ჰამიდური ხოცვა-ჟლეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1819 წლის ნოემბერში ერზურუმში მოკლული სომხები[1]

ჰამიდური ხოცვა-ჟლეტები (სომხ. Համիդյան ջարդեր, თურქ. Hamidiye Katliamı) ასევე მოიხსენიება როგორც 1894–1896 წლების სომხური ხოცვა-ჟლეტები [2] და დიდი ხოცვა-ჟლეტები,[2] — სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში, რომელიც მოხდა 1890-იანი წლების შუა ხანებში. დადგენილია, რომ დაღუპულთა რიცხვი 80 000 -დან 300 000 - მდე ადამიანს შეადგენდა,[3] რის შედეგადაც 50 000 ობოლი ბავშვი დარჩა.[4] ხოცვა-ჟლეტებს ასოცირებენ სულთან აბდულჰამიდ II-სთან, რომელმაც, ოსმალეთის იმპერიის შენარჩუნების მცდელობაში, ხელახლა დაასახელა პანისლამიზმი, როგორც სახელმწიფო იდეოლოგია.[5] მიუხედავად იმისა, რომ ხოცვა-ჟლეტა მიმართული იყო ძირითადად სომხებისკენ, ძალადობა ზოგიერთ შემთხვევაში განპირობებული იყო ანტიქრისტეანული შეხედულებებით, მაგალითად დიბეკირის ხოცვა-ჟლეტები, სადაც, თანამედროვე წყაროს თანახმად, დაიღუპა 25 000-მდე ასურელი.[6]

ხოცვა-ჟლეტები ოსმალეთში დაიწყო 1894 წელს, სანამ უფრო ფართოდ არ გავრცელდა შემდეგ წლების განმავლობაში. ოსმალებმა ვერ შეამჩნიეს რაიმე განსხვავება მსხვერპლთა ასაკსა და სქესს შორის და სასტიკად ძალის გამოყენებით ხოცავდნენ ყველას განურჩევლად.[7] ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ტელეგრაფს უკვე შეეძლო ახალი ამბების გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ამან ინფორმაციის ფართო გაშუქება გამოიწვია დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მედიაში.

საერთაშორისო რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხური ხოცვა-ჟლეტების ამბები გავრცელდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში და ძლიერი გამოხმაურება მოჰყვა უცხო მთავრობებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხრიდან.[8]

New York Times- ის 1895 წლის სექტემბრის სტატიაში გამოქვეყნდა „სომხების ჰოლოკოსტი“. ბელგიის მეფე ლეოპოლდ II- მ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ სალისბურს განუცხადა, რომ შეეძლო შეჭრილიყო სომხეთში და მისი ოკუპაცია მოეხდინა.[9] ხოცვა-ჟლეტა მნიშვნელოვანი საკითხი იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის გროვერ კლივლენდისთვის, ხოლო 1896 წელს მის საპრეზიდენტო პლატფორმაზე, რესპუბლიკური კანდიდატი უილიამ მაკკინლი ასახელებდა სომეხთა გადარჩენას, როგორც მის მთავარ პრიორიტეტს საგარეო პოლიტიკაში.[10][11] ამერიკელებმა, როგორებიც იყვნენ, ჯულია უარდ ჰოუი, დევიდ ბრიუერი და ჯონ როკფელერ, გასცეს შემოწირულობები ამით დააგროვეს დიდი თანხა, რითაც ჰუმანიტარული ჯგუფები და წითელი ჯვრის დახმარება გაიგზავნა რეგიონში დარჩენილი გადარჩენილების დასახმარებლად, რომლებიც დაავადნენ და შიმშილობდნენ.[12]

დაღუპულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი მსხვერპლები, რომლებიც ერზერუმის სასაფლაოზე მასობრივ საფლავში არიან დაკრძალულნი.

შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი სომეხი დაიღუპა, თუმცა ისტორიკოსების მიერ მოწოდებული მონაცემები 80 000-დან 300 000-მდე მერყეობდა.[3]

აქედან გამომდინარე, მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციები ითვლება ყველაზე სანდოდ. გერმანელი პასტორი იოჰანეს ლეპსიუსი ფრთხილად აგროვებს მონაცემებს საკითხთან დაკავშირებით და მის გამოთვლებში ასახული იყო 88 243 სომეხი ადამიანის გარდაცვალება, 2 493 სოფლის განადგურებას, რომელთაგანაც 456 მკვიდრი იძულებით მოაქციეს ისლამზე,[13] და 649 ეკლესია-მონასტერი განადგურდა, მათგან 328 კი გადაკეთდა მეჩეთად.[14] მან ასევე აღწერა 100 000 სომეხის გარდაცვალება, რაც გამოწვეული იყო შიმშილისა და დაავადებებისგა, რომელთა საერთო რიცხვმა დაახლოებით 200 000 ადამიანი შეადგინა.[15]

თავის მხრივ, 1895 წლის დეკემბრის დასაწყისში ბრიტანეთის ელჩმა დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ად შეაფასა.[16] გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოპერატიული და თურქოლოგი ერნსტ ჯუკი ირწმუნებოდა, რომ 200 000 სომეხი მოკლეს, 50 000 კი იძულებით განდევნეს, დაახლოებით მილიონი კი გაძარცვეს.[16][17] მსგავს ციფრებს ასახელებს ფრანგი დიპლომატიური ისტორიკოსი პიერ რენვინი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 250 000 სომეხი დაიღუპა დამოწმებული დოკუმენტების საფუძველზე, მისი მოვალეობის შესრულების დროს.[16][18]

რეგიონში სომხების გარდა, დაახლოებით 25 000 ასურელი და 100 000-მდე ბერძენი დაიღუპა.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Akçam, Taner (2006). A Shameful Act : The Armenian Genocide and the Question of Turkish Responsibility. Macmillan. ISBN 978-0-8050-8665-2.  - Profile at Google Books
  • Balakian, Peter (2003). The Burning Tigris: The Armenian Genocide and America's Response. New York: HarperCollins. ISBN 0-06-055870-9.
  • (ფრანგული) Clemanceau, Georges. Les massacres d'Arménie: Témoingnages des victimes. Paris: Édition du Mercure de France, 1896.
  • (ფრანგული) France, Ministry of Foreign Affairs]]. Documents diplomatiques: Affaires arméniennes. Projets de réformes dans l'empire Ottoman, 1893-1897. Paris: Imprimerie nationale, 1897.
  • Howard Ball. Genocide: A reference Handbook
  • Campbell, George Douglas (8th Duke of Argyll). Our Responsibilities for Turkey: Facts and Memories of Forty Years. London: J. Murray, 1896.
  • (გერმანული) Germany, Foreign Office. Die grosse Politik der europäischen Kabinette, 1871-1914, vol. X. Berlin: Deutsche veragsgesellschaft für politik und geschichte, 1922-1927.
  • Great Britain, Foreign Office. Correspondence Relating to the Asiatic Provinces of Turkey, 1892-1893, Sess., 1896, XCV (A and P) c. 8015, Turkey No. 3, 1896; Correspondence Relating..., 1894-1895, Sess., 1896, XCVI (A and P) c. 8108, Turkey No. 6, 1896; Correspondence Relating to the Armenian Question and Reports from Her Majesty's Consular Officers in Asiatic Turkey, Sess., 1896, XCV (A and P) c. 7927, Turkey No. 2, 1896.
  • Harris, J. Rendel, Letters from the Scenes of the Recent Massacres in Armenia. New York: Fleming H. Revell, 1897.
  • Lepsius, Johannes. Armenia and Europe: An Indictment. London: Hodder and Stoughton, 1897.
  • Melson, Robert. "A Theoretical Enquiry into the Armenian Massacres of 1894–1896," Comparative Studies in Society and History, 24, no. 3 (1982), pp. 481–509.
  • Nalbandian, Louise. The Armenian Revolutionary Movement: The Development of Armenian Political Parties through the Nineteenth Century. Berkeley: University of California Press, 1963.
  • (სომხური) Nersisyan, Mkrtich G. "Զեյթունցիների 1895–1896 թթ. Ինքնապաշտպանական Հերոսամարտը" [The Heroic Self-Defense of the People of Zeitun in 1895–96]. Patma-Banasirakan Handes. № 1–2 (143–44), 1996, pp. 7–16. With Russian abstract.
  • Rodogno, Davide. Against Massacre: Humanitarian Interventions in the Ottoman Empire, 1815-1914. Princeton: Princeton University Press, 2012.
  • Troshine, Yvan (January 1897). "A Bystander's Notes of a Massacre: The Slaughter of Armenians in Constantinople". Scribner's Magazine XXI (1): 48–67. http://books.google.com/?id=Z2IAAAAAYAAJ&pg=PA48. წაკითხვის თარიღი: 2009-08-23.
  • Verheij, Jelle (2018). "“The year of the firman:” The 1895 massacres in Hizan and Şirvan (Bitlis vilayet)". Études arméniennes contemporaines (10): 125-159. http://journals.openedition.org/eac/1495?lang=en.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Graphic“, December 7, 1895, გვ. 35. (en) 
  2. 2.0 2.1 Adalian, Rouben Paul (2010), Historical Dictionary of Armenia (2nd რედ.), Lanham, MD: Scarecrow, с. 154.
  3. 3.0 3.1 Akçam, Taner (2006) A Shameful Act: The Armenian Genocide and the Question of Turkish Responsibility p. 42, Metropolitan Books, New York ISBN 978-0-8050-7932-6
  4. "Fifty Thousand Orphans made So by the Turkish Massacres of Armenians", The New York Times, December 18, 1896, http://query.nytimes.com/gst/abstract.html?res=F30A1FF63B5F1B738DDDA10994DA415B8685F0D3.
  5. Akçam 2006, გვ. 44.
  6. 6.0 6.1 Angold, Michael (2006), O'Mahony, Anthony, რედ., Cambridge History of Christianity, 5. Eastern Christianity, Cambridge University Press, с. 512, ISBN 978-0-521-81113-2, http://books.google.com/books?id=vBy7CTYVBeMC.
  7. Cleveland, William L. (2000). A History of the Modern Middle East, 2nd, Boulder, CO: Westview, გვ. 119. ISBN 0-8133-3489-6. 
  8. Gary J. Bass, Freedom's Battle: The Origins of Humanitarian Intervention. New York: Alfred A. Knopf, 2008; Peter Balakian, The Burning Tigris.
  9. Hochschild, Adam (1999). King Leopold's Ghost: A Story of Greed, Terror, and Heroism in Colonial Africa. Boston, MA: Mariner Books, გვ. 167–68. ISBN 0-618-00190-5. 
  10. Oren, Michael B (2007). Power, Faith, and Fantasy: America in the Middle East 1776 to the Present. New York: W.W. Norton & Co, გვ. 293. ISBN 0-393-33030-3.  [1]
  11. For a study on the American response to the massacres, see Ralph Elliot Cook (1957), "The United States and the Armenian Question, 1894-1924," Unpublished Ph.D Dissertation, Tufts University.
  12. Oren. Power, Faith, and Fantasy, pp. 294–96.
  13. On this issue in general, see Selim Deringil (April 2009), "'The Armenian Question Is Finally Closed': Mass Conversions of Armenians in Anatolia during the Hamidian Massacres of 1895–1897," Comparative Studies in Society and History 51, pp. 344-71.
  14. Hovannisian. "The Armenian Question in the Ottoman Empire," p. 224.
  15. Forsythe, David P. (ed.) (2009). Encyclopedia of human rights. Oxford: Oxford University Press. ISBN 0195334027. 
  16. 16.0 16.1 16.2 Dadrian. The History of the Armenian Genocide, p. 155.
  17. (გერმანული) Jäckh, Ernst. Der Aufsteugende Halbmond, 6th ed. (Berlin, 1916), p. 139.
  18. (ფრანგული) P. Renouvin, E. Preclin, G. Hardy, L'Epoque contemporaine. La paix armee et la Grande Guerre. 2nd ed. Paris, 1947, p. 176.