ჰაჯი-ისმაილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰაჯი-ისმაილი (დაბადების და გარდაცვალების წლები უცნობია), შეიხი, ეფენდი, იმამი სოფ. ქურდემირიდან (შირვანი). აღმოსავლეთ კავკასიაში მიურიდიზმის (ტარიკათის) ერთ-ერთი პირველი იდეოლოგი. მუსლიმანური თეოლოგიური განათლება ბაღდადში მიიღო. აქედან დაბრუნებული, XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ვითარების შესაბამისად, თავის მოწაფე-მიმდევრებთან ერთად (ზოგი მათგანი თვალსაჩინო რელიგიური და სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე გახდა) ქადაგებდა "კავკასიურ " მიურიდიზმს, რომელმაც მეფის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ღაზავათი მთავარ პოლიტიკურ-რელიგიურ დოქტრინად გაიხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]