ჰარისონ ფორდი (მუნჯი კინოს მსახიობი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰარისონ ფორდი (Harrison Ford; დ. 16 მარტი, 1884 — გ. 2 დეკემბერი, 1957) — ბროდვეის თეატრისა და კინოს მსახიობი მუნჯი კინემატოგრაფიის პერიოდში.

კანზასში დაბადებულმა ფორდმა სამსახიობო კარიერა ბროდვეიზე 1904 წელს დაიწყო. კინოში მან 1915 წელს მოსინჯა ბედი, რის შემდეგაც ჰოლივუდში გადავიდა. ის მალევე ხდება წამყვანი მსახიობი ისეთი ადრეული ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც იყვნენ კონსტანც ტალმაჯი, ნორმა ტალმაჯი, მარი პრევოსტი, მარი დეივისი და კლარა ბოუი.

ფორდის კინოკარიერა დასრულდა გახმოვანების ტექნოლოგიის განვითარებით. მისი ბოლო და ერთადერთი გახმოვანებული ფილმი "Love in High Gear" 1932 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ ის თეატრს დაუბრუნდა.

საკუთარი წვლილისთვის კინოს ინდუსტრიაში ჰარისონ ფორდს აქვს მინიჭებული ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში #6665 ჰოლივუდის ბულვარზე. მის სეხნიას, თანამედროვე კინოს ვარსკვლავს, ჰარისონ ფორდსაც ასევე აქვს საკუთარი ვარსკვლავი ჰოლუვიდის დიდების ხეივანში კოდაკის თეატრის წინ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]