ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვი
ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებული20 ოქტომბერი 1940
თბილისი, საქართველოს სსრ

ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვი (აზერ. Həsən Əziz oğlu Həsənov; დ. 20 ოქტომბერი, თბილისი) — საბჭოთა პარტიული და აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1963 წლიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასან ჰასანოვი დაიბადა 1940 წლის 20 ოქტომბერს თბილისში მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისის № 43 საშუალო სკოლაში.[1] 1962 წელს, აზერბაიაჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა კომკავშირის ხაზით ბაქოში. 1967-1969 წლებში იგი იყო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1969 – 1971 წლებში იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი. 1981 წელს ჰასანოვმა დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. იმავე წელს იგი გახდა აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1990 წელს – აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

არის ავტორი წიგნი „ნარიმან ნარიმანოვის ეროვნულ - სახელმწიფოებრივი შეხედულებები და მოღვაწეობა“ და პიესის „წერილები ბრიუსელიდან“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [http://www.labyrinth.ru/content/card.asp?cardid=27506 ГАСАНОВ Гасан- БД "Лабиринт"}}