ჰაფიზ ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰაფიზ ალი, აბუ ღადარ ალი ფაშა (დ. დაახლოებით 1762 — გ. 1807) — ერაყის გამგებელი 1802-1807. წარმოშობით ქართველი (იოსები ერქვა), აფხაზი მადად ბეგის ყმა იყო, ახალგაზრდა მიუყვანეს ერაყის გამგებელს სულეიმან-ფაშა ბუიუქს, რომელმაც ჰაფიზ ალი „ქართულ გვარდიაში“ ჩარიცხა და შემდეგ დააწინაურა. 1796 ჰაფიზ ალი დანიშნეს ქაჰიას (ერაყის გამგებლის მოადგილის) თანამდებობაზე, ხოლო 1802 იგი სათავაში ჩაუდგა ერაყის ხელისუფლებას. 1807 ჰაფიზ ალი ინგლისელთა ხელშეწყობით მომზადებული შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]