ჰაჯი-მურატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰაჯი-მურატი

ჰაჯი-მურატი (დ. XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს ხუნძახი, ახლანდელი დაღესტანი — გ. 23 აპრილი, 5 მაისი, 1852, ქ. ნუხის მახლობლად, ახლანდელი ქ. შაქი, აზერბაიჯანი) — დაღესტნისა და ჩეჩნეთის მთიელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე. ავარიის სახანოს ერთ-ერთი მმართველი, შამილის ნაიბი. მიაღწია რიგ გამარჯვებას რუსულ ჯარზე. 1851 რუსების მხარეზე გადავიდა; მათგან მთებში გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

ლევ ტოლსტოის ეკუთვნის ამავე სახელწოდების რომანი „ჰაჯი-მურატი“, გამოქვეყნებული 1912 წელს და რომელიც რუსების წინააღმდეგ კავკასიელთა ბრძოლის ისტორიის მხატვრული ასახვაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: