შინაარსზე გადასვლა

ჰარაპის მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარაპის მუზეუმი
30°37′43″ ჩ. გ. 72°51′57″ ა. გ. / 30.62861° ჩ. გ. 72.86583° ა. გ. / 30.62861; 72.86583
დაარსდა 1926
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
მდებარეობა Sahiwal District
Map

ჰარაპის მუზეუმი (პენჯ. ہڑپا میوزیئم) — არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც განთავსებულია პაკისტანის პენჯაბის პროვინციის ქალაქ ჰარაპაში.[1] იგი მდებარეობს ჰარაპის რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 7 კილომეტრში და ქალაქ საჰივალიდან 17 კმ-ზე დასავლეთით.[2]

მუზეუმი დაარსდა 1926 წელს, როგორც რეგიონალური მუზეუმი და 1967 წელს გადავიდა თავის დღევანდელ შენობაში,[2] რომელიც აშენებული იყო პაკისტანის მთავრობის მიერ.[3][4]

ინდის ხეობის ცივილიზაცია იყო ბრინჯაოს ხანის ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა ძვ. წ. 3300 წლიდან ძვ. წ. 1300 წლამდე პერიოდში იმ რეგიონებში, სადაც დღეს მდინარე ინდი და მისი შენაკადები – ჯელუმი, ჩენაბი, რავი, სატლეჯი და ბეასი მდებარეობს. დღემდე აღმოჩენილია მისი ოთხასამდე ძეგლი. ჰარაპა და მოჰენჯო-დარო იყო მისი მთავარი ურბანული ცენტრები. ეს ცივილიზაცია ასევე ცნობილია როგორც ჰარაპული ცივილიზაცია.[1]

ადრეული აღმოჩენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარაპის ძველი ბორცვები პირველად 1826 წელს მოინახულა ბრიტანელმა არქეოლოგმა ჩარლზ მასონმა, რომელმაც შემდეგ აღწერა ისინი თავის წიგნში "Narrative of Various Journeys in Balochistan, Afghanistan and The Punjab".[5] 1831 წელს შოტლანდიელი სამხედრო ოფიცერი და დიპლომატი ალექსანდრე ბერნსი ეწვია ამ ძეგლს. დიდი ბრიტანელი ალექსანდრე კუნინგჰემი, რომელიც შემდეგ გახდა ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი 1861 წელს,[6] ორჯერ ჩავიდა ამ ძეგლის მოსანახულებლად - 1853 და 1856 წლებში. მისი მონაცემებით მთელი ძეგლის პერიმეტრი დაახლოებით 3 კმ იყო (5 კმ, თუ მიმდებარე სივრცეებიც ჩაითვლებოდა).[7] მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ბორცვი უკვე გათხრილი იყო და მისი აგურები გამოიყენებოდა ლაჰორი-მულტანის რკინიგზის მშენებლობისთვის.

XX საუკუნის დასაწყისში ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის არქეოლოგები ოფიციალურად გაგზავნეს ამ ძეგლზე (ასევე მოჰენჯო-დაროში) გამოსაკვლევად. ინდოელმა არქეოლოგმა დაია რამ საჰნიმ ჩაატარა პირველი გათხრები ძეგლზე 1921-1925 წლებში. გათხრების მეორე ეტაპი 1926-1934 წლებში განახორციელა ასევე ინდოელმა არქეოლოგმა მადჰო სარუპ ვატსმა. 1937 წელს კიდევ ერთი, მესამე რაუნდი ჩაატარა ნილაკანტა შასტრიმ. 1944-1946 წლებში ბრიტანელმა არქეოლოგმა მორტიმერ უილერმა გათხარა სანგრები.[7]

დამოუკიდებლობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანის მმართველობის პერიოდში, მუჰამად რაფიკ მუგალმა ჩაატარა გათხრები ჰარაპზე 1966 წელს, რომლითაც კიდევ უფრო გაიზარდა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. 1967 წლის 26 მარტს მუზეუმი გადაიტანეს თავის დღევანდელ შენობაში, რომელიც გახსნა განათლების, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა კაზი ანვარულ ჰაკემ. 1986-2001 წლებში ამერიკულმა არქეოლოგიურმა მისიამ ძეგლზე განახორციელა ჰარაპის არქეოლოგიური კვლევის პროექტი, პაკისტანის მთავრობის არქეოლოგიისა და მუზეუმების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, სადაც ერთ-ერთი თანადირექტორი იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ დეილზი.[7]

მუზეუმს აქვს ორი საგამოფენო დარბაზი, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა არტეფაქტებს, რომლებიც აჩვენებენ ინდის ხეობის ცივილიზაციის ხელოვნების, რეწვის და ტექნოლოგიის ევოლუციასა და განვითარებას. ამჟამად გამოფენილია 30 ვიტრინა. ნაგულისხმევი ობიექტები მოიცავს სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობებს, თიხის ფიგურებს, სათამაშოებს, სკელეტებსა და იარაღს, რომლებიც დამზადებულია სპილენძის, ნიჟარებისა და თიხისგან.[7]

  1. 1.0 1.1 Harappa Museum | Directorate General of Archaeology. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  2. 2.0 2.1 The Historical Museum Harappa. Dawn News (2 March 2017). ციტირების თარიღი: 2022-07-09
  3. Khalti, Sher Ali. (16 May 2021) Harappa: an ancient archaeological site of Pakistan. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  4. Museum in Harappa. Pakistanica. ციტირების თარიღი: March 8, 2012
  5. Narrative of various journeys in Balochistan, Afghanistan, the Panjab, & Kalât, during a residence in those countries : to which is added an account of the insurrection at Kalat, and a memoir on Eastern Balochistan. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  6. Cariappa, Devika. (2011-10-13) Dead men tell no tales, or do they? en. ციტირების თარიღი: 2022-07-09
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Harappa Museum | Directorate General of Archaeology. ციტირების თარიღი: 2022-07-08