ჰანიფიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰანიფიზმი (არაბ. حنيف‎‎, Ḥanīf; მრავლობითი: حنفاء, ḥunafā') — რელიგიურ მონოთეისტური მოძრაობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც აღმოცენდა ისლამდელ არაბეთში და განიცადა იუდაიზმისა და ქრისტიანობის გავლენა. ჰანიფიზმის მიმდევრები (ჰანიფები) ქადაგებდნენ მონოთეიზმსა და ასკეტიზმს. მოუწოდებდნენ ტომისა და ადგილობრივი ღმერთების გაუქმებას, მაგრამ მთლიანად არ იღებდნენ არც ქრისტიანობას და არც იუდაიზმს. სურდათ, შეექმნათ შედარებით მარტივი, VI საუკუნისა და VIII საუკუნის დასაწყისის არაბეთისთვის მისაწვდომი რელიგიური სისტემა. ჰანიფიზმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თავდაპირველ ისლამზე. ჰანიფიზმის ყველაზე აქტიური და თანმიმდევრული წარმომადგენელი იყო მქადაგებელი მუსეილიმა (გ. 633).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]