ჰაქი აზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Haqqi al-Azm.jpg

ჰაქი აზმი (არაბ. حقي بيك العظم, დ. 1864, დამასკი, ოსმალეთის იმპერია — გ. 17 იანვარი, 1955, კაირო, ეგვიპტე) — ოსმალეთისა და სირიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1932–1934 წლებში. ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მუშაობდა საფრანგეთის სამანდატო ადმინისტრაციაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაქი აზმი დაიბადა 1864 წელს დამასკშიოსმალური ადმინისტრაციის უმაღლესი წრეების წარმომადგენლის ოჯახში. მისი წინაპრები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დამასკის მმართველები (გუბერნატორები). სწავლობდა სტამბოლში, განათლება მიიღო სტამბოლის სამხედრო აკადემიაში. მიუხედავად ამისა, სამსახური დაიწყო ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციულ აპარატში. ცხოვრების დიდი ნაწილი აზმმა პოლიტიკაში გაატარა. 1936 წელს დატოვა თავისი ბოლო საჯარო სამსახური და მთელი ცხოვრება გაატარა სტამბოლში, კაიროში და დამასკში. 1941 წლიდან გარდაცვალებამდე (1955) იყო მის მიერვე დაარსებული ჟურნალ „საბჭოს“ (الشراء - აშ-შურა) მთავარი რედაქტორი.

პოლიტიკური მოღვაწეობა ოსმალეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაქი აზმი იყო სულთან აბდულჰამიდ II -ის მოკავშირე. იგი იზიარებდა სულთანის პან-ისლამურ შეხედულებებს და წაახალისა სულთნის გარშემო მყოფი მრჩეველი არაბების რაოდენობა. 1908 წლის ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, დაიწყო ოსმალეთის იმპერიის ააბული პროვინციების გათურქების პოლიტიკა. ამავე წელს ჰაქი აზმი და მისი ძმა რაფიკი შევიდნენ ახალგაზრდა თურქების პარტიაში „ერთიანობა და პროგრესი“. 1910 წელს მცირე ხნის განმავლობაში აზმი დანიშნეს რელიგიების საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად, მაგრამ მალევე 1911 წელს გაათავისუფლეს სულთან აბდულჰამიდ II-ის ერთგულების გამო. ახალგაზრდა თურქებთან ურთიერთობების გამწვავების გამო იგი გადავიდა ეგვიპტეში სადაც შეიკრიბა ბევრი არაბი პოლიტიკოსი, რომელიც მხარს უჭერდნენ აბდულჰამიდ II-ს. 1913 წლის იანვარში ჰაქი აზმი, თანამოაზრეებთან ერთად, აარსებს ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციის ოსმალურ პარტიას. აზმი გახდა პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო მისი ბიძაშვილი რაფიკ აზმი პარტიის პრეზიდენტი. ეს პარტია იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელმაც ოფიციალურად გამოხატა არაბთა ნაციონალისტური მოძრაობის ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები. ოსმალეთის იმპერიის დაშლამდე ჰაქი აზმი ოფიციალური სტამბოლის ოპოზიციაში დარჩა.

პოლიტიკური მოღვაწეობა სირიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაქი აზმი მტრულად შეხვდა სირიის ხელისუფლებაში ფეისალ I-ის მოსვლას, რაც განპირობებული იყო იმით, რომ თავად ფეისალს, რომელიც ეკუთვნიოდა ჰაშიმიდების დინასტიას, არანაირი კავშირი არ ჰქონდა სირიასთან. ამავე დროს იგი ეწინააღმდეგებოდა მონარქიული მმართველობის ფორმას. 1919 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც გაიცნო ფრანგული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თავისი თავი წარმოაჩინა, როგორც ფრანგებისათვის სასარგებლო ადამიანი. 1920 წლის ივლისში ფრანგული მანდატის გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ჯამილ ალ-ულშის მიერ აზმი დაინიშნა მთავარ საკონსულტაციო ბიუროში. 1920 წლიდანვე დამასკის გუბერნატორია. 1922 წელს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 1924 წლის დეკემბერში კვლავ დანიშნეს მთავარ საკონსულტაციო ბიუროში. 1930 წელს მან დააარსა რეფორმების პარტია, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემის გამოცხადებული რეფორმების გაგრძელება. 1932 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად და წამოაყენა ტავისი კანდიდატურა სირიის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ გაიმარჯვა მუჰამად ალი ალ-აბიდმა. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1932 წელს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ასევე დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მისი პრემიერობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ფრანგულ-სირიული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სირიამ მიიღო მთელი რიგი თავისუფლებები და პირობა იმისა, რომ თანდათანობით მივიდოდნენ დამოუკიდებლობამდე. 1934 წელს გადადგა თანამდებობიდან და დარჩა საკონსულტაციო ბიუროს წევრად 1936 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria, 1900-2000, Seattle, 2002, pp. 184–186.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]