შინაარსზე გადასვლა

ჰასანაგინიცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორვატული ხალხური ბალადის „ასანაგინიცას“ პირველი წერილობითი ვერსია, ჩაწერილია ალბერტო ფორტისის მიერ.
ნინა ვავრას კოსტიუმი, რომელმაც 1909 წელს ითამაშა ჰასანაგინიცა.

ჰასანაგინიცა (რუსულ ენაში პირველად გამოჩნდა სახელწოდებით „მოწყენილიი სიმღერა კეთილშობილ ასან-აგას სიკვდილზე“) — სამხრეთ-სლავური ხალხური ბალადა, რომელიც შეიქმნა 1646-1649 წლებში იმოცკის რეგიონში (თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე). იმ პერიოდში ეს რეგიონი ოსმალეთის იმპერიის ბოსნიის ეიალეთს ეკუთვნოდა. ბალადა პირველად რუსულ ენაზე გამოქვეყნდა სახელწოდებით „სევდიანი სიმღერა სახელგანთქმული ასან-აღის სიკვდილზე“.

ბალადა 1774 წლამდე ზეპირსიტყვიერ ფორმაში არსებობდა, როდესაც იტალიელმა მოგზაურმა და ეთნოგრაფმა ალბერტო ფორტისმა იგი ლათინური შრიფტით ჩაწერა, თარგმნა იტალიურ ენაზე და გამოაქვეყნა თავის წიგნში „მოგზაურობა დალმაციაში“ (Viaggio in Dalmazia), რომელიც 1770 წელს დალმაციაში განხორციელებული მოგზაურობის შედეგად შეადგინა.[1] მოგზაურობისას ფორტისმა ბალადა „მორლახურ ბალადად“ მოიხსენია, რითაც შეეცადა განესხვავებინა დალმაციის სანაპირო ზოლის მოსახლეობა დაბლობის მოსახლეობისგან. ეს ტერმინოლოგია გააკრიტიკა ხორვატმა მწერალმა ივან ლოვრიჩმა, რომელმაც თავის ნაშრომში „შენიშვნები აბატ ალბერტო ფორტისის წიგნზე „მოგზაურობა დალმაციაში“ და არაერთ ფაქტობრივ შეცდომაზეც მიუთითა.[2]

«ჰერცოგინია აჭმევსცხენებს» (1878) — იაროსლავ ჩერმაკის ნამუშევარი

შემდგომ წლებში ბალადა გადათარგმნეს სხვადასხვა დიდმა მწერლებმა სხვადასხვა ენებზე: გოეთემგერმანულად (1775), უოლტერ სკოტმაინგლისურად (1798), პუშკინმა რუსულ თარგმანზე მუშაობა 1835 წელს დაიწყო, თუმცა არ დაასრულა, ხოლო ანა ახმატოვამ სრულად თარგმნა 1950-იან წლებში. ფრანგულად ბალადა თარგმნეს პროსპერ მერიმემ (1827) და ადამ მიცკევიჩმა (1841). მოგვიანებით ის მსოფლიოს მრავალ სხვა ენაზეც ითარგმნა და უკვე XVIII საუკუნეში გახდა მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი. რუსეთში ბალადა ორიგინალში პირველად გამოაქვეყნა ფიოდორ ვასილის ძე კარჟავინმა წიგნში „მეთაური“ (1794), სადაც იგი წარმოდგენილი იყო როგორც „ილირიული კილოს“ ნიმუში. 1827 წელს ალექსანდრ ვოსტოკოვის თარგმანი გამოქვეყნდა სათაურით „სევდიანი სიმღერა კეთილშობილი ასან-აგინიცასი“. დღესდღეობით ბალადა „ჰასანაგინიცა“ თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე და მიეკუთვნება ბოსნიური, ხორვატული და სერბული ლიტერატურული მემკვიდრეობის საერთო ხაზს.

როდესაც ხელნაწერი აღმოაჩინეს ქალაქ სპლიტის მცხოვრები პაპალიჩების ოჯახის პირად ნივთებში, გაირკვა, რომ ფორტისის ვერსია არ იყო ორიგინალი, არამედ სწორედ ამ ხელნაწერიდან იყო გადაწერილი. ტექსტის შინაარსი მოგვიანებით დეტალურად გააანალიზეს ფილოლოგებმა. ფორტისის მეგობარს, მატეი სოვიჩს, ხელთ ჰქონდა ორიგინალური ტექსტი შტოკავურ დიალექტზე, რომელიც ჩაწერილი იყო დასავლური კირილიცით. სწორედ ამ ტექსტის საფუძველზე შეიქმნა ლათინური ანბანით გადმოწერილი ვერსია — ან თავად ფორტისის მიერ, ან ვიღაც სხვა პირის მიერ.

ბალადის მეტრული წყობა შეესაბამება კლასიკურ სამხრეთ-სლავურ „დესეტერაცს“ — ლექსთწყობას, სადაც თითო სტრიქონი 10 მარცალს შეიცავს. გოეთემ ბალადა თარგმნა ხორეული რიტმით. მიხაილ გასპაროვის შეფასებით, გოეთეს შემდეგ ეპოსისა და სევდიანი ოდების ხორეულ რიტმზე გადმოცემა ფართოდ გავრცელდა გერმანულ პოეზიაში. ამ სემანტიკურმა თავისებურებამ მოგვიანებით რუსულ პოეზიაშიც გადაინაცვლა.

„ჰასანაგინიცა“ — ბალადაა მუსლიმური არაპოვიჩების ოჯახის შესახებ, რომელიც დალმაციაში ცხოვრობდა. მოქმედება ხდება ბოსნიის ეიალეთში, ვრდოლთან (დღევანდელი ზაგვოზდი) საზღვართან, ბიოკოვოს მთასთან ახლოს, სადაც აგა ჰასან არაპოვიჩი (ასევე ცნობილი როგორც ასან არაპოვიჩი) ფლობდა ვრცელ მიწის ნაკვეთებს. დღემდე შემორჩენილია ჰასანის კოშკის ნანგრევები და ჰასანაგინიცას საფლავი, რომელიც მდებარეობს ლურჯი ტბის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს.

ბალადა მოგვითხრობს, რომ ბრძოლის შემდეგ დაჭრილი ჰასან-აგა ეძახის თავის ცოლს — ფატიმა არაპოვიჩს (დაბადებით პინტოროვიჩი), თუმცა ქალი უარს ამბობს ბრძოლის ველზე მისვლაზე. განრისხებული ჰასან-აგა უგზავნის ცოლს წერილს, სადაც უბრძანებს დატოვოს სახლი და შვილები და შეუერთდეს მას. წერილს და განქორწინების დოკუმენტებს ფატიმას თავისივე ძმა აწვდის. ფატიმა ბრუნდება მამის სახლში, თუმცა საშინლად ნაღვლობს თავის ხუთ შვილზე და უარს აცხადებს გათხოვდეს მდიდარ ქადიზე. ძმა ცდილობს მის დარწმუნებას. ბოლოს ფატიმა ითხოვს, მოუტანონ გრძელი თავშალი, რათა მისმა შვილებმა ვერ იცნონ, როცა საქორწილო ამალა ძველ სახლთან ჩაივლის. თუმცა, ბავშვები ცნობენ დედას და მისკენ მირბიან. ფატიმა ჩერდება, რომ გამოემშვიდობოს მათ, მაგრამ იმავე წამს შოკისა და მწუხარებისგან გარდაიცვლება.

დარჩენილია განხილვის საგნად — წარმოადგენს თუ არა ბალადა მხოლოდ პოეტურ გამონაგონს, თუ ეფუძნება რეალურ მოვლენებს. ბალადაში მოხსენებული პირები რეალურად არსებობდნენ და, როგორც ჩანს, გმირების პროტოტიპებადაც იქცნენ:

  • ჰასან არაპოვიჩი — ჰასან-აგა, სავარაუდოდ სასაზღვრო მეომარი.
  • ფატიმა არაპოვიჩი (პინტოროვიჩი) — ჰასან-აგას ცოლი.
  • ბეი პინტოროვიჩი — ფატიმას ძმა.
  • Хасанагиница. — Библиотека всемирной литературы. — М.: Художественная литература, 1976. — Т. 11. Песни южных славян. — 480 с. — (Серия первая).
  • Dagmar Burkhart. Paradoxical Communication : The Bosnian Oral Ballad Hasanaginica as a Pretext for Literary Texts

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wolff, Larry, Venice and the Slavs: The Discovery of Dalmatia in the Age of Enlightenment, Stanford University Press, 2003. — გვ. 191—192, ISBN 0-8047-3946-3.
  2. Maggs, Barbara W., Three Phases of Primitivism in Portraits of Eighteenth-Century Croatia(ინგლისური), 1989, ტ. 67, № 4, გვ. 546—563.