ჰანს პეტერ ალტჰაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანს პეტერ ალტჰაუსი
გერმ. Hans Peter Althaus
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1939(1939-03-06) (85 წლის)
დაბ. ადგილი Siegen
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ენათმეცნიერი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ტრირის უნივერსიტეტი

ჰანს პეტერ ალტჰაუსი (გერმ. Hans Peter Althaus; დ. 6 მარტი 1939, ზიგენი) — გერმანელი ენათმეცნიერი და ემერიტუს-პროფესორი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს კასელში აბიტურის შემდეგ, ჰანს პეტერ ალტჰაუსი შევიდა ქალაქ მარბურგის ფილიპს-უნივერსიტეტში, სადაც 1959-დან 1966 წლამდე გერმანისტიკას, ნორდისტიკასა და პოლიტოლოგიას სწავლობდა.

1966 წელს მან დაიცვა დისერტაცია გვიანი შუასაუკუნეების ებრაული ხალხური ლიტერატურის ენობრივსა და საგამოცემო პრობლემებზე და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი.

1971 წლამდე მუშაობდა მარბურგის გერმანული ენის კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანაშემწედ. რის შემდეგ ემერიტირებამდე მუშაობდა ტრირის უნივერსიტეტში პროფესორად გერმანისტიკული ლინგვისტიკის დარგში. იქვე ასწავლიდა სპეციალობებს გერმანულს როგორც უცხო ენასა და იდისტიკას.

1987-1990 წლებში ჰანს პეტერ ალტჰაუსი მიწვევით მუშაობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვუჰანის უნივერსიტეტში და 1993 წელს ქალაქ ვუჰანის მუსიკალური სკოლაში. 1990 წლიდან პროფესორი ჰ. პ. ალტჰაუსი ვუჰანის უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის პროფესორია.

კვლევის ძირითადი თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანს პეტერ ალტჰაუსი არის ექსპერტი იდიშიდან გერმანულში დამკვიდრებულ ნასესხობათა დარგში. მისი კვლევის თემებს შორისაა აგრეთვე ჩინურის გავლენა გერმანულ ენაზე. პროფ. ჰ. პ. ალტჰაუსის სხვა კვლევები შეეხება გერმანული სიმღერის, - ე.წ. „კუნსტლიდის“ კვლევას.

მის კალამს ეკუთვნის მრავალი შრომა სოციოლინგვისტიკისა და დიალექტოლოგიის დარგებში.

ჰანს პეტერ ალტჰაუსი არის თანაგამომცემელი მაქს ნიმაიერის გამომცემლობაში (Max Niemeyer Verlag) შექმნილი გერმანისტიკული ლინგვისტიკის ლექსიკონისა, რომელშიც მას ეკუთვნის სპეციალური თავი გრაფეტიკის (Graphetik), გრაფემიკის (Graphemik), ორთოგრაფია-ორთოფონიის შესახებ.

რჩეული ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die Cambridger Löwenfabel von 1382. (1382 წელს შესრულებული ერთი დაზიანებული ტექსტის გამოკვლევა და გამოცემა) Untersuchung und Edition eines defektiven Textes. de Gruyter, Berlin 1971 (zugleich Dissertation Marburg 1966). ISBN 3-11-003671-1.
  • Zocker, Zoff & Zores. Jiddische Wörter im Deutschen. (იდიშური სიტყვები გერმანულ ენაში) Beck, München 2002; 4. Auflage 2014. ISBN 978-3-406-66912-5.
  • Kleines Lexikon deutscher Wörter jiddischer Herkunft. (იდიშური წარმოშობის გერმანულ სიტყვათა ლექსიკონი) Beck, München 2003; 4. Auflage 2014. ISBN 3-406-66912-3.
  • Chuzpe, Schmus & Tacheles. Jiddische Wortgeschichten. (იდიშურ სიტყვათა ისტორიები) Beck, München 2004; 3., durchgesehene Auflage, 2014. ISBN 978-3-406-68105-9.
  • Kleines Wörterbuch der Weinsprache. (ღვინის მცირე ლექსიკონი) Beck, München 2008. ISBN 978-3-406-57383-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wilfried Kürschner (გამომც.): Linguisten-Handbuch. Biographische und bibliographische Daten deutschsprachiger Sprachwissenschaftlerinnen und Sprachwissenschaftler der Gegenwart. Narr, Tübingen 1994, ISBN 3-8233-5000-5, გვერდი 11.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #12414151X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.