ერევნის რესპუბლიკური სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰანრაპეტაკანის სტადიონი)
Jump to navigation Jump to search
ერევნის რესპუბლიკური სტადიონი
Armenia vs Portugal, 13 June 2015, V. Sargsyan Rep. Stad. Yerevan (12).jpg
სრული სახელი ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი
წინა სახელები დინამო (1935–1999)
მდებარეობა ერევანი, სომხეთი
კოორდინატები 40°10′19″ ჩ. გ. 44°31′33″ ა. გ. / 40.17194° ჩ. გ. 44.52583° ა. გ. / 40.17194; 44.52583
აშენდა 1933-1935
გაიხსნა 1935
აღდგა 1953,[1][2] 1999, 2008
მესაკუთრე „Vazgen Sargsyan Republican Stadium" CJS Company“
ოპერატორი სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია
საფარი ბუნებრივი
არქიტექტორი კორიუნ ჰაკობიანი
ტევადობა 14 403
გუნდები

სომხეთის ნაკრები (1999-)

ერევნის ულისესი (2014-)

ერევნის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Երևանի հանրապետական մարզադաշտ) აგრეთვე ცნობილი როგორც ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Վազգեն Սարգսյանի անվան Հանրապետական մարզադաշտ) — მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც მდებარეობს ვარდანცის ქუჩის 65 ნომერში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში. სტადიონი აშენდა 1933-1935 წლებში და 1935 წელს გაიხსნა დინამოს სტადიონის[3] სახელით. პირველად სტადიონი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1953 წელს განაახლეს. სომხეთის ეროვნული ნაკრები ამ სტადიონზე მართავს საშინაო შეხვედრებს. სტადიონის ტევადობა 14 403 ადგილია[4].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტადიონი 1935 წელს საბჭოთა მმართველობისას გაიხსნა და თავდაპირველად დინამოს სტადიონი ეწოდებოდა, 1999 წელს სრული განახლების შემდეგ რესპუბლიკური სტადიონი ეწოდა, ოდნავ მოგვიანებით კი 1999 წლის 28 დეკემბერს[5] ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი, სომხეთის ყოფილი თავდაცვისა და პრემიერ მინისტრ ვაზგენ სარქისიანის საპატივსაცემულოდ, რომელიც 1999 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს პარლამენტში განხორციელებული ტერაქტის დროს.

სტადიონი პირველად 1953 წელს განახლდა, სრული განახლება კი 1995 წელს დაიწყო, ფინანსური პრობლემების გამო სამუშაოები მხოლოდ 1999 წელს დასრულდა, ჯამში დახარჯულმა თანხის ოდენობამ $3 მილიონს მიაღწია. ბოლოს სტადიონი 2008 წელს ებრაულმა კომპანია Green Diversified Ltd-მ განაახლა, შეიცვალა მოედნის საფარი, გარემონტდა VIP ლოჟები და დამონტაჟდა თანამედროვე დაცვის სისტემა. შედეგად სტადიონი აკმაყოფილებს UEFA-ს სტანდარტებს[6], შესრულებული სამუშაოების გამი სტადიონის ტევადობა 14 968-დან 14 403-მდე შემცირდა.

ამჟამად რესპუბლიკური სტადიონის გამოყენების უფლება სომხურ კლუბ „ულისესს“ აქვს, აქვე თამაშობს სომხეთის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს.

სარეკორდო დასწრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]