შინაარსზე გადასვლა

ჰედვიგა სილეზიელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰედვიგა სილეზიელი
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1174
დაბ. ადგილი Burg Andechs
გარდ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1243(1243-10-15)[1] [2] [3] (68 წლის)
გარდ. ადგილი Trzebnica
დასაფლავებულია Sanctuary of St. Jadwiga in Trzebnica
მოქალაქეობა  საღვთო რომის იმპერია
საქმიანობა კონსორტი
მეუღლე Henry I the Bearded
მამა Berthold IV, Duke of Merania
დედა აგნესა როხლიცელი
შვილ(ებ)ი Henry II the Pravoslav, Konrad the Curly და Gertrud of Silesia
ნათესავ(ებ)ი Louis I of Brzeg[4]

ჰედვიგა სილეზიელი (ასევე ჰედვიგა ანდეჰსელი (11741243 წლის 15 ოქტომბერი), ბავარიული საგრაფოს ანდეჰსის სახლის წევრი, სილეზიის ჰერცოგინია 1201 წლიდან, დიდი პოლონეთის ჰერცოგინია 1231 წლიდან, ხოლო პოლონეთის უმაღლესი ჰერცოგინია1232 წლიდან 1238 წლამდე.ის კანონიზებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ 1267 წელს, პაპ კლემენტ IV მიერ.

ჰედვიგა იყო გრაფ ბერთოლდ IV ანდეჰსელის, კარნიოლის და ისტრიის მარკიზის, და მისი მეორე მეუღლის, აგნეს ფონ ვეტინის ქალიშვილი.[5] ჰედვიგა დაიბადა ანდეჰსის ციხესიმაგრეში, ბავარიის ჰერცოგობის დროს. მისი უფროსი და, აგნესი, დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ზე (ქორწინება გაუქმდა 1200 წელს), ხოლო სხვა და, გერტრუდა (მოკლეს 1213 წელს), დაქორწინდა უნგრეთის მეფე ანდრაშ II-ზე. უმცროსი და მატილდა (მეხთილდა) გახდა აბატესა კიცინგენის ბენედიქტელთა სააბატოში ფრანკონიაში, სადაც ჰედვიგამაც მიიღო განათლება. ჰედვიგას ძმა იყო ეკბერტი, ბამბერგის ეპისკოპოსი და ანდეჰს-მერანიის გრაფი. მეორე ძმა ბერთოლდი იყო კალოჩის არქიეპისკოპოსი და აკვილეას პატრიარქი, ხოლო ძმა ჰენრი, ისტრიის მარკიზი იყო კარნიოლის პირველი ლორდი.[6]

დის გერტრუდას მეშვეობით, ჰედვიგა იყო უნგრეთის ელისაბედის დეიდა.

ჰერცოგინია კონსორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორმეტი წლის ასაკში ჰედვიგა დაქორწინდა ჰენრი I ბარბატზე, პიასტთა ჰერცოგ ბოლესლავ მაღალის ვაჟსა და მემკვიდრეზე სილეზიიდან. ჰენრიმ მამის გარდაცვალებისთანავე, 1201 წელს, პიასტთა დინასტიის შიდა ბრძოლებში აღმოჩნდა ჩართული. თავდაპირველად მას დაუპირისპირდა ბიძა — ჰერცოგი მეშკო IV ფეხაბმული, რომელმაც დაუყოვნებლივ მიიტაცა ზემო სილეზიისა და ოპოლეს საჰერცოგო.

1206 წელს ჰენრიმ და მისმა ბიძაშვილმა, დიდი პოლონეთის ჰერცოგმა ვლადისლავ III მსხლისბრტყელმა, თანხმობა მიიღო სილეზიური ლუბუშის მხარის გაცვლაზე კალისის რეგიონით, რამაც მკვეთრი პროტესტი გამოიწვია ვლადისლავ III-ის ძმისშვილის, ვლადისლავ ოდონიცის მხრიდან.

1227 წელს, ჰენრი გაემგზავრა გონსავაში, რათა შეხვედროდა პიასტთა ნათესავებს. ამ ქმედებით, ჰენრიმ ფაქტობრივად თავი გადაირჩინა, მკვლელობისგან, მაშინ როდესაც პოლონეთის უმაღლესი ჰერცოგი ლესლეკ I თეთრი მოკლულ იქნა პომერელიის ჰერცოგ შვიენტოპელკ II-ის მომხრე ხალხის მიერ, რაც ვლადისლავ ოდონიცის წაქეზებით მოხდა.

ჰედვიგა შუამავლობს ჰენრისა და კონრადის შორის — XIX საუკუნის გამოსახულება

მომდევნო წელს ჰენრის მოკავშირე ვლადისლავ III მსხლისბრტყელი გახდა ლესლეკ I-ის მემკვიდრე და მოიაზრებოდა, უმაღლეს ჰერცოგად, თუმცა მას კვლავ ედავებოდა ძმისშვილი დიდი პოლონეთის მმართველობაზე, რის გამოც ვლადისლავმა ჰენრი დანიშნა კრაკოვის მმართველად. ამის შედეგად ჰენრი კვლავ ჩაერთო უმაღლესი ჰერცოგის პროვინციის მმართველობაზე გაჩაღებულ ბრძოლაში. 1229 წელს იგი შეიპყრო და დააპატიმრა პუატსკის ციხეში მისმა მოწინააღმდეგე ჰერცოგმა, კონრად მაზოვიელმა. ჰედვიგა პირადად გაემგზავრა პუატსკში და ჰენრის გათავისუფლებისთვის იშუამდგომლა, რის შედეგადაც მეუღლე გაათავისუფლეს.

ჰედვიგას ქმედებებმა ხელი შეუწყო ჰენრის პოლიტიკური წარმატებებს: 1231 წელს, პოლონეთის უმაღლესი ჰერცოგის, ვლადისლავ III მსხლისბრტყელის სიკვდილის შემდეგ, ჰენრი გახდა დიდი პოლონეთის ჰერცოგი, ხოლო მომდევნო წელს დაიმტკიცა ძალაუფლება კრაკოვშიც, როგორც უმაღლესმა ჰერცოგმა. ამით იგი გახდა ვლადისლავ II განდევნილის სილეზიური შტოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც შეითავსა სილეზიისა და უმაღლესი ჰერცოგის პროვინციის მმართველობა, ბოლესლავ III-ის 1138 წლის ანდერძის შესაბამისად.

ვიტრაჟი სენტ-სერვაციუსის ეკლესიაში, ლანდკერნი

ჰენრის გარდაცვალების შემდეგ, 1238 წელს, იგი დაკრძალეს ცისტერციელი ბერების მონასტერში — ტრებნიცის სააბატოში (Kloster Trebnitz), რომელიც 1202 წელს ჰედვიგას თხოვნით დაარსდა. ჰედვიგამ მის საყვარელ მეუღლესთან განშორება რწმენით მიიღო. მან თქვა:[7]

{{Blockquote|

ვიკიციტატა
„"შეწინააღმდეგებოდი ღმერთის ნებას? ჩვენი სიცოცხლე მისიაა."“

ქვრივი ჰედვიგა გადასახლდა მონასტერში, რომელსაც მისი ქალიშვილი გერტრუდა ხელმძღვანელობდა, და შეიმოსა, მონასტრის მოწესის რელიგიური სამოსით, თუმცა მონაზვნური აღთქმები არ დაუდია. მან მოიწვია მრავალი გერმანელი სასულიერო პირი წმინდა რომის იმპერიიდან სილეზიაში, აგრეთვე გერმანელი კოლონისტები, რომლებმაც Ostsiedlung-ის პროცესში დააარსეს მრავალი ქალაქი, დაბა და სოფელი და დაამუშავეს გაუდაბნოებული მიწები სოფლის მეურნეობისთვის.

წმინდა ჰედვიგას საკურთხევლის სცენა, ბრესლაუ, დაახლ. 1430 წელი, აღდგენილია 1929 წელს, ვარშავის ეროვნულ მუზეუმში

ჰედვიგასა და ჰენრის ჰყავდათ რამდენიმე ქალიშვილი, თუმცა მხოლოდ ერთი ვაჟი გადარჩა – ჰენრი II ღვთისმოსავი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა სილეზიის ჰერცოგი და პოლონეთის უმაღლესი ჰერცოგი. თუმცა ჰედვიგა შეესწრო შვილის დაღუპვის შემზარავი ამბავს — საბოლოოდ იგი იმპერატორ ფრიდრიხ II-ის დახმარების იმედად იყო დარჩენილი, მაგრამ ამაოდ ელოდა, რადგან მონღოლთა შემოსევის ლეგნიცის ბრძოლაში, მარცხმა, (Wahlstatt) 1241 წელს, ყველაფერი შეცვალა. პოლონეთის კვლავ გაერთიანების იმედი დაიკარგა, ხოლო სილეზია დაიშალა მრავალ პიასტთა საჰერცოგოებად და გადანაწილდა ჰენრი II-ის ვაჟებს შორის.

ჰედვიგამ და რძალმა, ჰენრი II-ის ქვრივმა ანა ბოჰემიელმა, დააარსეს ბენედიქტელთა მონასტერი ლეგნიცის ბრძოლის ადგილას ლეგნიცე-პოლეში, რომელიც გახდა ბერ-მონაზვნობის ცენტრი.

ჰედვიგა და ჰენრი ღრმადმორწმუნენი იყვნენ, ხოლო ჰედვიგა განსაკუთრებული მოწადინებით დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, საკუთარი რწმენის მიმართ. მან მხარი დაუჭირა მეუღლეს აუგუსტინელთა პროვოსტურის დაფუძნებაში ნოვოგრუდ-ბობჟანსკში (ნაუმბურგი) და ტამპლიერთა ორდენის კომანდორიაში მცირე ოლეშნიცაში. ჰედვიგა მუდმივად ეხმარებოდა ღარიბებს, ქვრივებსა და ობლებს, დააფუძნა რამდენიმე საავადმყოფო ავადმყოფებისა და კეთროვნებისთვის, ხოლო მთელი ქონება ეკლესიას შესწირა. იგი არავის უშვებდა უკმაყოფილოს, ერთ შემთხვევაში კი, ღარიბ ქალს ათი კვირა ასწავლიდა მამაო ჩვენოს. ლეგენდის თანახმად, ის ფეხშიშველი დადიოდა ზამთარშიც კი, ხოლო როდესაც ვროცლავის ეპისკოპოსმა აკურთხა, ჩაეცვა ფეხსაცმელი, ჰედვიგა ფეხსაცმელების ხელით ტარება დაიწყო.[7]

ჰედვიგა გარდაიცვალა 1243 წლის 15 ოქტომბერს და დაკრძალეს ტრებნიცის მონასტერში, მეუღლის გვერდით. მისი რელიკვიები ინახება ანდეჰსის სააბატოში და სილეზიის წმინდა ჰედვიგას ტაძარში, ბერლინში.

მოხსენიება და ხსოვნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა ჰედვიგას მონუმენტი ვროცლავში
სცენა XXV წმინდა ჰედვიგას საკურთხევლიდან

ჰედვიგა წმინდანად იქნა შერაცხული 1267 წელს |პაპი კლემენტ IV-ის მიერ, რომელიც ცისტერციელთა ორდენის მხარდამჭერი იყო. მისი კანონიზაცია მისმა შვილიშვილმა, პრინც-არქიეპისკოპოსმა ვლადისლავ ზალცბურგელმა მოითხოვა. ჰედვიგა არის მფარველი წმინდანი სილეზიის, ანდეჰსის და ვროცლავის კათოლიკური მთავარეპისკოპოსობის, ასევე გიორლიცის ეპარქიის. მისი დღესასწაული საერთო რომაული კალენდრით აღინიშნება 16 ოქტომბერს. წმინდა პავლე პირველი განდეგილის ორდენი, ვინც მას დიდ მფარველად თვლის, დღესასწაულს აღნიშნავს 8 ივნისს.[8] XVII საუკუნის ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჰედვიგა მიემგზავრებოდა რომში პილიგრიმობისას, იგი გაჩერდა ბად ცელში, ავსტრიაში, სადაც, მისი ლოცვის შემდეგ, გაჩნდა სამკურნალო წყარო, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

1773 წელს, მას შემდეგ რაც პრუსიის მეფემ ფრიდრიხ დიდმა პირველი სილეზიური ომის დროს დაიპყრო სილეზიის დიდი ნაწილი, მან ბერლინში ააშენა წმინდა ჰედვიგას ტაძარი, რომელიც განკუთვნილი იყო ზემო სილეზიიდან წამოსული კათოლიკე მიგრანტებისთვის. 1930 წლიდან ეს ტაძარი გახდა ბერლინის მთავარეპისკოპოსების კათედრალი. მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ სილეზიიდან გერმანელების მასობრივი გადაყვანის შედეგად, ჰედვიგასადმი მოწიწება გერმანელმა სილეზიელებმა გაავრცელეს მთელ დანარჩენ გერმანიაში.[9]

2020 წლის მარტში ცნობილი გახდა და დადასტურდა ჰედვიგას იმ ნეშთის აღმოჩენაც, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. ისინი აღმოაჩინეს მის სანახავში ტრებნიცაში, ვერცხლის კუბოში, რომელშიც მოთავსებული იყო ტყვიის ფირფიტა წარწერით, რომელიც ადასტურებდა ჰედვიგას პიროვნებას.[10]

ჰედვიგას ჭიქებს, მისი სახელი, სილეზიელი ჰედვიგას საპატივსაცემოდ ჰქვია.

ჰედვიგასა და ჰენრი I-ს ჰყავდათ შვიდი შვილი:

  • "Saint Hedwig of Silesia with Duke Ludwig I of Liegnitz and Brieg and Duchess Agnes", The J. Paul Getty Museum
  • Drake, Maurice and Drake, Wilfred. Saints and their Emblems, London, T. Werner Laurie Ltd., 1916, p.59
  • Knoblich, Augustin. Lebensgeschichte der heiligen Hedwig, Herzogin und Landespatronin von Schlesien. 1174-1243. Schletter, Breslau 1860 (Digitalisat)
  • Kirsch, Johann Peter (1910). "St. Hedwig". The Catholic Encyclopedia. Vol. 7. New York: Robert Appleton Company. Retrieved 18 February 2007.
  • "Zgodovina Slovencev - NASTANEK MEST IN ENOTNEGA PODLOŽNIŠKEGA RAZREDA. ZDRUŽEVANJE SLOVENSKIH POKRAJIN - Boj za Kranjsko in Otokarjev poskus združitve slovenskih dežel s češkimi".
  • Fr. Paolo O. Pirlo, SHMI (1997). "St. Hedwig". My First Book of Saints. Sons of Holy Mary Immaculate - Quality Catholic Publications. pp. 243–244. ISBN 971-91595-4-5.
  • "Liturgical Calendar". The Australian Province of the Order Of Saint Paul The First Hermit. 29 August 2022. Retrieved 29 August 2022.
  • Schlesien heute, vol. 25, 10/2022, page 68, No. 288, 2022, ISSN 1436-5022
  • "Bones of 13th century saint found hidden inside small silver coffin", STUART DOWELL MARCH 16, 2020, The First News
  1. SNAC — 2010.
  2. FemBio database
  3. GCatholic.org — 1997.
  4. https://referenceworks.brillonline.com/entries/lexikon-des-gesamten-buchwesens-online/hedwig-codex-COM_080403
  5. Kirsch, Johann Peter (1910). „St. Hedwig“. The Catholic Encyclopedia. 7. New York: Robert Appleton Company. ციტირების თარიღი: 2007-02-18.
  6. Zgodovina Slovencev - NASTANEK MEST IN ENOTNEGA PODLOŽNIŠKEGA RAZREDA. ZDRUŽEVANJE SLOVENSKIH POKRAJIN - Boj za Kranjsko in Otokarjev poskus združitve slovenskih dežel s češkimi.[მკვდარი ბმული]
  7. 1 2 Fr. Paolo O. Pirlo, SHMI (1997). „St. Hedwig“, My First Book of Saints. Sons of Holy Mary Immaculate - Quality Catholic Publications, გვ. 243–244. ISBN 971-91595-4-5. 
  8. Liturgical Calendar (29 August 2022). ციტირების თარიღი: 29 August 2022
  9. Schlesien heute, ტ. 25, 10/2022, გვ. 68, № 288, 2022, ISSN 1436-5022
  10. "Bones of 13th century saint found hidden inside small silver coffin" დაარქივებული 2022-10-30 საიტზე Wayback Machine. , STUART DOWELL, 16 მარტი, 2020, The First News