რობერტ ვან დე კორპუტი, ცნობილი როგორც ჰარდველი (დ. 7 იანვარი, 1988, ბრედა, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელიდიჯეი და პროდიუსერი. ის გამოდის ისეთ ცნობილ და ფართომასშტაბიან ელექტორნული მუსიკის ფესტივალებზე, როგორიცაა Tomorrowland და Ultra. 2013 და 2014 წლებში დიჯეი მეგეზინმა ჰარდველი დაასახელა წლის საუკეთესო დიჯეიდ. ჰარდველი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2009 წელს „Show Me Love vs. Be“-ის ბუტლეგით. 2010 წელს დააარსა ლეიბლი Revealed Recordings, ხოლო 2015 წლის 23 იანვარს გამოსცა პირველი სტუდიური ალბომი სახელწოდებით United We Are.