ჰეიდარ ასადოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰეიდარ ასადოვი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2013

დაბადებული1959 წლის 24 ოქტომბერი

ჰეიდარ ასადოვი (აზერ. Heydər Əsədov; დ. 24 ოქტომბერი, 1959) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, „სამშობლოსადმი დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხის ორდენოსანი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ჰეიდარ ასადოვმა დაამთავრა ბაქოს დადაშ ბუნიათზადეს სახელობის საჭოთა ვაჭრობის ტექნიკუმის ბუღალტრული აღრიცხვის ფაკულტეტი. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1992-1995 წლებში გახდა თურქეთის რესპუბლიკის მარმარის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978-1984 წლებში მუშაობდა ბუღალტრად, მთავარ ბუღალტრად სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, ასევე უფროს ინსპექტორად. 1983-1992 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში უფროს ლექტორად (დღეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი). 1995 წელს იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. 1996-2007 წლებში იგი იკავებდა მთავარი სახელმწიფო ხაზინის გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2007 წლის 17 აპრილიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული კრების გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა საბუღალტრო პალატის თავმჯდომარედ. 2013 წლის 22 ოქტომბრის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე. იგი არის 3 მონოგრაფიისა და 30 მეცნიერული კვლევის ავტორი.[1]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2011 წლის № 1809 ბრძანებულებით ჰეიდარ ასადოვი აზერბაიჯანის საბუღალტრო პალატის 10 წლისთავის აღსანიშნავად დაჯილდოვებულ იქნა „სამშობლოსადმი დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხის ორდენით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]