ჰარირი
ჰარირი | |
---|---|
არაბ. أبو محمد القاسم الحريري | |
დაბადების თარიღი | 1054[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბადების ადგილი | ბასრა |
გარდაცვალების თარიღი | 10 სექტემბერი, 1122[1] |
გარდაცვალების ადგილი | ბასრა |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
ჟანრი | მაკამა |
Magnum opus | Maqamat of al-Hariri |
ალ-ჰარირი აბუ მუჰამედ ალ-კასიმ იბნ ალი (დ. 1054, მაშანა, ბასრის მახლობლად — გ. 10 სექტემბერი, 1122, ბასრა) — არაბი მწერალი. ცნობილია აგრეთვე ალ-ბასრის სახელით. ეკუთვნის ლექსების დივანი, ეპისტოლეების (რასაილი) კრებული. განსაკუთრებული სახელი მოუხვეჭა მაკამათმა (თაღლითური ნოველების ციკლი). ალ-ჰარირის მაკამები (მაკამათი) მთლიანი ნაწარმოებია, რომელსაც ქმნის 50 ცალკეული მაკამა და აერთიანებს 2 მოქმედი პირი. თითოეული მაკამა ასახავს გმირის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს, რომლის მოქმედების ადგილია იმდროინდელი აღმოსავლეთის სხვადასხვა ცენტრი, მ. შ. ერთ-ერთია თბილისი (33-ე „თბილისური მაკამა“). მაკამათი დაწერილია გარითმული პროზით (საჯი), შიგ ჩართულია ლექსები, უამრავი ფიგურა, ლიტერატურული ქარაგმა, ციტატები და სხვა. „ბარკაიდულ მაკამაში“ აკადემიკოსი გ. წერეთელმა მიაკვლია ლექსს, რომელიც დაწერილია არაბული პოეზიისათვის უჩვეულო საზომით და ქართული ჩახრუხაულის იდენტურია. ალ-ჰარირის მაკამები მიაჩნდათ „არაბული ენის უმთავრეს საუნჯედ ყურანის შემდეგ“. მის დახვეწილ მაკამებს არაბები შედევრად თვლიან ამ ჟანრში, რომელმაც XIX საუკუნამდე იარსება და თანამედროვე არაბული ნოველის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფურცელაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 603.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica.
- ↑ LIBRIS
- ↑ Faceted Application of Subject Terminology
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ The LiederNet Archive — 1995.
- ↑ opac.vatlib.it
- ↑ Alvin
- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ AlKindi
- ↑ MAK
- ↑ Trove — 2009.