ჰებერ კერტისი
| ჰებერ კერტისი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 27 ივნისი, 1872[1] [2] |
| დაბ. ადგილი | Muskegon |
| გარდ. თარიღი | 9 იანვარი, 1942[1] [2] (69 წლის) |
| გარდ. ადგილი | ენ-არბორი |
| მოქალაქეობა | აშშ |
| საქმიანობა | ასტრონომი |
| მუშაობის ადგილი | სტენფორდის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | მიჩიგანის უნივერსიტეტი და ვირჯინიის უნივერსიტეტი |
ჰებერ დაუსტ კერტისი[3] (ინგლ. Heber Doust Curtis; დ. 27 ივნისი, 1872, მასკიგონი, მიჩიგანის შტატი, აშშ — გ. 9 იანვარი, 1942, ენ-არბორი, მიჩიგანის შტატი, აშშ) — ამერიკელი ასტრონომი. მან მონაწილეობა მიიღო მზის დაბნელებების შესასწავლ 11 ექსპედიციაში[4] და, როგორც ირმის ნახტომის გარეთ დამატებითი გალაქტიკების არსებობის მომხრე და თეორეტიკოსი, მონაწილეობდა 1920 წელს შაპლი-კერტისის დებატებში სამყაროს ზომისა და გალაქტიკური სტრუქტურის შესახებ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერტისი დაიბადა 1872 წლის 27 ივნისს, ორსონ ბლერ კერტისისა და სარა ელიზა დაუსტის ოჯახში.[5]
სწავლობდა მიჩიგანის და ვირჯინიის უნივერსიტეტებში, სადაც ასტრონომის ხარისხი მიიღო.
1902-1920 წლებში კერტისი მუშაობდა ლიკის ობსერვატორიაში, სადაც აგრძელებდა ჯ. კილერის მიერ დაწყებულ ნისლეულების კვლევას. 1905-1909 წლებში ის ხელმძღვანელობდა ლიკის სამხრეთ სადგურს ჩილეში, სადაც დაბრუნდა კროსლის ტელესკოპის სათავეში.[6] 1912 წელს აირჩიეს წყნარი ოკეანის ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტად.
1918 წელს მან დააკვირდა Messier 87-ს და იყო პირველი, ვინც შენიშნა ასტროფიზიკური ჭავლი, რომელსაც მან აღწერა, როგორც „უცნაური სწორი სხივი... რომელიც, როგორც ჩანს, ბირთვთან დაკავშირებულია მატერიის თხელი ხაზით“.[7][8]
1920 წელს იგი დაინიშნა ალეგენის ობსერვატორიის დირექტორად. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ჰარლოუ შეპლისთან ერთად დიდ დებატებში (ასევე ცნობილი როგორც შაპლი-კერტისის დებატები) ნისლეულებისა და გალაქტიკების ბუნებისა და სამყაროს ზომის შესახებ. კერტისი იცავდა ამჟამად მიღებულ შეხედულებას, რომ ირმის ნახტომის გარდა სხვა გალაქტიკებიც არსებობდა.
1930 წელს კერტისი მიჩიგანის უნივერსიტეტის ობსერვატორიების დირექტორად დაინიშნა, თუმცა დიდი დეპრესიის შემდეგ სახსრების დეფიციტმა ხელი შეუშალა მის მიერ ენ-არბორის უნივერსიტეტისთვის შექმნილი დიდი რეფლექტორის მშენებლობას. მან წვლილი შეიტანა ანჯელუს ტბაზე მაკმეთ-ჰულბერტის კერძო ობსერვატორიის განვითარებაში.
კერტისი ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მოწინააღმდეგე იყო.[9][10]
ჰებერ კერტისი გარდაიცვალა 1942 წლის 9 იანვარს.[4]
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006
- 1 2 „Dr. Heber Curtis, An Astronomer, 69. Chairman of Department at the University of Michigan Is Dead in Ann Arbor. Saw 11 Solar Eclipses. Had Served as Head of Lick Observatory in Chile. Won Many Honors for Work“. The New York Times. January 10, 1942.
- ↑ Hockey, Thomas (2009). The Biographical Encyclopedia of Astronomers. Springer Publishing. ISBN 978-0-387-31022-0. ციტირების თარიღი: August 22, 2012.
- ↑ Campbell, W. W. (1911). „D. O. Mills Expedition to the Southern Hemisphere“. Popular Astronomy. 19: 84–86. Bibcode:1911PA.....19...84C.
- ↑ Heber Doust Curtis (1918). „Descriptions of 762 Nebulae and Clusters Photographed with the Crossley Reflector“. Publications of the Lick Observatory. 13: 31. Bibcode:1918PLicO..13....9C. ციტირების თარიღი: 2010-04-26.
- ↑ „A Cosmic Blowtorch in Hubble's Viewfinder“. New York Times. July 11, 2000. ციტირების თარიღი: 2014-01-12. ციტატა: „Ever since Heber Curtis, a University of California astronomer, spied a ray of light shooting out of M87's core in 1918, astronomers have puzzled over the nature and origin of this jet and dozens of others discovered over the years shooting from the cores of active galaxies and quasars.“
- ↑ "Curtis versus Einstein". American Astronomical Society Meeting Abstracts. 201st Meeting, 2002.
- ↑ Crelinsten, Jeffrey. (2016). Einstein's Jury: The Race to Test Relativity. Princeton University Press. pp. 300-307. ISBN 978-0-691-12310-3
- ↑ Charles A. Federer Jr. (June 24, 1950). „Palomr's [sic] Big 'Eye' Maps Far Galaxies“. New York Times. ციტირების თარიღი: September 5, 2017. ციტატა: „The symposium is part of the program preceding the dedication tomorrow of the Heber Doust Curtis Memorial Telescope, a $200000 instrument“
- ↑ „Scientists Will See Dedication“. The Michigan Alumnus. 56: 425. June 10, 1950.
- ↑ Heber Doust Curtis Memorial Telescope - Portage Lake Observatory. ციტირების თარიღი: September 5, 2017.