ჰელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიქსე და ჰელე

ჰელეათამანტისა და ნეფელეს ასული, ფრიქსეს და. როდესაც ნეფელე გაუჩინარდა, დედინაცვალმა ინომ გერები შეიძულა და ქალებს მოელაპარაკა, რომელთაც თესლი მოხალეს და ქვეყანა შიმშილმა მოიცვა. შემდეგ ინომ მოსყიდული ორაკული დაიმოწმა და ქმარს დააჯერა, რომ ფრიქსე და ჰელე მსხვერპლად უნდა შეეწირა. მსხვერპლშეწირვის აღსრულების დროს გამოჩნდა ნეფელე, რომელმაც შვილები ჰერმესის ნაჩუქარ ოქროს ვერძზე შესვა და კოლხეთში გაისტუმრა. ჰელემ ღრუბლებში თავი ვერ შეიმაგრა და ზღვაში გადავარდა, რომელსაც ჰელეს ზღვა ანუ ჰელესპონტი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 506, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰელე&oldid=4371274“-დან