ჰასან შეიხ მუჰამადი
ჰასან შეიხ მუჰამადი | ||
![]() |
||
სომალის პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
10 სექტემბერი, 2012 – 8 თებერვალი, 2017 | ||
წინამორბედი | შარიფ აჰმედი | |
მემკვიდრე | მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედი | |
|
||
დაბადებული | 29 ნოემბერი, 1955 ჯალალაქსი, ჰირანის პროვინცია, სომალი |
|
პოლიტიკური პარტია | მშვიდობისა და განვითარების პარტია | |
რელიგია | ისლამი |
ჰასან შეიხ მუჰამადი (სომალ. Xasan Sheekh Maxamuud, არაბ. الشيخ حسن محمود; დ. 29 ნოემბერი, 1955, ჯალალაქსი, სომალი) — სომალელი მასწავლებელი, ბიზნესმენი, სოციალური აქტივისტი და პოლიტიკოსი. მშვიდობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენელი. მენეჯმენტისა და მართვის ინსტიტუტის ყოფილი დეკანი[1]. 2012 წლის 10 სექტემბერს, სომალის პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად[2]. მისი არჩევით დასრულდა ქვეყნის ისტორიის გარდამავალი პერიოდი.
12 სექტემბერს მოგადიშოს სასტუმროში კენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე სამხედრო დაჯგუფება ალ-შაბაბის ტერორისტებმა მოახდინეს აფეთქება, რომელიც ითვალისწინებდა ახლადარჩეული პრეზიდენტის ლიკვიდაციას[3].