ჰევრინ ხელეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰევრინ ხელეფი
ქურთ. ھەڤرین خەلەف
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1984(1984-11-15)[1]
დაბადების ადგილი ელ-მალიქია, სირია[2]
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 2019(2019-10-12)[3] (34 წლის)
გარდაცვალების ადგილი თელ-აბიადი
მოქალაქეობა  სირია
როჟავა
განათლება University of Aleppo

ჰევრინ ხელეფი (ქურთ. Hevrîn Xelef; დ. 15 ნოემბერი, 1984, ელ-მალიქია, სირია — გ. 12 ოქტომბერი, 2019, თელ-აბიადი, სირია) — ქურთული წარმოშობის სირიელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, უფლებათადამცველი. სირიის მომავლის პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი. 2019 წლის 12 ოქტომბერს მოკლა პროთურქულად განწყობილმა ბოევიკთა დაჯგუფებამ „აჰრარ აშ-შარკიამ“ ავტომაგისტრალზე М4, ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის მიერ სირიის დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰევრინ ხელეფი დაიბადა 1984 წლის 15 ნოემბერს ელ-მალიქიაში. არის ჰავარის (არაბ. هاوار) საგვარეულოს შთამომავალი[4]. ქურთების განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდნენ მისი ოთხი ძმა და დაღუპული და, რომლებიც ითვლება მოძრაობის წამებულად. ხელეფმა დაამთავრა ალეპოს უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 2009 წელს[5][6].

ინჟინერ-მშენებლის დიპლომის მიღების შემდეგ ხელეფი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ელ-მალიქიაში. როდესაც საერთოეროვნული სამოქალქო ომის კონტექსტში დაიწყო კონფლიქტი როჟავაში, ხელეფი მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე (იყო მეცნიერებისა და თავისუფლების ფონდის დამაარსებელთა შორის 2012 წელს[6]) და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ეკონომიკურ საბჭოს[7], ამგვარად შეძლო პოპულარობის მოპოვება ჩრდილო-ათმოსავლეთ სირიის ქურთულ რაიონებში[8].

2015 წელს ხელეფი გახდა ჯაზირის რეგიონის ენერგეტიკული კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო 2016 წელს თანათავჯდომარე. მისი სირიის მომავლის პარტია, პროქურთული სირიის დემოკრატიული ძალების მიერ ქალაქ რაკის აღების შემდეგ მონაწილეობდა ჩრდილოეთ სირიის მმართველობაში, აღნიშნული ქალაქი ითვლებოდა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების დედაქალაქად[9][10]. ხელეფი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში აშშ-სთან, საფრანგეთთან და სხვა ქვეყნების დელეგაციებთან. იგი ცნობილი იყო თავისი დიპლომატიური უნარებით[8][11]. ხელეფი მუშაობდა ქრისტიანთა, არაბთა და ქურთთა შორის ტოლერანტობისა და ერთიანობის გაზრდისკენ[12].

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ The Daily Telegraph-ს ქურთმა ჩინოვნიკმა გადასცა ინფორმაცია, რომ ბოევიკებმა დააკავეს ჰევრინ ხელეფის მანქანა[13]. იგი გახდა ერთ-ერთი პირველი იმ მშვიდობიან მოქალაქეთა შორის, რომლებიც დაიღუპნენ 2019 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ, ანუ ოპერაციის დაწყებიდან. სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ 9 მშვიდობიანი მოქალაქე დასაჯეს ქალაქ თელ-აბიადის სამხრეთით[14]. ამასთან, სირიის ეროვნულმა არმიამ, ადგილობრივმა ოპოზიციურმა მეამბოხეთა დაჯგუფებამ, რომელიც თურქულ მხარეს ებრძვის, უარი თქვა მკვლელობის პასუხისმგებლობაზე.

როგორც შემდეგ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით გაირკვა იგი სასტიკად აწამეს[15]. ხელეფი გარდაცვალების მომენტში იყო 34 წლის[11]. ქურთმა ანალიტიკოსმა მუტლუ ჩივიროღლუმ The Guardian-თან კომენტარში განაცხადა, რომ ხელეფის მკვლელობა იყო დიდი დანაკლისი და ისაუბრა მის დიდ დიპლომატიურ მომავალზე[16].

გამოძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტეტრნეტის საშალებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელეფის მკვლელობა უკავშირდება პრო-თურქულ დაჯგუფება აჰრარ აშ-შარკიას[17]. მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფება ცდილობდა უარი ეთქვა თავისი მონაწილეობის შესახებ, რამდენიმე ვიდეოჩანაწერი საპირისპიროზე საუბრობს: ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი ვიდეოში აჩვენებს სავარაუდოდ ჰევრინ ხელეფის ცხედარს და ამბობს „ეს არის ღორის ცხედარი“[18].

გაზეთ The Washington Post-ის შეფასებით მკვლელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით არის სამხედრო დანაშაული[19].

ჰევრინ ხელეფის დაკრძალვა შედგა 2019 წლის 14 ოქტომბერს, მის მშბლიურ ქალაქ ელ-მალიქიაში[20].

2020 წლის იანვარში BBC-ის არაბულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება ჰევრინ ხელეფის მკვლელობის შესახებ, რომლის შედეგადაც დასრტურდება, რომ ხელეფი მოკლა სირიის ეროვნული არმიის ქვედანაყოფის ბოევიკთა დაჯგუფებამ აჰრარ ელ-შარკიამ[21].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://autority.snk.sk/cgi-bin/koha/opac-authoritiesdetail.pl?marc=1&authid=166298
  2. http://m-syria-d.com/en/1326
  3. https://www.reuters.com/article/us-syria-security-turkey-killing/sdf-says-turkey-backed-rebels-killed-kurdish-politician-rebels-deny-it-idUSKBN1WR0JM
  4. الأقباط متحدون - كمائن لقوات الجيش التركي وداعش تنفذ إعدامات لمدنيين على الطرق! (2019-10-13). ციტირების თარიღი: 2019-10-15.
  5. Turkey-backed rebels kill Syrian party leader (2019-10-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-15. ციტირების თარიღი: 2019-10-15.
  6. 6.0 6.1 من هي هفرين خلف! (2019-10-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-15. ციტირების თარიღი: 2019-10-15.
  7. Hendi. The Dream of Syrian Democracy Was Killed by U.S.-Backed Jihadis. ციტირების თარიღი: 2019-11-11.
  8. 8.0 8.1 Explained: The chilling murder of Kurdish leader Hevrin Khalaf Indian Express, 14 October 2019
  9. „For Syrian Kurds, a Leader's Killing Deepens Sense of U.S. Betrayal“. Haaretz (ინგლისური). 2019-10-22. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  10. Hevrîn Xelef – a life for the women’s revolution and the freedom of the people of Syria – Women Defend Rojava. ციტირების თარიღი: 2019-11-11.
  11. 11.0 11.1 Kurdish politician, other civilians ‘executed’ by Turkey-backed group (2019-10-13). ციტირების თარიღი: 2019-10-13.
  12. Hevrin Khalaf, Kurdish Politician Who Championed Christians, Executed in Syria (2019-10-14). ციტირების თარიღი: 2019-10-15.
  13. Sanchez. (2019-10-13) Turkish-backed rebels accused of killing unarmed Kurdish civilians. ციტირების თარიღი: 2019-10-16.
  14. Duncan. (2019-10-13) Female Kurdish politician 'executed' by pro-Turkish militants in Syria. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
  15. Bachelard. (2019-10-17) This Kurdish woman's death sparked a global outcry. Now we know how she died. ციტირების თარიღი: 2019-11-17.
  16. Chulov, Martin (2019-10-13). „Kurdish politician among nine civilians shot dead by pro-Turkey forces in Syria“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
  17. Video Evidence Sheds Light On Executions Near Turkey-Syria Border (2019-10-31).
  18. Kareem Khadder, Jennifer Deaton and Sharif Paget. Kurdish politician and 10 others killed by 'Turkish-backed militia' in Syria, SDF claims. ციტირების თარიღი: 2019-11-17.
  19. Liz Sly. (2019-10-13) Turkish-led forces film themselves executing a Kurdish captive in Syria.
  20. Hevrin Khalaf: funeral held for Kurdish politician killed by Turkish-backed forces / She was killed on the road between the northern Syrian cities of Manbij and Qamishli. ციტირების თარიღი: 2019-10-15.
  21. Death of a peacemaker. ციტირების თარიღი: 2020-01-13.