ჰასან ნასრალა
ჰასან ნასრალა | |
---|---|
არაბ. حسن نصر الله | |
დაბადების თარიღი | 31 აგვისტო, 1960[1] [2] |
დაბადების ადგილი | Bourj Hammoud, ლიბანი |
გარდაცვალების თარიღი | 27 სექტემბერი, 2024[3] [4] [5] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Dahieh, ლიბანი |
მოქალაქეობა | ლიბანი |
განათლება | მეორე საფეხურის სკოლა გერმანიაში |
მეუღლე/ები | ფატიმა იასინი |
შვილ(ებ)ი | Muhammad Hadi Nasrallah და Zainab Nasrallah |
ჰასან ნასრალა (არაბ. حسن نصر الله; დ. 31 აგვისტო, 1960 — გ. 27 სექტემბერი, 2024) — ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 1992-2024 წლებში. იძებნებოდა ინტერპოლის მიერ, საქმე აღძრულია ისრაელისა და ეგვიპტის სამართალდამცველების მიერ ტერორიზმის, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების და ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილებების იძულებითი შეცვლისკენ მოწოდებების გამო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1960 წლის 31 აგვისტოს შიიტურ სოფელ ბაზურიათში, ჰასანი იყო უფროსი რვა შვილიდან (სამი ვაჟი და ხუთი ქალი). მამამისი, აბდულ-ქარიმ ნასრალა ბეირუთში, ე. წ. კარანტინის გარეუბანში მუშაობდა და პატარა ჰასანიც თავისთან წაიყვანა. ხუთი წლის ჰასანი შევიდა ალ-ქიფათის სკოლაში, ხოლო როდესაც 1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო, ოჯახი ისევ ბაზურიათში დაბრუნდა, სადაც ჰასანი გაწევრიანდა ამალში. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი დანიშნეს ამალის ბაზურიათის განყოფილების ორგანიზატორად, ამავე დროიდან ნასრალა იწყებს ისლამური თეოლოგიის შესწავლას. 1976 წელს ტვიროსში ნასრალა შეხვდა შაიხ მუჰამად ალ-ღარავის, რომელიც დაეხმარა მას ნაჯაფში გამგზავრებაში, სადაც იგი შეხვდა აიათოლა ალ-უზმა მუჰამად ბაყირ ას-სადრს, რომელთანაც დაიწყო ფიყჰის შესწავლა. 1978 წელს, როდესაც ერაყში შიიტი სასულიერო პირებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაიწყო რეპრესიები, აიათოლა ას-სადრის მოთხოვნით ნასრალამ და აბას ალ-მუსავიმ დატოვეს ერაყი და დაბრუნდნენ ლიბანში. ლიბანში ორივენი ბაალბექის იმამ მუნთაზარის სახელობის სასწავლებელში აგრძელებენ მოღვაწეობას. ასევე ნასრალა წინ მიიწევს პოლიტიკურ კარიერაშიც და იღებენ ამალის პოლიტბიუროში. 1982 წელს, ისრაელი შეიჭრა ლიბანში. ამალის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ფაქტს არ შეხვდა ისე, როგორც, რიგი ამალელების აზრით, სიტუაცია მოითხოვდა, ამიტომ ამალის წევრების დიდმა ნაწილმა, მათ შორის ნასრალამ, დასტოვეს ამალი და დააარსეს ახალი ორგანიზაცია ჰეზბოლა. ნასრალა დაინიშნა ბიქაას რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
უმაღლესი საბჭო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1985 წელს ნასრალა მიიღეს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო 1987 წელს ნასრალა ინიშნება ჰეზბოლას აღმასრულებელ კომისრად. თუმცა მალევე იგი მიემგზავრება წმინდა ქალაქ ყუმში სასულიერო განათლების გასაგრძელებლად. 1992 წელს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აბას ალ-მუსავი მოჰკლეს ისრაელის შვეულმფრენებმა ავტოსტრადაზე ბეირუთის ახლოს, ხოლო ჰეზბოლას უმაღლესმა საბჭომ ჰასან ნასრალა დაუსწრებლად აირჩია თავმჯდომარედ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასან ნასრალამ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება. ამის გამო ჰეზბოლას სამხედრო ფრთის წევრები მართავდნენ გამუდმებულ თავდასხმებს ისრაელის და სამხრეთ ლიბანის არმიის ნაწილებზე, საგუშაგოებზე, ბლოკპოსტებზე და ა. შ. 1996 წელს ისრაელმა საპასუხოდ წამოიწყო ოპერაცია რისხვის მტევნები, ხოლო 1997 წელს რაფათის მთასთან ისრაელის დანაყოფთან შეტაკებისას დაიღუპა ნასრალას უფროსი ვაჟი, მუჰამად ჰადი.
მსოფლმხედველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასრალას მსოფლმხედველობა საკმაოდ დიდი კამათის საგანია, მისი განცხადებით — სამოქალაქო პერსონები დაცულნი უნდა იყვნენ ძალადობისაგან, თუმცა ისრაელი ჰეზბოლას მოიაზრებს მრავალი ტერორისტული აქტის მხარდამჭერად, რომლებიც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყო მიმართული.
სიონიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასრალა გამოსვლებსა და ინტერვიუებში სიონიზმს უწოდებს „დედამიწის სახადს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას“, მკვეთრი წინააღმდეგია სიონიზმის ყოველგვარი გამოვლინებისა და მოითხოვს იერუსალიმის უპირობო დაბრუნებას მუსლიმთა მმართველობის ქვეშ. თუმცა ზოგ ინტერვიუში თანხმდება ისრაელის არსებობას 1948 წლის საზღვრებში.
ებრაელები და იუდაიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ თავს ანტისემიტად არ მიიჩნევს, მის გამოსვლებში მაინც შეიმჩნევა ანტისემიტური ხასიათი — მაგალითად:
„ვინ არიან იუდეველები? ხალხი, რომელიც ებრძოდა ღვთის წინასწარმეტყველებს და მოკლული ჰყავს ისინი.“
|
ასევე არსებობდა აზრი თითქოს ნასრალამ თქვა ერთ-ერთ დასავლურ ჟურნალთან:
„დიახ, ძალიან კარგია, რომ ისრაელში მოდიან ებრაელები - ჩვენ აღარ მოგვიწევს მათი დევნა მსოფლიო მასშტაბით“
|
მაგრამ შემდეგ როგორც აღმოჩნდა, ეს მთარგმნელისა და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა.
2001 წლის 11 სექტემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასრალამ რამდენიმეჯერ დაგმო თავდასხმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე „სამოქალაქო პირების მასიურ ხოცვა-ჟლეტას ვერ მოვიწონებ“, „ეს უკუშედეგის მომტანია“ და „პენტაგონზე თავდასხმა — ეს სრულიად სხვა საკითხია — რადგან პენტაგონი სამხედრო ობიექტია“, „იქიდან იმართება ამერიკის ქმედებები.“
ჰოლოკოსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასრალა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ჰოლოკოსტის უარმყოფლად. მას რამდენიმეჯერ აქვს გაკეთებული განცხადება გერმანელებთან ეთნიკურად ებრაელი და იუდაისტური მრწამსის ადამიანების თანამშრომლობიის ფაქტების დამალვაზე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდაზე. ასევე მან მხარდაჭერა გამოხატა ჰოლოკოსტის უარმყოფელ როჟე გაროს მიმართ და თქვა:
მოქმედებები ისრაელის წინააღმდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნასრალა მომხრეა შეიარაღებული ბრძოლისა.
„ჩვენ ვხედავთ რა ხდება გოლანზე და დასავლეთ ნაპირზე, ვხედავთ, რომ მხოლოდ განუწყვეტელმა შეიარაღებულმა ბრძოლამ, და არა გაერომ ან არაბულმა ლიგამ შეიძლება მოიტანოს ნაყოფი.“
|
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასან ნასრალა დაქორწინებულია ფატიმა იასინზე. ჰყავს ოთხი შვილი — მუჰამად ჯავადი, მუჰამად ალი, მუჰამად მაჰდი და ზაინაბი.
უფროსი ვაჟი, მუჰამად ჰადი (დ. 12 აპრილი, 1980 — გ. 13 სექტემბერი, 1997) დაიღუპა რაფათის მთასთან ბრძოლაში.
მოკლეს 2024 წლის 27 სექტემბერს ბეირუთზე ისრაელის არმიის შეტევის დროს.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "The Multilingual Website of Sayyed Hassan Nasrallah" დაარქივებული 10 June 2017 საიტზე Wayback Machine. Updated source of contents related to him in 31 languages. Its archive is being completed from the link below:
- "The Multilingual Page of Sayyed Hassan Nasrallah" დაარქივებული 19 October 2017 საიტზე Wayback Machine.
- "Hizballah: A Primer", Lara Deeb, 31 July 2006
- "Inside the Mind of Hezbollah", Washington Post, 16 July 2006.
- Nasrallah: Israel temporary country YNET
- "Seyyed Hasan Nasrallah's Autobiography", Ya Lesarat Ol-Hoseyn (Tehran), Federation of American Scientists Intelligence Resource Program, 10 August 2006
გამოსვლები და ინტერვიუები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Speech given on 26 May 2008
- Interview on 11 August 2007
- Interview with Al-Jazeera on 20 July 2006
- Speech on 8 August 2006
- Speech on 3 August 2006
- Speech on 31 July 2006
- Speech on 14 July 2006
- Speech on 8 March 2005
- Interview with Al-Jazeera
- The Beirut File: An Interview with Hassan Nasrallah by Mahir Tan (May 2003)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Munzinger Personen
- ↑ IDF says Hezbollah leader Hassan Nasrallah was killed in Beirut strike — 2024.
- ↑ A Hezbollah megerősítette, hogy az izraeli hadsereg támadásában meghalt a vezetőjük — 2024.
- ↑ https://shufunews.com
- ↑ ვინ არის ჰეზბოლას ლიდერი ნასრალა - რომლის სიკვდილზეც იუწყება ისრაელის არმია?
|