ჰელიოტექნიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰელიოტექნიკატექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მზის რადიაციის ენერგიის გარდაქმნას ენერგიის ისეთ სახეობად, რომელიც უფრო ხელსაყრელია პრაქტიკული საქმიანობისთვის. ეს დარგი მოიცავს ჰელიოდანადგარების კვლევისა და დაპროექტების საკითხებს. მზის ფოტოელექტროგარდამქმნელებს წარმატებით იყენებენ კოსმოსურ აპარატებში. მნიშვნელოვანია, ჰელიოტექნიკის გამოყენება სოფლის მეურნეობაში მრავალრიცხოვანი მცირე ელექტროტევადობისა და განწერტებული მომხმარებლებისათვის, მაშინ, როდესაც ძვირადღირებული ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ეკონომიკურად არახელსაყრელია. ჰელიოტექნიკით მინერალიზებული წყლის მზის ენერგიით გამტკნარება ეკონომიკურად მიზანშეწონილია. ტექნიკის ამ დარგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სსრკ-ის შუა აზიის ქვეყნებში მეცხოველეობის განვითარებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]