ჰარუმა მიურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰარუმა მიურა
三浦春馬還原英語感言666 手機桌布是和“她”的合照 4s.jpg
მიურა ფან შეხვედრაზე 2019 წლის აგვისტოში
დაბადების სახელი 三浦 春馬
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1990 (1990-04-05) (32 წლის)
ცუტიურა, იბარაკი, იაპონიის დროშა იაპონია
გარდაცვალების თარიღი 18 ივლისი, 2020 (30 წლის)
გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა
ეროვნება იაპონელი
მოქალაქეობა იაპონია
ეთნიკურად იაპონელი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური

1997 - 2020

  • მსახიობი
  • მომღერალი
საიტი artist.amuse.co.jp/artist/miura haruma/

ჰარუმა მიურა (იაპონ.三浦 春馬; მიურა ჰარუმა, 5 აპრილი, 1990[1]18 ივლისი, 2020[2]) — იაპონელი მსახიობი და მომღერალი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა სატელევიზიო დრამაში აგრი (1997) და პოპულარული გახდა ფილმ კოიზორაში (2007) მონაწილეობის შემდეგ, რისთვისაც მოიგო წლის ახალბედას ჯილდო იაპონიის ფილმის აკადემიის 31-ე დაჯილდოებაზე. მომდევნო წლებში აღსანიშნავია, რომ მონაწილეობა მიიღო გოკუსენის მე-3 სეზონში (2009), სისხლიანი ორშაბათი (2009), ნაოკო (2009), კიმი ნი ტოდოკე (2010), ბოლო კონკია (2010), ბოკუ ნო იტა ჯიკან (2013), მარადიული ნული (2013), თავდასხმა ტიტანზე (2015), გინტამა 2 (2018) და ორი კვირა (2019). ის ასევე მონაწილეობდა მომხიბვლელი ფეხსაცმლის მიუზიკლის იაპონურ ვერსიაში (2016) ლოლას როლში, რისთვისაც მიიღო საუკეთესო ახალი მსახიობისა და ჰარუკო სუგიმურას ჯილდო იომიურის თეატრის 24-ე დაჯილდოებაზე. გარდა მისი სამსახიობო კარიერისა, მიურას ჰქონდა დებიუტი მომღერლის ამპლუაში 2019 წელს სინგლით „Fight for Your Heart“, რასაც მოჰყვა სინგლი „Night Diver“ 2020 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 三浦春馬のプロフィール. ORICON NEWS. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2021
  2. „俳優の三浦春馬さん死亡…自宅で自殺か、「本当に残念」“. yomiDr./ヨミドクター(読売新聞) (იაპონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-18. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)