ჰამერ დე რობარტი
| ჰამერ დე რობარტი | |
![]() ჰამერ დე რობარტი, 1968 | |
| ნაურუს პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 17 მაისი, 1968 – 22 დეკემბერი, 1976 | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 15 მაისი, 1978 – 17 სექტემბერი, 1986 | |
| მემკვიდრე | კენან ადეანი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 ოქტომბერი, 1986 – 12 დეკემბერი, 1986 | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 22 დეკემბერი, 1986 – 17 აგვისტო, 1989 | |
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 31 იანვარი, 1968 – 17 მაისი, 1968 | |
| დაბადებული | 25 სექტემბერი, 1922 ნაურუ |
| გარდაცვლილი | 15 ივლისი, 1992 მელბურნი, ავსტრალია |
| მეუღლე | ლუკალე ჰარისი |
| პროფესია | მასწავლებელი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჰამერ დე რობარტი (დ. 25 სექტემბერი, 1922 — გ. 15 ივლისი, 1992) — ნაურუელი პოლიტიკოსი და დამოუკიდებლობის ლიდერი. დე რობარტმა წარმართა მოლაპარაკებები ავსტრალიისგან დამოუკიდებლობისა და ქვეყნის გაეროს სამეურვეო სტატუსის დასრულების შესახებ. მოგვიანებით იგი აირჩიეს ნაურუს პირველ პრეზიდენტად და ამ თანამდებობაზე ოთხი ვადით იმსახურა (1968–1976, 1978–1986, 1986–1989). დამოუკიდებლობამდე ჰამერი იყო ნაურუს მთავარი ბელადი და ნაურუს ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დე რობარტი დაიბადა ნაურუში 1922 წლის 25 სექტემბერს. იგი იყო დე რობარტისა და ეიდუმუნანგის შვილი. ჰამერის ბაბუა, დაიმონი, 1920–1930 წლებში კუნძულის მთავარი ბელადი იყო.იყო.[1] იგი ასევე იყო ბანაბური წარმოშობის, რადგან მისი ბებია ბანაბას კუნძულიდან იყო.[2] დერობურტი იყო ირუვას ტომის წევრი.[3] იგი გაიზარდა ბოეს რაიონში.[1] ნაურუში განათლების მიღების შემდეგ ჰამერი სწავლობდა ავსტრალიაში, ჯილონგში მდებარე გორდონის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.[2] ჰამერმა ნაურუში დაბრუნების შემდეგ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.[2] მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელების მიერ ნაურუს ოკუპაციის შემდეგ, დე რობარტი, ნაურუელთა მოსახლეობის უმეტესობასთან ერთად, იაპონელებმა ტრუკში გადაასახლეს. 1946 წელს ნაურუში დაბრუნების შემდეგ მან განათლების დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა.[2] 1951 წელს გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ნაურუს ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს პირველ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ბოეს ოლქში კანდიდატად დასახელებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა, მისი კანდიდატურა ფორმალური დარღვევების გამო გაუქმდა.[4] ადგილობრივმა და ევროპელმა მცხოვრებლებმა უშედეგოდ გააპროტესტეს ეს გადაწყვეტილება, ხოლო გაეროს 1953 წლის ვიზიტორთა მისიისადმი გაგზავნილი პეტიციაც უყურადღებოდ დარჩა.[4] 1953 წელს დერობურტმა ნაურუს მუშათა ორგანიზაციის ოთხთვიან გაფიცვას უხელმძღვანელა, რომლის შედეგაც ავსტრალიურმა ადმინისტრაციამ ხელფასები გაზარდა და ტრენინგის მეტი შესაძლებლობა უზრუნველყო. 1955 წლის არჩევნებში ჰამერი კვლავ იყრიდა კენჭს ბოეს ოლქში და იგი საბჭოს წევრად აირჩიეს.[2] 1956 წელს საბჭომ დერობურტი ნაურუს მთავარ ბელადად აირჩია.[4]
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1962 წელს დე რობარტი და ნაურუს ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს წევრები რეიმონდ გადაბუ და ჯოზეფ დეტსიმეა აუდოა სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწრნენ და ნაურუს დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ნაურუელ ხალხს ეკუთვნოდა სუვერენიტეტი. საბჭომ მათ შესთავაზა ნაურუელების ავსტრალიაში გადასახლება მოქალაქეობის მინიჭებით, თუმცა დერობურტმა გადაწყვიტა, რომ ამ წინადადებას არ მიიღებდა, თუ მათ კერტისის კუნძულზე სრული სუვერენიტეტი არ მიენიჭებოდათ.[5] ავსტრალიის უარის შემდეგ მათ ნაურუში დამოუკიდებლობის მიღწევაზე გაამახვილეს ყურადღება. მოგვიანებით სამეურვეო საბჭომ ამ მიზანს მხარი დაუჭირა. დე რობარტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1965–1967 წლების მოლაპარაკებებში და 1967 წლის ფოსფატის შეთანხმებას მოაწერა ხელი.[6] ნაურუს დამოუკიდებლობის აქტი (1967) ძალაში შევიდა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1968 წლის 31 იანვარს მოიპოვა.[7]
1976 წლის 22 დეკემბერს[8], ნაურუს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დე რობარტი მოულოდნელად დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში. 30 წლის ბერნარ დოვიიოგომ ის ცხრა ხმით შვიდის წინააღმდეგ დაამარცხა და ნაურუს პარტიული კაბინეტი დანიშნა.[9] როგორც ამბობენ, დოვიიოგო არ ელოდა არჩევნებში გამარჯვებას და შესთავაზა დე რობურტის სასარგებლოდ გადადგომა, თუ ის დათანხმდებოდა კაბინეტის არჩევნებთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლას, მაგრამ დე რობურტმა უარი თქვა ამაზე. შემდგომში მან დოვიიოგოზე ზეწოლა მოახდინა გადადგომისკენ და წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ცდილობდა დოვიიოგოს არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას იმ მოტივით, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა პარტიულ პოლიტიკას.[10]
დე რობარტი ნაურუს პოლიტიკაში გავლენიან ფიგურად დარჩა მისი გადაყენების შემდეგ და თავის მხარდამჭერებთან ერთად მოახერხა დოვიიოგოს იძულება 1977 წლის ნოემბერში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე.[11] დოვიიოგო ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა თანამდებობა მხოლოდ 1978 წლის აპრილამდე შეინარჩუნა, როდესაც ფოსფატის ჰონორარის შესახებ კანონპროექტზე დამარცხების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მისი მემკვიდრე ლაგუმოტ ჰარისი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეობდა ასიგნებების კანონპროექტზე, ხოლო დე რობურტი პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნდა.[12]
დე რობარტის მეორე ვადა 1986 წლის 19 სექტემბერს მის გადადგომამდე და კენან ადეანგის მიერ მის ჩანაცვლებამდე გაგრძელდა. ადეანგის მთავრობა მხოლოდ ორ კვირაში დაიშალა და დე რობურტი პრეზიდენტის თანამდებობაზე 1986 წლის 1 ოქტომბერს დაბრუნდა.
შიდა საქმეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამდებობის პირველ წლებში დე რობურტის მთავრობამ დააარსა პირველი ეროვნული გადამზიდავი Air Nauru და Nauru Pacific Shipping Lines.[13]
საგარეო საქმეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავისი ბოლო ვადის განმავლობაში დე რობარტის მთავრობამ სარჩელი შეიტანა ავსტრალიის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში კუნძულის დანაღმული ტერიტორიების რეაბილიტაციის გამო. მისი ბოლო საჯარო გამოჩენა შედგა ICJ-ის სხდომაზე 1991 წლის ნოემბერში.[14]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დე რობარტი 1950 წელს დაქორწინდა ლუკალე როვენა ჰარისზე, რომელთანაც მას ერთი ქალიშვილი ჰყავდა. მისი მეუღლე მასზე ადრე გარდაიცვალა. დერობურტი 1992 წლის 15 ივლისს, სამედიცინო მკურნალობის მიზნით მელბურნში ყოფნის დროს გარდაიცვალა. მას მიუძღვნეს სახელმწიფო პანაშვიდი და დაკრძალეს ნაურუში, ბოეს სასაფლაოზე.[1] 1982 წელს ჰამერს დედოფალმა ელისაბედ II-მ საპატიო რაინდის წოდება მიანიჭა. დე რობარტს ასევე მიეწერება ნაურუში ავსტრალიური ფეხბურთის პოპულარიზაცია, რომელიც შემდგომში ქვეყნის ეროვნულ სპორტად იქცა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Pollock, Nancy. (2020)DeRoburt, Hammer (1922–1992). Australian Dictionary of Biography.
- 1 2 3 4 5 Nancy Viviani (1970) Nauru: Phosphate and Political Progress Australian National University Press, p. 107
- ↑ Cain, M. B. (25 November 1992). „BIRTHS, DEATHS AND MARRIAGES“ (PDF). Republic of Nauru Government Gazette (81): 3.
- 1 2 3 Viviani, p108
- ↑ „These Men Will Run Nauru“. Pacific Islands Monthly. 39 (2). 1 February 1968.
- ↑ „DeRoburt back as President“. Pacific Islands Monthly. 42 (2). 1 February 1971.
- ↑ „Nauru Has A President“. Pacific Islands Monthly. 39 (6). 1 June 1968.
- ↑ „DeRoburt out of office“. The Canberra Times. 23 December 1976.
- ↑ „Nauru government survives crisis“. Papua New Guinea Post-Courier. 19 January 1978.
- ↑ „Nauru President out after Bill defeated“. The Canberra Times. 16 May 1978.
- ↑ „Nauru head“. The Canberra Times. 20 September 1986.
- ↑ „DeRoburt back“. The Canberra Times. 2 October 1986.
- ↑ Batten, Michael (1 July 1971). „Nauru revisited: an island republic faces up to its problems“. Pacific Islands Monthly. 42 (7).
- ↑ Bain, Kenneth. (1992-07-22) Obituary: Hammer DeRoburt en. ციტირების თარიღი: 2022-10-01
