ვალერია ჰაჯიბეილი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაჯიბეილი, ვალერია)
ვალერია ქერიმის ასული ჰაჯიბეილი (დ. 2 ივნისი [ ძვ. სტ. 20 მაისი], 1914, თბილისი — გ. 1995) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1936 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. ნამუშევრები: თბილისში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიული ინსტიტუტი (1969), საქართველოს ცენტრალური საარქივო სამმართველოს შენობა (1970), კულტურის სახლი საგარეჯოში (1981) და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კინწურაშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 610.