შინაარსზე გადასვლა

ჰარინი ამარასურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარინი ამარასურია
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 სექტემბერი, 2024
პრეზიდენტი  ანურა კუმარა დისანაიაკე
წინამორბედიდინეშ გუნავარდენა

დაბადებული6 მარტი, 1970 (1970-03-06) (54 წლის)
კოლომბო, შრი-ლანკა
პოლიტიკური პარტიასახალხო განმათავისუფლებელი ფრონტი
ეროვნული სახალხო ძალა
განათლებადელის უნივერსიტეტი

ჰარინი ამარასურია (ტამილ. அரிணி அமரசூரியா; დ. 6 მარტი, 1970, კოლომბო, შრი-ლანკა) — შრი-ლანკელი აკადემიკოსი, აქტივისტი და პოლიტიკოსი. 2024 წლის 24 სექტემბრიდან შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი. მესამე ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე სირიმავო ბანდარანაიკესა და ჩანდრიკა კუმარატუნგას შემდეგ. ეროვნული სახალხო ძალის წევრი. 2024 წლამდე მუშაობდა ასევე იუსტიციის, საჯარო ადმინისტრაციის, პროვინციული საბჭოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შრომის მინისტრის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, ვაჭრობის მინისტრის, კომერციის, სასურსათო უსაფრთხოების, კოოპერატივის განვითარების, მრეწველობისა და მეწარმეთა განვითარების მინისტრის, ქალთა საკითხების, ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. 2020 წლიდან შრი-ლანკის პარლამენტის წევრია. ადრე მუშაობდა შრი-ლანკის ღია უნივერსიტეტის სოციალური კვლევების დეპარტამენტის უფროს ლექტორად.

ჰარინი ამარასურია იდეოლოგიურად არის ეროვნული სახალხო ძალის მემარცხენე ცენტრის წარმომადგენელი და თავს ლიბერალად თვლის. ამარასურია კარგად არის ცნობილი ახალგაზრდების უმუშევრობის, ფემინიზმის, გენდერული უთანასწორობისა და ბავშვთა დაცვის შესახებ შრი-ლანკის განათლების სისტემაში ჩატარებული კვლევებით.[1] იგი არის შრი-ლანკის არასამთავრობო ორგანიზაცია Nest-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Interview - Harini Amarasuriya en-US (2020-06-25). ციტირების თარიღი: 2020-08-12
  2. Harini Amarasuriya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-14. ციტირების თარიღი: 2020-08-12