ჰანტერ ტომფსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანტერ ტომფსონი, 1971 წელი

ჰანტერ სტოკტონ ტომფსონი (ინგლ. Hunter Stockton Thompson; დ. 18 ივლისი, 1937, ლუისვილი, კენტუკი – გ. 20 თებერვალი, 2005, ვუდი კრიკი, კოლორადო) — ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი, „გონზო ჟურნალისტიკის“ ფუძემდებელი. სახელი გაითქვა 1967 წელს, როცა დაწერა წიგნი მოტოციკლისტების კლუბ „Hells Angels“-ზე.

1970 წელს გამოვიდა ტომფსონის სტატია „კენტუკის დერბი დეკადანსური და გარყვნილია“ ჟურნალ „Scanlan's Monthly“-ში. ამან ტომფსონს უფრო მეტი ცნობადობა მოუტანა და სახელი გაუთქვა, როგორც კონტრ-კულტურულ მწერალს. ამასთან ერთად, ეს იყო პირველი ნაბიჯი „გონზო ჟურნალისტიკის“ მიმდინარეობის დაფუძნებისკენ, რომლის ფარგლებშიც ავტორი ამბის ცენტრალური ფიგურა და უშუალო მონაწილეცაა.

ტომფსონის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „შიში და ზიზღი ლას-ვეგასში“ (1971), რომელიც ორჯერ იყო ეკრანიზებული.

ტომფსონი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში და 1970 წელს იყრიდა კოლორადოს პიტკინის საგრაფოს შერიფად, როგორც „ფრიკთა ძალაუფლების“ წარმომადგენელი. იყო პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის კრიტიკოსი.[1]

1970-იანი წლების შუა პერიოდიდან ტომფსონი შედარებით იშვიათად იყო აქტიური საზოგადოებრივ ველზე და აცხადებდა, რომ აღარ შეეძლო მოვლენების გაშუქება ისე, როგორც ადრე გამომდინარე იქიდან, რომ მას მარტივად ცნობდნენ.

გარდაიცვალა 67 წლის ასაკში, სუიციდის შედეგად. ანდერძის შესაბამისად, კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი ზარბაზნიდან გაისროლეს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Obituary: Hunter S Thompson“. BBC News. 21 თებერვალი, 2005. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Kunzru, Hari (October 15, 1998). „Hari Kunzru reviews 'The Rum Diary' by Hunter S. Thompson and 'The Proud Highway' by Hunter S. Thompson, edited by Douglas Brinkley · LRB 15 October 1998“. London Review of Books. Lrb.co.uk. pp. 33–34. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)