ჰეიდენ კრისტენსენი

ჰეიდენ კრისტენსენი (დ. 19 აპრილი, 1981) [1] — კანადელი მსახიობი. ჰეიდენმა აღიარება მოიპოვა ანაკინ სკაიუოკერის / დართ ვეიდერის როლის შესრულებით ვარსკვლავური ომების მედია ფრანჩიზაში. პირველად გამოჩნდა ფილმებში: „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა“ (2002) და „ვარსკვლავური ომები ეპიზოდი III: სითების შურისძიება“ (2005), ხოლო შემდეგ კვლავ შეასრულა როლი Disney+-ის სერიალებში „ობი-ვან კენობი“ (2022) და „ასოკა“ (2023).
კრისტენსენმა კარიერა დაიწყო კანადურ ტელევიზიაში 13 წლის ასაკში, შემდეგ კი 1990-იანი წლების ბოლოს დივერსიფიცირდა ამერიკულ ტელევიზიაში. ადრეულ ნამუშევრებში შედის „ღარიბი დედები“ (1999), „ცხოვრება, როგორც სახლი“ (2001) და „დამსხვრეული მინა“ (2003). კრისტენსენმა მოიპოვა აღიარება სემის როლში, ფილმში „ცხოვრება როგორც სახლი“ და სტივენ გლასის როლში ფილმში „დამსხვრეული მინა“. კრისტენსენის საპატიო ჯილდოებში შედის ოქროს გლობუსის და ეკრანის მსახიობთა გილდიის პრემიის ნომინაციები. სხვა მნიშვნელოვან ნამუშევრებში შედის „ფხიზელი“ (2007), „ტელპორტი“ (2008), „მძარცველები“ (2010) და „პატარა იტალია“ (2018).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტენსენი დაიბადა ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ამერიკელი მწერლის, ალის ოჯახში, და კანადელი კომპიუტერული პროგრამისტის და კომუნიკაციების სფეროს ხელმძღვანლის დევიდ კრისტენსენის ოჯახში. მამა დანიური წარმომავლობისაა, დედას შვედური და იტალიური წარმომავლობა აქვს. [1][2][2] კრისტენსენი ოთხი შვილიდან ერთ-ერთია და ჰყავს სამი მსახიობი და-ძმა: უფროსი ძმა ტოვე, უფროსი და ჰეისა და უმცროსი და კეილენი. [1][3] ზაფხულს ატარებდა ლონგ აილენდზე ბებიასთან, როუზ შვარცთან ერთად.
კრისტენსენი სწავლობდა იუნიონვილის საშუალო სკოლაში მარკჰემში, ონტარიოში. [4] იყო სპორტსმენი საშუალო სკოლაში, თამაშობდა ჰოკეის და ჩოგბურთს. [5] კრისტენსენი დაესწრო მსახიობთა სტუდიას ნიუ-იორკში; ასევე სწავლობდა Arts York-ის სადრამატო პროგრამას საშუალო სკოლაში. მას შემდეგ, რაც უფროს დას ახლდა სააგენტო ოფისში და მიიღო როლი Pringles-ის რეკლამაში, დაიწყო როლების მიღება მეტ რეკლამაში, მათ შორის Triaminic-ის ხველის სიროფის რეკლამაში 1988 წელს. [6][6]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993–2005: ადრეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტენსენმა სამსახიობო დებიუტი გააკეთა 1993 წლის სექტემბერში, როცა 12 წლის ასაკში შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი გერმანულ-კანადურ სატელევიზიო სერიალში Macht Der Leidenschaft/Family Passions. [7] მომდევნო წელს მცირე როლი ჰქონდა ჯონ კარპენტერის ფილმში „სიგიჟის პირში“. 1995 წლიდან 1999 წლამდე გამოჩნდა რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო სერიალში, მათ შორის „ჰარისონ ბერგერონი“, „მარადიული რაინდი“, „ჟრუანტელი“, „ღარიბი დედები“ და „სიბნელის გეშინია?“. [7]
კრისტენსენმა უფრო ფართო აღიარება მოიპოვა 2000 წელს Fox Family Channel-ის სატელევიზიო სერიალში „Higher Ground“-ში მთავარი როლის შესრულებით. [7][8]
კრისტენსენს ფილმმა „ცხოვრება, როგორც სახლი“ (2001), სადაც მოზარდის როლს ასრულებს, მოუტანა ოქროს გლობუსისა და SAG ჯილდოს ნომინაციები, ასევე ეროვნული მიმოხილვების საბჭოს ჯილდო წლის გამორჩეული შესრულებისთვის, [9][10][11] თუმცა ამ შესრულებას საზოგადოების ყურადღება არ მიუპყრია. 2002 წელს კრისტენსენმა გააკეთა დებიუტი ლონდონის თეატრში ჯეიკ ჯილენჰოლთან და ანა პეკუინთან ერთად სპექტაკლში „ეს ჩვენი ახალგაზრდობაა“. [12]
კრისტენსენმა შემდეგ დადებითი შეფასებები მიიღო 2003 წლის ფილმში „დამსხვრეული მინა“ მონაწილეობის გამო, რომელიც მოგვითხრობს ჟურნალისტ სტივენ გლასის ნამდვილ ისტორიას, რომელიც გამოააშკარავდა, რომ The New Republic-სა და სხვა გამოცემებისთვის მუშაობისას სტატიებს აყალბებდა. [13][14] 2005 წელს კრისტენსენმა გააკეთა დებიუტი ბროდვეიზე, როცა 10-წუთიან სპექტაკლში მცირე როლი შეასრულა.
2005 წელს მონაწილეობა მიიღო მეხუთე ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაში „24 Hour Plays“. [15]
2000-2005: ვარსკვლავური ომების პრიკველ ტრილოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2000 წლის 12 მაისს კრისტენსენმა გამოაცხადა, რომ შეასრულებდა ანაკინ სკაივოკერის როლს ფილმებში „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა“ (2002) და „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება“ (2005); სკაივოკერის როლი ადრე შეასრულა ჯეიკ ლოიდმა ბავშვის როლში ფილმში „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I:ფარული საფრთხე“ (1999). კასტინგის დირექტორმა განიხილა დაახლოებით 1,500 სხვა კანდიდატი, სანამ რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა არ აირჩია კრისტენსენი.[16]ლუკასის თქმით კრისტენსენი იმიტომ აირჩია, რომ „სჭირდებოდა მსახიობი, რომელსაც ბნელი მხარე ექნებოდა“ ეს აუცილებელი იყო იმ ისტორიის განსამტკიცებლად, რომლის მოყოლაც ლუკასს სურდა: ანაკინ სკაიუოკერის დაცემა და დართ ვეიდერად გარდაქმნა.
კრისტენსენმა 2005 წელს Star Wars Insider-თან თქვა, რომ მისთვის რთული იყო ერთ პერსონაჟში გაეერთიანებინა ორი როლი ერთად, ანაკინისა და დართ ვეიდერის. მაშინ როცა თანავარსკვლავ ევან მაკგრეგორს ალეკ გინესი ჰყავდა სამაგალითოდ, კრისტენსენს მსგავსი მაგალითი კი არ გააჩნდა. ამიტომ, როგორც კრისტენსენმა აღნიშნა, თავად უნდა შეექმნა ხიდი პატარა ანაკინსა და იმ დართ ვეიდერს შორის, რომელიც ბოლოს „ჯედაის დაბრუნება“-ში ვიხილეთ.
„სითების შურისძიების“ გადაღების დროს, კრისტენსენმა ლუკასს სთხოვა, შექმნილიყო სპეციალური ვეიდერის კოსტიუმი, რომელიც მოერგებოდა ჰეიდენის სხეულს.[17] ლუკასი დათანხმდა და შეიქმნა კოსტიუმი სპეციალურად კრისტენსენისთვის, რომელიც ასევე მოიცავდა გაფართოებებს, რათა მსახიობს მიეღწია ვეიდერის 1.98 მეტრი სიმაღლისთვის, ხოლო ვეიდერის „რობოტული“ ხმა გაახმოვანა ჯეიმს ერლ ჯონსმა, რომელმაც ცნობილი გახადა ეს ხმა ორიგინალურ ტრილოგიაში.
„ვარსკვლავური ომების“ ორიგინალურ ტრილოგიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ცვლილებისას,[18] კრისტენსენმა 2004 წლის „ჯედაის დაბრუნების“ DVD გამოცემაში სებასტიან შოუ შეცვალა.[19][20]ლუკასს სურდა, რომ ანაკინის შინაგანი პიროვნება დაბრუნებულიყო იმ ადამიანად, ვინც იყო სანამ ბნელ მხარეს გადავიდოდა.[21]კრისტენსენმა თქვა, რომ ეს ცოდნის გარეშე გააკეთა, რაც თავად Lucasfilm-მა დაუდასტურა ფილმში „ჯედაის დაბრუნება:რა შეიცვალა?“ რომელიც ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა 2006 წელს, DVD გამოშვებების აღსანიშნავად.[22]
კრისტენსენის შესრულებამ როგორც ეპიზოდ II-ში, ასევე III-ში მიიღო სხვადასხვა შეფასებები კრიტიკოსებისგან.[23][24][25][26] თანამედროვე შეფასებები აღნიშნავს, რომ კრისტენსენის შესრულებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ლუკასის რეჟისურამ და დიალოგებმა, რასაც დროთა განმავლობაში პოზიტიური შეფასება მოჰყვა.[27] 2019 წელს, C-3PO-ს მსახიობმა ენტონი დენიელსმა შეაქო კრისტენსენი და მაკგრეგორი ფილმში „სითების შურისძიება“, ლაზერული ხმლების დუელის გამო.[28]
2006-2018:შემდგომი ნამუშევრები, ფილმები და ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2006-2007 წლებში კრისტენსენმა ითამაშა ფილმში „ფხიზელი“ ჯესიკა ალბასთან ერთად. ფილმი მოგვითხრობს მამაკაცის ისტორიას, რომელიც ფხიზლად რჩება, მაგრამ პარალიზებულია გულის ოპერაციის დროს.[7][29]ასევე მონაწილეობდა ფილმში „ქარხნის გოგონა“, სიენა მილერთან და გაი პირსთან ერთად.[7][30]შემდეგ კრისტენსენმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჯამპერი“, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას, რომელიც აღმოაჩენს, რომ აქვს ტელეპორტაციის უნარი; ფილმი გამოვიდა 2008 წლის 14 თებერვალს.[31][32]მოგვიანებით ბილსონმა და კრისტენსენმა კვლავ ითამაშეს ფილმში „ნიუ-იორკო, მიყვარხარ“.[33] კრისტენსენი მიშა ბარტონთან ერთად გამოჩნდა ფილმში „ქალწულების ტერიტორია“, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში პირდაპირ DVD-ზე გავიდა 2008 წლის 26 აგვისტოს.[34]
2009 წლის ოქტომბერში კრისტენსენმა დაიწყო ბრედ ანდერსონის რეჟისორობით შექმნილი საშინელებათა ფილმის „გაუჩინარება მე-7 ქუჩაზე“ გადაღება თანდივე ნიუტონთან და ჯონ ლეგუიზამოსთან ერთად.[35][36] კრისტენსენი გამოჩნდა კრიმინალურ დრამაში „მძარცველები“ იდრის ელბასთან და პოლ უოკერთან ერთად, რომელიც აშშ-ში 2010 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა.[37] „კვანტური ძიება: კასინის კოსმოსური ოდისეა“ მეოთხე ფილმია, რომელშიც კრისტენსენი მონაწილეობს სამუელ ლ. ჯექსონთან ერთად.
2000-იანი წლების დასაწყისში კრისტენსენმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია Forest Park Pictures ძმასთან, ტოუვთან ერთად. კომპანიამ გადაიღო ორი ფილმი, რომელშიც კრისტენსენი მონაწილეობდა „დამსხვრეული მინა“ და „გაუჩინარება მე-7 ქუჩაზე“.[38]2010 წელს კრისტენსენმა უჩივლა USA Network-ს ტელესერიალ „სამეფო ტკივილების” იდეის მოპარვის ბრალდებით. სარჩელში ნათქვამია, რომ კრისტენსენი შეხვდა აშშ-ს წარმომადგენელს, რათა შეეთავაზებინა მსგავსი სერიალი სახელწოდებით „Housecalls“.[39][40]მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურმა მოსამართლემ თავდაპირველად 2011 წელს კრისტენსენის სარჩელი უარყო, 2012 წლის ივნისში ეს გადაწყვეტილება გააუქმეს და საქმე შემდგომი განხილვისთვის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა, რაც კრისტენსენის სამართლებრივ გამარჯვებად ჩაითვალა.[41][42]
2013 წლის 20 მაისს, კანის კინოფესტივალის დროს, რუსულმა კომპანია Enjoy Movies-მა გამოაცხადა Glacier Films-ის შექმნის შესახებ, რომელიც კრისტენსენთან და კრისტენსენის ძმასთან, ტოვესთან ერთად იყო შექმნილი. სამი წლის განმავლობაში Glacier Films-ს ჰქონდა განზრახული გადაეღო 11 „მიკრობიუჯეტიანი“ ფილმი. პირველი პროექტი, „ძარცვა ამერიკულად“, რომელშიც მთავარ როლებს კრისტენსენი, ედრიენ ბროუდი და ჯორდან ბრიუსტერი ასრულებენ, გადაღებები 2013 წლის ივნისში დაიწყო.[43]2014 წელს კრისტენსენმა ნიკოლას კეიჯთან ერთად ითამაშა ამერიკულ-ჩინურ-კანადურ ფილმში სახელად „გარიყული“.[44]
2015 წელს კრისტენსენმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „90 წუთი სამოთხეში“, კეიტ ბოსუორთთან ერთად, რომლის რეჟისორიც მაიკლ პოლიშია.[45]2017 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „პირველი მკვლელობა“ ბრიუს უილისთან ერთად. 2018 წელს კი გამოჩნდა კანადურ-ამერიკულ რომანტიკულ კომედიაში „პატარა იტალია“ ემა რობერტსთან ერთად და იმავე წელს მონაწილეობდა ფილმში „უკანასკნელი კაცი“.[46][47]
2019-აწყმო: დაბრუნება „ვარსკვლავური ომების“ სერიებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს, Walt Disney Company-ის მიერ Lucasfilm-ის შეძენის შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ, კრისტენსენი დაუბრუნდა ანაკინ სკაიუოკერის როლს ფილმში „ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება“.[48]მიუხედავად იმისა, რომ კრისტენსენი არ მონაწილეობდა ფილმში „განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ისტორია“, კრისტენსენმა შეაქო ფილმი.[49]
კრისტენსენმა მიიღო ანაკინ სკაიუოკერის გახმოვანების ტიტულიც მეტ ლანტერთან ერთად ანიმაციური სატელევიზიო სერიალის „ვარსკვლავური ომები: კლონების ომის” ეპიზოდში სახელწოდებით „დამსხვრეული“, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდისთვის გამოყენებული დიალოგი იყო „სითების შურისძიების“ არქივის აუდიოჩანაწერი.[50] 2021 წლის 22 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრისტენსენი ასევე გაიმეორებდა როლს Disney+-ის სერიალ „ასოკა”-ში.[51]
2022 წლის მაისში კრისტენსენმა გაიმეორა ანაკინ სკაიუოკერის/დართ ვეიდერის როლი Disney+-ზე ობი-ვან კენობის ლიმიტირებულ სერიალში.[52][53]კრისტენსენის განსახიერებამ კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.[54]გამოჩნდა დოკუმენტურ ფილმშიც „ობი-ვან კენობი: ჯედაის დაბრუნება“, რომლის პრემიერა 2022 წლის 8 სექტემბერს, Disney+-ის დღეს შედგა.[55]2023 წელს გამოჩნდა „ასოკას“ ოთხ ეპიზოდში.[56]
2025 წლის 19 აპრილს, Star Wars Celebration Japan-ზე ერთ-ერთი პანელის დროს, კრისტენსენმა განაცხადა, რომ კვლავ შეასრულებდა როლს „ასოკას“ მეორე სეზონში. [57] 2025 წლის 25 აპრილს, კრისტენსენმა და სამუელ ლ. ჯექსონმა გააკვირვეს მაყურებელი ლოს-ანჯელესში „სითების შურისძიების“ 20 წლის იუბილეს ჩვენებაზე. კრისტენსენმა აუდიტორიას განუცხადა, რომ „ძალიან ბევრ საოცარ მოგონებას“ ინახავს „სითების შურისძიების“ შექმნა.[58]
2017 წლიდან კრისტენსენი Star Wars Celebration-ის რამდენიმე კონვენციას ხშირად სტუმრობდა.[59][60][61]2019 წლის აპრილში კრისტენსენი შეხვდა მეტ ლანტერს Star Wars Celebration Chicago-ზე და უთხრა: „მომწონს ის, რასაც აკეთებთ. მადლობა, რომ „ვარსკვლავური ომები“ ცოცხალია“.[62]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Hayden Christensen Biography (1981–). FilmReference.com. ციტირების თარიღი: September 20, 2017
- 1 2 Leith, William (March 13, 2002). „A force to be reckoned with“. The Daily Telegraph. London, UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2022. ციტირების თარიღი: July 1, 2008.
- ↑ Hayden Christensen Biography. Yahoo!. ციტირების თარიღი: July 1, 2008
- ↑ Hertz, Barry (August 23, 2018). „Hayden Christensen's third act: Rom-com star“. The Globe and Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2022. ციტირების თარიღი: June 26, 2022.
- ↑ Lee, Linda (October 21, 2001). „Film: Up and Coming — Hayden Christensen; Life as the Latest Bearer of the Force“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 17, 2008. ციტირების თარიღი: December 12, 2007.
- 1 2 Goldman, Andrew (March 10, 2002). „Space Boy“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 15, 2022. ციტირების თარიღი: May 4, 2010.
- 1 2 3 4 5 Hello Magazine Filmography — Hayden Christensen (November 19, 2006). ციტირების თარიღი: July 1, 2008 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; არასწორი სახელები, ძალიან ბევრი.; $2 - ↑ Welch, David. (May 20, 2002) The cast and crew of the latest Star Wars flick aren't cloning around. Sci Fi. ციტირების თარიღი: July 1, 2008
- ↑ HFPA — Awards Search. Golden Globes. ციტირების თარიღი: July 1, 2008
- ↑ 8th Annual SAG Awards Nominees. SAG Awards. ციტირების თარიღი: July 1, 2008
- ↑ National Board of Review of Motion Pictures — Awards 2001. NBRMP. ციტირების თარიღი: July 1, 2008
- ↑ Loveridge, Lizzie (March 2002), "A CurtainUp London Review: This is Our Youth" დაარქივებული February 16, 2017, საიტზე Wayback Machine. , CurtainUp.com. Retrieved on April 19, 2018 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; არასწორი სახელები, ძალიან ბევრი.; $2 - ↑ Ebert, Roger (November 7, 2003). „Shattered Glass Review“. Chicago Sun-Times. Roger Ebert.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 16, 2013. ციტირების თარიღი: July 27, 2008.
- ↑ Schembri, Jim (May 20, 2005). „Darth wish“. The Age. Melbourne, Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2018. ციტირების თარიღი: July 1, 2008.
- ↑ The 24 Hour Plays 2005. ციტირების თარიღი: May 18, 2010
- ↑ Robin Gurland — Don't Call Her; She'll Call You. ციტირების თარიღი: May 17, 2010
- ↑ Star Wars — Lucas Made Vader Suit Extra Awkward (May 16, 2005). ციტირების თარიღი: July 30, 2010
- ↑ Johnson, Derek. "Star Wars fans, DVD, and cultural ownership: an interview with Will Brooker; Interview", Velvet Light Trap, September 22, 2005, pg. 36–44.
- ↑ Star Wars Trilogy: Star Wars Episode VI: Return of the Jedi. 20th Century Fox. 2004.
- ↑ Ebert, Roger (May 1, 2005). „Anakin's fans strike back“. Chicago Sun-Times. Roger Ebert.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 13, 2010. ციტირების თარიღი: February 26, 2010.
- ↑ Moviefone Unscripted with Hayden Christensen and George Lucas. YouTube (2005).
- ↑ Star Wars Episode III: Revenge of the Sith. 20th Century Fox. 2005.
- ↑ „Review: Star Wars: Episode II — Attack of the Clones“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 14, 2005. ციტირების თარიღი: May 10, 2002.
- ↑ Westbrook, Bruce. (December 15, 2015) Revenge of the Sith review. ციტირების თარიღი: September 30, 2005
- ↑ Halter, Ed (May 10, 2005). „May the Force Be Over“. Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 19, 2008. ციტირების თარიღი: May 10, 2005.
- ↑ Scott, A. O. (May 10, 2002). „Kicking Up Cosmic Dust“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 10, 2002.
- ↑ Dockterman, Eliana. (May 20, 2022) It's Time to Forgive Hayden Christensen for the Star Wars Prequels en-US. ციტირების თარიღი: 2022-06-17
- ↑ Hayden Christensen Looks Back at His First Steps as Anakin Skywalker. StarWars.com (16 May 2022). ციტირების თარიღი: 25 April 2025
- ↑ Scheck, Frank (December 3, 2007). „Awake: Bottom Line: Sleep won't be an option“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2009. ციტირების თარიღი: July 1, 2008.
- ↑ Howell, Peter (February 9, 2007). „'Factory Girl': Time's up“. TheStar. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 7, 2008. ციტირების თარიღი: July 1, 2008.
- ↑ Kiefer, Peter (December 17, 2006). „Oh My God, Can You Rent the Colosseum?“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 12, 2022. ციტირების თარიღი: July 1, 2008.
- ↑ „Christensen Onboard Jumper?“. Moviehole. July 22, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2006. ციტირების თარიღი: July 24, 2006.
- ↑ Bilson and Christensen Reteam For New York Love Story (April 25, 2008). ციტირების თარიღი: July 30, 2010
- ↑ Virgin Territory. ციტირების თარიღი: July 30, 2010
- ↑ Kit, Borys. „Hayden Christensen is 'Street' smart“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 31, 2019. ციტირების თარიღი: February 28, 2015.
- ↑ Hayden Christensen is 'Vanishing on 7th Street'. ციტირების თარიღი: May 18, 2010
- ↑ Takers. ციტირების თარიღი: November 9, 2010
- ↑ Forest Park Pictures v. Universal Television Network, Inc. | Loeb & Loeb LLP en. ციტირების თარიღი: 2025-10-30
- ↑ „Hayden Christensen claims USA stole his idea for 'Royal Pains'“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 11, 2010. ციტირების თარიღი: July 11, 2010.
- ↑ Golding, Bruce. „Christensen sues USA Network over 'stolen' TV series“. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 24, 2012. ციტირების თარიღი: May 30, 2010.
- ↑ „Hayden Christensen Wins Big Victory Against USA Network in 'Royal Pains' Appeal“. Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2021. ციტირების თარიღი: November 15, 2012.
- ↑ „USA Settles Hayden Christensen 'Pains Suit' Claim“. Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 5, 2023. ციტირების თარიღი: December 5, 2023.
- ↑ Dave McNary. (May 16, 2013) Hayden Christensen Launching Glacier Films Slate. ციტირების თარიღი: December 10, 2017
- ↑ „Nicolas Cage, Hayden Christensen to Begin 'Outcast' Chinese Shoot in April“. Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2021. ციტირების თარიღი: June 25, 2013.
- ↑ Kay, Jeremy. (May 19, 2015) Hayden Christensen horror 'Untöt' sells for 13 Films. ციტირების თარიღი: July 21, 2021
- ↑ Daniell, Mark (August 23, 2018). „'I make a mean pizza': Hayden Christensen trumpets cooking skills in 'Little Italy'“. Toronto Sun. ციტირების თარიღი: 2024-05-21.
- ↑ Agar, Chris. (2018-12-03) The Last Man Trailer: Hayden Christensen Prepares for the Apocalypse en. ციტირების თარიღი: 2024-05-21
- ↑ Breznican, Anthony; Robinson, Joanna (December 20, 2019). „25 Star Wars: The Rise of Skywalker Cameos You Might Have Missed“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2022. ციტირების თარიღი: May 8, 2020.
- ↑ Inside the 17-year journey to reunite Ewan McGregor and Hayden Christensen for Obi-Wan Kenobi. Entertainment Weekly (10 March 2022). ციტატა: „"I wasn't a part of any of those conversations about Rogue One," says Christensen. "But I loved what they did with it. The character predates me, and it's always been a collective effort in a lot of ways. I thought it was brilliant."“ ციტირების თარიღი: 2 November 2025
- ↑ O'Neill, Shane. (May 2, 2020) Clone Wars Uses Hayden Christensen's Revenge of the Sith Dialogue With A Twist. ციტირების თარიღი: July 21, 2021
- ↑ Kit, Borys. (October 22, 2021) Hayden Christensen Returning to Star Wars With 'Ahsoka' Series (Exclusive). ციტირების თარიღი: October 22, 2021
- ↑ Yehl, Joshua. (June 15, 2022) Obi-Wan Kenobi Finally Justifies Bringing Back Hayden Christensen. ციტირების თარიღი: June 30, 2022
- ↑ Ross, Dalton (April 19, 2022). „Hayden Christensen binged Star Wars animated shows to prepare for Obi-Wan Kenobi“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2022. ციტირების თარიღი: June 30, 2022.
- ↑ Tilly, Chris. (June 22, 2022) Hayden Christensen redeems himself in Obi-Wan finale, even if Darth Vader does not en. ციტირების თარიღი: 2022-07-01
- ↑ Hello There: Obi-Wan Kenobi: A Jedi's Return Documentary Coming on Disney+ Day (22 August 2022). ციტატა: „The revealing chronicle from Lucasfilm and Supper Club features never-before-seen, behind-the-scenes footage, new interviews with Ewan McGregor (Obi-Wan Kenobi), Hayden Christensen (Anakin Skywalker)“ ციტირების თარიღი: 8 September 2022
- ↑ Coggan, Devan. (2023-09-18) Hayden Christensen was 'very grateful' to play Anakin again in 'Ahsoka'. ციტირების თარიღი: 2024-12-18
- ↑ Hayden Christensen to return as Anakin in Star Wars: Ahsoka season 2 (19 April 2025). ციტატა: „"There’s not much I can share, but Anakin will be back for season two."“ ციტირების თარიღი: 20 April 2025
- ↑ Samuel L. Jackson, Hayden Christensen surprise Star Wars fans at Revenge of the Sith screening: 'Mace lives!'. Entertainment Weekly (26 April 2025). ციტირების თარიღი: 27 April 2025
- ↑ „Hayden Christensen, Mark Hamill, and More Honor 40 Years of Star Wars at Celebration Orlando“. StarWars.com. 31 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2023. ციტირების თარიღი: 17 September 2023.
- ↑ Star Wars Celebration Europe 2023 Celebrity Guests (3 March 2023). ციტირების თარიღი: 17 September 2023
- ↑ Star Wars Celebration Japan 2025. StarWars.com (19 February 2025). ციტატა: „This is where the fun begins as Hayden Christensen, who first portrayed Anakin Skywalker as the young Jedi apprentice in Star Wars: Attack of the Clones, joins in the festivities.“ ციტირების თარიღი: 20 April 2025
- ↑ (December 2024) „Matt Lanter: The Animated Anakin“, Star Wars Insider Presents The Dark Side Collection. Titan, გვ. 81.