ჰანს-პეტერ ჩუდი
| ჰანს-პეტერ ჩუდი | |
| შვეიცარიის ფედერალური საბჟოს წევრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 1960 – 31 დეკემბერი, 1973 | |
| წინამორბედი | ჯუზეპე ლეპორი |
| მემკვიდრე | ვილი რიჩარდი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 1970 – 31 დეკემბერი, 1970 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | რუდოლფ გნეგი |
| წინამორბედი | ლუგვიგ ვონ მუსი |
| მემკვიდრე | რუდოლფ გნეგი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 1965 – 31 დეკემბერი, 1965 | |
| წინამორბედი | ლუგვიგ ვონ მუსი |
| მემკვიდრე | ჰანს შნაფერი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 1960 – 31 დეკემბერი, 1973 | |
| წინამორბედი | ფილიპ ეტერი |
| მემკვიდრე | ჰანს ჰურლიმანი |
| დაბადებული | 22 ოქტომბერი, 1913 ბაზელი, შვეიცარია |
| გარდაცვლილი | 30 სექტემბერი, 2002 ბაზელი, შვეიცარია |
| პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული |
| მეუღლე | ირმა ჩუდი |
| განათლება | ბაზელის უნივერსიტეტი |
ჰანს-პეტერ ჩუდი (დ. 22 ოქტომბერი, 1913 – გ. 30 სექტემბერი, 2002) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 1959 წლიდან 1973 წლამდე, რომელიც ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა დეპარტამენტს (შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი).[1]
ჩუდი იყო ბაზელ-ქალაქის კანტონური მთავრობის წევრი 1953 წლიდან 1959 წლამდე.[1] ჰანს-პედერი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1956 წლიდან ჩუდი წარმოადგენდა ბაზელის კანტონს შვეიცარიის სახელმწიფოების საბჭოში, სანამ 1959 წლის 17 დეკემბერს არ აირჩიეს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში.[1]
თავისი უფლებამოსილების პერიოდში ჰანს-პეტერ ჩუდი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა დეპარტამენტს და ორჯერ, 1965 და 1970 წლებში, იყო კონფედერაციის პრეზიდენტი.[1]
ჩუდმა თანამდებობა დატოვა 1973 წლის 31 დეკემბერს. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნისას ჰანს-პეტერ ჩუდიმ ხელი შეუწყო სოციალური უზრუნველყოფის გაფართოებას ეკონომიკური აღმავლობის წლებში.[2]

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Tschudi, Hans Peter. ციტირების თარიღი: 9 February 2025
- ↑ Hans-Peter Tschudi in History of Social Security in Switzerland