ჰაროლდ დელოს ბებკოკი
| ჰაროლდ დელოს ბებკოკი | |
|---|---|
| ინგლ. Harold Delos Babcock | |
| დაბ. თარიღი | 24 იანვარი, 1882[1] [2] |
| დაბ. ადგილი | Edgerton |
| გარდ. თარიღი | 8 აპრილი, 1968[1] [2] (86 წლის) |
| გარდ. ადგილი | პასადენა |
| მოქალაქეობა | აშშ |
| საქმიანობა | ასტრონომი |
| მუშაობის ადგილი | მაუნტ-უილსონის ობსერვატორია |
| ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | ბრიუსის მედალი[3] |
ჰაროლდ დელოს ბებკოკი (ინგლ. Harold Delos Babcock; დ. 24 იანვარი, 1882, ედგერტონი — გ. 8 აპრილი, 1968, პასადენა) — ამერიკელი ასტრონომი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაროლდ დელოს ბებკოკი დაიბადა ვისკონსინის შტატის ქალაქ ედგერტონში. 1907 წელს დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი. 1905-1906 წლებში უნივერსიტეტში მუშაობდა, 1906-1908 წლებში სტანდარტების ბიუროში, ხოლო 1909-1948 წლებში მაუნტ ვილსონის ობსერვატორიაში. ის იყო აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1933).
მისი ძირითადი საქმიანობა მზისა და მასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევები იყო. მაუნტ ვილსონის ობსერვატორიის ფიზიკის ლაბორატორიაში მან ჩაატარა არაერთი კვლევა ზემანის ეფექტზე, მზის მაგნიტური ველის შესწავლასთან დაკავშირებით. ინტერფერომეტრიული მეთოდების გამოყენებით მან მიიღო მრავალი ხაზის ძალიან ზუსტი ტალღის სიგრძეები, რომლებიც მზის სპექტრის გაზომვის სტანდარტებს წარმოადგენდა. 1928 წელს მან გამოაქვეყნა მზის სპექტრის ხაზების ფუნდამენტური ცხრილები, რომლებმაც გააფართოვეს გ. როულენდის ცნობილი ცხრილები სპექტრის ულტრაიისფერ და ინფრაწითელ რეგიონებში (2935 და 13,495 Ǻ-მდე). მან აღმოაჩინა ახალი ხაზები და შეასწორა როულენდის მრავალი იდენტიფიკაცია. შვილთან, ჰ. ვ. ბებკოკთან ერთად, მან გააუმჯობესა მზის მაგნიტური ველის გაზომვის ტექნიკა. 1952 წელს მათ ერთობლივად შექმნეს მაგნიტოგრაფი - ინსტრუმენტი, რომელიც ზომავდა მაგნიტურ ველს მთელ მზის დისკზე 1 გ სიზუსტით, მაღალი სივრცითი გარჩევადობით სკანირებით. მან დიდი სიზუსტით განსაზღვრა ღამის ცის ემისიის ხაზების ტალღის სიგრძეები; ჟანგბადის მოლეკულების ზოლების მისმა გაზომვებმა საშუალება მისცა ვ. ფ. ჯიოკს და ჰ. ლ. ჯონსტონს აღმოეჩინათ იშვიათი ჟანგბადის იზოტოპები O17 და O18. ჰ. ვ. ბებკოკთან ერთად მან შექმნა დიდი, მაღალი ხარისხის დიფრაქციული ბადეები. ეს ბადეები გამოიყენება მაუნტ ვილსონისა და მაუნტ პალომარის ობსერვატორიების 100 და 200 დიუმიანი ტელესკოპების კოდის სპექტროგრაფებში.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის ჯილდო (1929), წყნარი ოკეანის ასტრონომიული საზოგადოების ბრიუსის მედალი (1953).
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად,
- მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბებკოკი;
- მთავარი სარტყლის ასტეროიდს დაარქვეს (3167) ბებკოკი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ https://phys-astro.sonoma.edu/brucemedalists/harold-babcock