ჰელენა ვურნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელენა ვურნიკი

ჰელენა კოტლერ-ვურნიკი 1960 წ.
დაიბადა 26 სექტემბერი, 1882(1882-09-26)
დაბადების ადგილი ვენა
გარდაიცვალა 4 აპრილი, 1962(1962-04-04) (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი რადოვლიცა, სლოვენია
სფერო მხატვარი-ილუსტრატორი, მოზაიკოსი, დიზაინერი
ცნობილი ნამუშევრები კოოპერატიული კომერციული ბანკის შენობაზე შესრულებული კედლის მხატვრობა

ჰელენა ვურნიკი ( სლოვენ. Helena Vurnik ; 26 სექტემბერი, 1882, ვენა6 აპრილი, 1962, რადოვლიცა ) — სლოვენიელი მხატვარი და დიზაინერი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელენა ვურნიკის მამა მორიც კოტლერი, ფოსტაში იურისტად მუშაობდა, დედა — ბრონისლავა (დაბ. ტრუგი) წარმოშობით პოლონელი იყო. ელენა სკოლის შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას და აკვარელით ხატვას. სწორედ მაშინ გაუჩნდა სიყვარული ხელოვნებისადმი და, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, ჩააბარა ექსპერიმენტულ ინსტიტუტში, სადაც 4 წელი სწავლობდა ზეთით ფერწერას და ეუფლებოდა გრაფიკულ ტექნიკას (ლითონგრაფია, ჰელიოგრაფია და გრავირება). შემდეგ, ჰელენამ სწავლა განაგრძო ქალთა სამხატვრო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან მიიღო ექვსთვიანი ეროვნული სტიპენდია, რამაც საშუალება მისცა გამგზავრებულიყო იტალიაში. შემდეგ ხუთი თვე გაატარა მოდენას რეგიონში. როდესაც იტალიაში დაბრუნდა, ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით სტუდია გახსნა და ვენის გაზეთ Extrablatt-ის ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა. პროფესორ ლუდვიგ მიქალეკის რეკომენდაციით მან საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო მხატვართა სახლის გალერეებსა და საგამოფენო დარბაზებში.

1913 წლის ნოემბერში ჰელენა ცოლად გაჰყვა არქიტექტორ ივან ვურნიკსს. ისინი 1915 წელს გადავიდნენ რადოვლიცაში. ექვსი თვის შემდეგ ვურნიკი გაიწვიეს ჯარში, სადაც ის პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. დარჩა. ომის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ლუბლიანაში გადავიდა, სადაც ვურნიკმა ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. ჰელენა სწავლობდა ინგლისურს, მოკრძალებულად ცხოვრობდა და ფინანსურად მეუღლეზე იყო დამოკიდებული. 1923 წელს წყვილს ვაჟი ივან ნიკო შეეძინა. ჰელენას ქმარი ძირითადად რელიგიურ ობიექტებთან დაკავშირებულ შეკვეთებს იღებდა. ივანს ხშირად არ ჰქონდა საკმარისი დრო ნამუშევრის სრულყოფისთვის, ამიტომ ბევრი პროექტით უკმაყოფილო იყო ტექნიკური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით.

1942 წლის აპრილში იტალიელმა დამპყრობლებმა დახვრიტეს ვაჟი — ივან ნიკო, რომელზეც ჰელენა ძალიან იყო მიჯაჭვული. მან თანდათან შეწყვიტა მუშაობა. წყვილი სულ უფრო და უფრო ნაკლებ შეკვეთებს იღებდა, ვურნიკი არქიტექტურის ფაკულტეტიდან გაათავისუფლეს. 1956 წელს ისინი დაბრუნდნენ რადოვლიცაში, სადაც ჰელენა გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1962 წელს.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მხატვარი, ჰელენა ვურნიკი ვენის სეცესიონის წრეებს ეკუთვნოდა, რამაც მთელ მის შემოქმედებაზე იქონია გავლენა. ლუბლიანაში გადასვლის შემდეგ, მან თავის ნამუშევრებში შეიტანა სლოვენური ფოლკლორის რამდენიმე ელემენტი სლოვენიის ეროვნული ფერების გამოყენებით (თეთრი, ლურჯი და წითელი). ასევე, მის ნამუშევრებზე გავლენა მოახდინეს პრე-რაფაელიტებმა (სტილიზებული მცენარეული მოტივები) და პუვი დე შავანმა (ღვთაებებისა და წმინდანთა ფიგურები). ორი მსოფლიო ომის შორის პერიოდში, ჰელენა ვურნიკმა შექმნა სლოვენიასთან დაკავშირებული არაერთი ხელოვნების ნიმუში. იგი უფრო ნაკლებად ღებულობდა მონაწილეობას გამოფენებში, ვიდრე ვენაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო სლოვენიელი, ლიუბლიანაში გადავიდა. ხელოვანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები ხასიათდება ძლიერი ეროვნული სიმბოლიზმით და კათოლიკური ეკლესიის ეგიდით ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობით.[2]

საერო ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელენა ვურნიკმა შემოქმედებითი კარიერა დაიწყო ვენის გაზეთ Extrablatt-ის ილუსტრატორის რანგში. სლოვენიაში ხატავდა სათაურებს და აფორმებდა წიგნებს სხვადასხვა გამომცემლობებისთვის, რომელთა შორის იყო: "სახლი და მშვიდობა", "მლადიკო", "კალენდარი". განსაკუთრებით ინტერესს იწვევდა "სახლი და მშვიდობაში" გამოქვეყნებული ილუსტრაციები, სადაც მხატვარმა გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი პოლიტიკური სატირის მიმართ. მან ასევე გააკეთა ილუსტრაციები იოზეფ ლესარის წიგნისთვის.

იტალიისა და ვენის დროიდან ცნობილია მისი გრავიურები "მევიოლინე და მომღერალი", "უდაბნოს გზებზე", "პარიზელი ქალი", "მშვიდ ტაძარში", "სახლი ბუხარაში" და "ივან ცანკარის ხსოვნას". ადრეული ნამუშევრებიდან შემორჩენილია: „ებრაელი“, „გზის მუშა“, „ბაზრობის დღე მირანდოლაში“ და „ახალგაზრდა ცოლის პორტრეტი“. მოგვიანებით შედარებით იშვიათად ხატავდა ტილოზე. უფრო გვიანდელი პერიოდიდან შემორჩენილია ნახატები „ნათელი ღამე“ (ბოშური სიმღერის მოტივებზე), „ვურნიკის სახლის ეზო რადოვლიცაში“ და სხვა.

ჰელენა ვურნიკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია კედლის მხატვრობა კოოპერატიული კომერციული ბანკის შენობაზე, ლიუბლიანაში, მიკლოშიჩის ქუჩაზე, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ვურნიკის სახლი. ამ ნამუშევრის შექმნისას იგი მიჰყვებოდა ქმრის იდეას ახალი სლოვენიის ეროვნული არქიტექტურული სტილის შესახებ, ამიტომ ნახატები ხასიათდება ფოლკლორული ელემენტებით (სლოვენური ეროვნული ფერები, სტილიზებული ნაქარგები და ქალის ფიგურები ეროვნულ კაბებში).

რელიგიური ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეკვეთები აბსოლიტურად რელიგიურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, 1915 წლის შეკვეთა ტრიესტში ეპისკოპოს ანდრეი კარლინის კერძო სამლოცველოს მოსახატად. მან შეასრულა სამი კომპოზიცია კარლინისთვის: „მარიამობის ხარება“, „წმინდა ანდრია“ და „აღდგომის დილა“, რომელთაგან დაასრულა პირველი. ადრე მას არ ჰქონდა შესრულებული სამუშაო დიდ ფორმატში, ამიტომ შეკვეთა მისთვის დიდ პრობლემად იქცა. მეუღლეების მრჩეველი იყო პრელატი ფრანც კიმოვეცი, რომელიც მათ საეკლესიო დავალებებსაც აძლევდა. 1919 წელს წყვილმა მიიღო შეკვეთა ტოპოლ ნად მედვოდის ეკლესიის შეკეთების შესახებ, რისთვისაც ელენემ მოსამართლეების წინაშე წმინდა ეკატერინე დახატა. ყველაზე ცნობილი საეკლესიო ნამუშევრებია: იესოს გული, მაისის მადონა (ლუბლიანას წმინდა ქრისტოფის ეკლესიის მთავარი საკურთხეველი, რომელიც აღარ არის გამოფენილი), პატარა ტერეზა (ლიუბლიანას წმინდა პეტრეს ეკლესია), წმინდა მაგდალენელი, ავე მარია, წმინდა ანას ხატი, მადონა ჯვრის ქვეშ და წმინდა თადეოზი. (ლიუბლიანას წმინდა პეტრეს ეკლესია), მაისის მადონა ( წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ), მარიამის ხარება (ლიუბლიანას წმინდა ვიდის ეკლესია) და ოთხი პატარა ნახატი (ეკლესიის მაღალი საკურთხეველი სოდრაიცაში). ელენა ხშირად გამოსახავდა საკუთარ თავს, მეუღლეს და შვილს, როგორც წმინდანებს.

ფერწერის გარდა, მხატვარი იყენებდა მოზაიკის ტექნიკას. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლიუბლიანას წმინდა პეტრეს სახელობის ტაძარზე დელფინებს შორის გამოსახული ქრისტეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს აღდგომის ერთგვარ სიმბოლოს.

ჰელენა ვურნიკმა ასევე წარმოადგინა მარიბორის სკოლის ექთნების მიერ დამზადებულ ლიტურგიულ ტანსაცმელზე მანქანური ქარგვის მრავალი ნიმუში და დიზაინი. ეპისკოპოს ანტონ ეგლიჩისთვის 1923 წელს შეიქმნა ეროვნულ ფერებში შესრულებული და ოქროს ძაფებით მოქარგული ორნამენტი. 1938 წელს წარდგენილი იყო ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მიიღო დიპლომი და მედალი. მან ასევე შექმნა დროშები, საეკლესიო ბანერები, საეკლესიო ზარების და ლიტურგიული ჭურჭლის დეკორაციები ლიუბლიანას ტრნოვის მრევლისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nadja Zgonik: Helena Vurnik. Alenka Šelih (ur.): Pozabljena polovica: portreti žensk 19. in 20. stoletja na Slovenskem. Ljubljana: Tuma, SAZU, 2007. COBISS 234164736

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Article about the book, MMC RTV Slovenia, September 26 (სლოვენ.)
  2. Article about the book published in Bukla Magazine 138-139, December 2017 (სლოვენ.)