ჰელვეციური შარიაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალპების გეოლოგიური რუკა. მომწვანო ზოლი ჰელვეციური ზონაა

ჰელვეციური შარიაჟი (გერმ. Helvetisches System) — შარიაჟების სერია ალპების დასავლეთ ნაწილში, ჰელვეციური ზონის ნაწილი. შედგება მეზოზოური ასაკის კირქვების, ფიქლებისა და მერგელებისაგან, რომლებიც თავდაპირველად აკუმულირებული იყვნენ ევროპის კონტინენტის სამხრეთ მატერიკულ მხარეზე. ალპური დანაოჭების დროს შეცოცება განიცადეს ჩრდილოეთის მიმართულებით და ამავდროულად ექვემდებარებოდნენ შიდა დეფორმაციას ნაწევებისა და შეცოცების სახით. გავრცელებულია აარისა და მონბლანის მასივებზე და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]