ჰარი აიზმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარი აიზმანი
ინგლ. Harry Eisman
რუს. Гарри Айзман

პასპორტის ფოტო
დაბადების თარიღი 1913 წელი
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 6 მაისი 1979
მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ქვეშევრდომობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია

ჰარი ედუარდოვიჩ აიზმანი (რუს. Гарри Эдуардович Айзман; ინგლ. Harry Eisman; დ. 1913 - გ. 1979) — ამერიკელი პიონერი, აღზრდილი საბჭოთა კავშირში, აღმოსავლეთის ფრონტის მონაწილე და ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1913 წელს რუსეთის იმპერიაში და შემდეგ გადაიყვანეს საცხოვრებლად აშშ-ში.

სწავლობდა ნიუ-იორკის 61-ე გიმნაზიაში.[1] აშშ-ში შეიქმნა საბჭოთა კავშირის მოდელის პიონერული ორგანიზაცია. 1930 წლის 6 მარტს, მიიღო 6 წლიანი პატიმრობა არასრულწლოვან დამნაშავეთათვის, უმუშევრობის წინააღმდეგ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო.[2][3] თუმცა,ციხის ნაცვლად, იგი გადაასახლეს საბჭოთა კავშირში (დაბადების ადგილი), რადგან ამ დროს ის არ იყო აშშ-ის მოქალაქე. სსრკ-მ იგი მიიღო დადებითად, მონაწილეობა მიიღო მთელი რიგი ღონისძიებებში, აგრეთვე კომკავშირის და პიონერების წევრი გახდა. 1933 წელს გამომცემლობა "ახალგაზრდა გვარდიამ" გამოსცა მისი წიგნი "Хаусорн", საშუალო ასაკის ბავშვებისთვის. წიგნის სტილმა საბჭოთა კრიტიკის უარყოფითი შეფასება მიიღო.[4] იგი გახდა ჟურნალისტი და მუშაობდა კომინტერნის აპარატში და ანტიფაშისტურ კომიტეტში.[5]

მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, სადაც მონაწილეობა მიიღო 1942 წლიდან დონზე, მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად. მიიღო სამხედრო ჯილდოები. 1943 წლის ივნისში, იგი გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.[6]

მარი ლედერი თავის წიგნში «My Life in Stalinist Russia: An American Woman Looks Back» ამტკიცებს, რომ 1950-იან წლებში აიზმანი გადაასახლეს ციმბირში, ანა ლუიზა სტრონგთან ურთიერთობის შედეგად.[7]

ომის შემდეგ იგი მუშაობდა საბჭოთა-ამერიკულ მეგობრობის კომიტეტში, მოგზაურობდა პიონერ-ბანაკებში, სადაც ყვებოდა თავის წარსულს. 1972 წელს, სსრკ-ში გამოიცა ჰარი აიზმანის მეორე წიგნი "წითელი ჰალსტუხები დოლარის ქვეყანაში" (მოსკოვი, "ახალგაზრდა გვარდია"). 1974 წელს, აიზმანის ნიუ-იორკს ეწვია, სადაც იგი შეხვდა თავის ნათესავებს, ასევე ეწვია თავის ძველ სკოლას და ბავშვობის სხვა ადგილებს.[8]

გარდაიცვალა 1979 წლის 6 მაისს მოსკოვში.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]