ჰევიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰევიზი
Hévízi-tó
კოორდინატები: 46°47′14″ ჩ. გ. 17°11′35″ ა. გ. / 46.78722° ჩ. გ. 17.19306° ა. გ. / 46.78722; 17.19306
მდებარეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ფართობი 47,5 კმ²
ჰევიზი — უნგრეთი
ჰევიზი

ჰევიზი (უნგრ. Hévízi-tó) — თერმული ტბა უნგრეთში. ტბა მდებარეობს საკურორტო ქალაქ ჰევიზში. ბალატონის ტბის დასავლეთი დაბოლოებიდან ახლოს. ქალაქ კესტეიდან 5 კმ-ში.

ჰევიზი ევროპაში ყველაზე დიდი ტერმული ტბაა (47 500 მ²). ტბის წყლის ტემპერატურა ზამთარში 24°C, ხოლო ზაფხულში 36°C. ყოველ 48 საათში ტბაში წყალი იცვლება. პოპულარული ადგილია დასვენებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს.

წყლის შემადგენლობა: კალიუმი, ნატრიუმი, ამონიუმი, კალციუმი, მაგნიუმის ქლორიდი, ბრომიდი, იოდიდი, ფტორიდი, სულფატი, კარბონატი პეროქსიდი და სხვა.

ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პოლიართრიტის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, ნერვული დაბოლოებების ანთების, სისხლის მიმოქცევის დარღვევების, პოტენციის დაქვეითებისა და კუნთოვანი სისტემის დაავადევბების მკურნალობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]