანეს სამეცნიერო ფანტასტიკის დიდების დარბაზში[8]. 1999 წელს დასახელდა ამერიკელ სამეცნიერო ფანტასტიკის დიდოსტატთა შორის[9].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი კლემენტ სტაბსი დაიბადა 1922 წელს, სამერვილში, მასაჩუსეტსის შტატში. მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის ფაკულტეტი 1943 წელს. სტუდენტობისას გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობა — „მტკიცება“, რომელიც პოპულარულ ჟურნალ Astounding Science Fiction-ს 1942 წლის ივნისის ნომერში დაიბეჭდა[10]. იმავე წელს კლემენტმა კიდევ 3 სხვა მოთხრობა გამოაქვეყნა. მოგვიანებით, 1963 კლემენტმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ქიმიაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს კლემენტი იყო მფრინავი და მონაწილეობა მიიღო 35 ოპერაციაში დასავლეთ ევროპის ფრონტზე. ომის შემდეგ მან მსახური განაგრძო ამერიკის ავიაციაში და მიაღწია პოლკოვნიკის რანგს. მრავალი წლის განმავლობაში ის ასწავლიდა ქიმიას მილტონის აკადემიაში. 1949-1953 წელს კლემენტმა გამოაქვეყნა 2-3- და 4-ნაწილიანი წიგნები, მათ შორის მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „მისია გრავიტაცია“. ამ რომანში მან აღწერა გიგანტური პლანეტა მესკელინი.

კლემენტი გარდაიცვალა 2003 წელს, დიაბეტით.

გამოგონილი პლანეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლემენტის მოთხრობების უმეტესობა ვითარდება სხვადასხვა გამოგონილ პლანეტაზე. ასტრონომიული განათლება საშუალებას აძლევდა, რომ სამეცნიერო სიზუსტით აღეწერა მის მიერ გამოგონილი პლანეტები. მათ შორისაა:

  • Abyormen – პლანეტა, რომელიც ტრიალებს ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო, რომელიც თავის მხრივ ბრუნავს ლურჯი გიგანტის გარშემო. ეს სისტემა წარმოშობს ცხელ და ცივ სეზონებს, თითოეული მათგანი გრძელდება 65 წლის განმავლობაში. ეს პლანეტა აღწერილია ნაწარმოებში „ცეცხლოვანი ციკლი“, რომელიც ქართულადაცაა ნათარგმნი[11].
  • Dhrawn – დიდი გრავიტაციის მქონე სამყარო, სადაც ცხოვრობენ მესკლინიტები, გამოგონილი არსებები
  • Habranha - პლანეტა, რომელიც ძლიერადაა მიბმული თავის ვარსკვლავთან, ისე რომ მისი ბნელი მხარე არის ნარევი მყარი ნახშირბადის დიოქსიდის, მყარი მეთანის და ყინულის, ხოლო ნათელი მხარე დაფარულია ოკეანით.
  • Mesklin — პლანეტა ძალიან დიდი გრავიტაციით (დაახლოებით 700-ჯერ მეტი ვიდრე დედამიწაზე). ეს პლანეტა აღწერილია ნაწარმოებში მისია გრავიტაცია Mission of Gravity.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]