ჰანდაღი
| სოფელი | |
|---|---|
|
ჰანდაღი | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | რიზეს პროვინცია |
| რაიონი | პაზარის რაიონი |
| კოორდინატები | 41°07′34″ ჩ. გ. 40°58′05″ ა. გ. / 41.12611° ჩ. გ. 40.96806° ა. გ. |
| ადრეული სახელები | დადივათი |
| მოსახლეობა |
302 (2007)[1] , 294 (2008)[1] , 291 (2009)[1] , 290 (2010)[1] , 309 (2011)[1] , 280 (2012)[1] , 294 (2013)[1] , 260 (2014)[1] , 259 (2015)[1] , 251 (2016)[1] , 243 (2017)[1] , 242 (2018)[1] , 274 (2019)[1] , 271 (2020)[1] , 254 (2021)[1] , 246 (2022)[1] , 305 (2023)[1] , 257 (2024)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+3[2] და თურქეთის დრო[3] |
ჰანდაღი (თურქ. Handağı) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 52 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 15 კილომეტრში.[4] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 271 ადამიანი ცხოვრობს.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ ჰანდაღის ძველი სახელწოდებაა „დადივათი“.[6] ლაზური ტოპონიმი დადივათი თურქულში შევიდა როგორც „დადივათი“. კერძოდ, 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის აღწერისა და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში იგი მოხსენიებულია როგორც „დადივათი“. (دادیوات).[7][8]
სოფელი დადივათი მდებარეობდა ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა 1461 წელს გაანადგურეს ტრაპიზონის იმპერია, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[9] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის აღწერის მიხედვით, სოფელი ეკუთვნოდა ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის ათინას რაიონს. მოსახლეობა შედგებოდა 15 ოჯახში მცხოვრები 45 ადამიანისგან. თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ მამრობითი სქესის მოსახლეობას მოიცავდა. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობა შემდეგნაირად იყო აღრიცხული: 44 ცხვარი, 62 თხა, 45 ძროხა და 4 ხარი.[10]
ნიკო მარი, 1910 წელს ლაზეთის რეგიონში განხორციელებული კვლევითი ექსპედიციის დროს წერდა, რომ ათინას კაზაში 69 სოფელი იყო, საიდანაც 64-ში ლაზურად საუბრობდნენ. სოფელი დადივათიც იყო ერთ-ერთი იმ სოფლებიდან, სადაც ლაზურად საუბრობდნენ.[11] დადივათი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა. რუსული მმართველობის პერიოდში, 1917 წელს ლაზეთის რეგიონში კვლევითი ექსპედიციის დროს ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ სოფლის სახელი რუსულად დაწერა როგორც დადივატი (Дадиват). ამ დროისთვის სოფელში 32 ოჯახში 195 ადამიანი ცხოვრობდა.[12]
სოფელი დადივათი, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, რიზეს პროვინციის ათინას კაზას ცენტრალურ ნაჰიეს ეკუთვნოდა.[8] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს, ართვინისა და რიზეს პროვინციების ნაცვლად შექმნილ ჩორუხის პროვინციაში იგივე ადმინისტრაციულ პოზიციას ინარჩუნებდა და მისი მოსახლეობა 213 ადამიანისგან შედგებოდა. თუმცა, ამ დროისთვის ათინას სახელი შეიცვალა და ეწოდა პაზარი.[13] ვინაიდან „დადივათი“ არ იყო თურქული სიტყვა, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა „ჰანდაღი“.[14] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს სოფელი ჰანდაღის მოსახლეობა შედგებოდა 302 ადამიანისგან, საიდანაც წერა-კითხვა იცოდა 67 ადამიანმა.[15]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration System — TÜİK.
- ↑ https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
- ↑ https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
- ↑ Handağı Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
- ↑ Rize Pazar Handağı Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
- ↑ İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 106, ISBN 978-605-89094-0-3
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 372, ISBN 9789157871117.
- ↑ 8.0 8.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 619.
- ↑ ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. ISBN 99940-61-43-7
- ↑ İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 170.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 1 Temmuz 2024.
- ↑ Nikolay Marr, Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 69, ISBN 9786055753634.
- ↑ İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 170.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 1 Temmuz 2024.
- ↑ 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 261.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 17 Temmuz 2021.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 638.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 31 Ocak 2023.
- ↑ 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 527.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 1 Temmuz 2024.